7 ოქროს წესი, რომელიც თვითმფრინავით მგზავრობისას პრობლემებს თავიდან აგარიდებთ
ფოტო: ZinaidaSopina / Shutterstock
ათეულობით წლის წინ ადამიანები განსაკუთრებულად ემზადებოდნენ თვითმფრინავით სადმე გასამგზავრებლად, ყველა დეტალს საგულდაგულოდ ამოწმებდნენ და საუკეთესო ტანსაცმელს იცვამდნენ. ფრენა დიდი ამბავი იყო და არავის ჰქონდა ფუფუნება, რაიმე შეცდომა დაეშვა.
ახლა, როცა სპონტანურადაც შეგვიძლია უცხო ქვეყანაში გაფრენა, თვითმფრინავები მისტიკურ საბურველში აღარაა გახვეული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წესები აღარ არსებობს ან მათი დაცვა აუცილებელი აღარაა. იმისთვის, რომ დანიშნულების ადგილზე გაუგებრობის გარეშე მოხვდე და სხვებსაც არ გაურთულო ცხოვრება, ეს 7 წესი დაიმახსოვრე:
1. მინიმუმ 2 საათით ადრე გამოცხადდი აეროპორტში
ფოტო: Shutterstock
ყველა ვყოფილვართ სიტუაციაში, როცა ორი საათით ადრე მივსულვართ აეროპორტში და მერე მივმხდარვართ, რომ უამრავი თავისუფალი დრო გვაქვს. მოსალოდნელი დასკვნა ასეთ დროს ისაა, რომ მომავალში ზუსტად ორი საათით ადრე გამოცხადებაც არაა საჭირო და "ცოტა დაგვიანებას არა უშავს", რაც სახიფათო შეცდომაა.
დღესასწაულების პერიოდში, ფესტივალების თუ ღონისძიებების წინ ხშირად ორი საათიც კი ცოტა დროა. ავიახაზები გვირჩევენ დავიმსახოვროთ 3-2-1 წესი: 3 საათით ადრე უნდა იყო აეროპორტში, 2 საათით ადრე - უსაფრთხოების შემოწმება გავლილი უნდა გქონდეს, 1 საათით ადრე კი გეითთან/შესასვლელთან უნდა იდგე.
სიტუაციის დრამატულობას ისიც ამძაფრებს, რომ თუ დააგვიანებ, ვერავისაც ვერ გადაახტები თავზე, რადგან თითოეულ ადამიანს ზუსტად შენსავით უნდა თვითმფრინავში მოხვედრა.
რა თქმა უნდა, თვითმფრინავიც არ დაგელოდება. ეს თითქმის არასდროს ხდება. ზოგი თვითმფრინავი კარს გაფრენამდე 20 წუთით ადრე ხურავს, რაც იმას ნიშნავს, გეითთან 20 წუთით ადრე ყოფნაც კი არაა გარანტია იმისა, რომ ფრენას მიუსწრებ.
გაითვალისწინე, რომ შოპინგისას დრო სწრაფად გარბის და იმის იმედზე ყოფნა, რომ ჯერ სხვები გაივლიან რეგისტრაციას, შემდეგ კი - შენ, უსარგებლოა. ხშირად, სხვა მგზავრებიც ასე ფიქრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ერთად დააგვიანებთ.
2. გადაამოწმე სამგზავრო ჩანთის ზომა / წონა აეროპორტში მისვლამდე
ფოტო: Vlad Teodor / Shutterstock
ცუდი იდეა არაა, რომ სამგზავრო ჩანთაში ხელის სასწორი და სანტიმეტრი ჩაიგდო ან თუ ძვირი არაა, უცხო ქვეყანაშივე იყიდო. როგორც წესი, ქვეყნიდან გამგზავრებისას ზუსტად ვიცით ხოლმე ჩვენი ჩანთის გაბარიტები, საჩუქრების ყიდვის შემდეგ კი - იღბლის ანაბარზე ვრჩებით.
თუ Wizz Air-ით მიფრინავ და ჯერაც არ გარკვეულხარ ბარგის ახალ პოლიტიკაში, თვალი გადაავლე ამ პუნქტებს:
- ყოველგვარი დამატებითი სერვისის გარეშე, უფლება გაქვს, ბორტზე აიტანო ერთი ჩანთა, რომლის მაქსიმალური ზომებია 40x30x20 სმ და რომელიც უნდა მოთავსდეს შენ წინ მდებარე სავარძლის ქვეშ.
- მგზავრებს, რომლებსაც შეძენილი აქვთ WIZZ პრიორიტეტის სერვისი, დამატებით შეუძლიათ აიტანონ საგორებელი ჩანთა, რომლის მაქსიმალური ზომებია 55x40x23 სმ.
- გარდა ამისა, შეგიძლია იყიდო 10, 20 ან 32-კილოგრამიანი რეგისტრირებული ბარგი.
ამავე თემაზე: 1-ლი ნოემბრიდან Wizz Air-ის ბარგის გადატანის წესებში ცვლილებებია – გაიგეთ ყველაფერი
3. მოიტოვე თანხა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის
ფოტო: Marian Weyo / Shutterstock
რა თქმა უნდა, ცდუნება დიდია, რომ ბოლო ცენტამდე დახარჯო ფული, მაგრამ გაითვალისწინე, რომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს: მაგალითად, ბარგმა დასაშვებ წონას გადააჭარბოს, აღმოჩნდეს, რომ რეისზე რეგისტრაცია არ გაგივლია ან ფრენა გადაიდოს და საჭმლის ფული დაგჭირდეს.
30-35 ევროს გადანახვა გონივრული გამოსავალია და თუ ყველაფერი გართულების გარეშე ჩაივლის, შეგიძლია ეს ფული დუტი-ფრიში დახარჯო.
4. ის, რომ ჩანთა ჩაბარებული გაქვს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გეითთან ადრე არ უნდა გამოცხადდე
ფოტო: kudla / Shutterstock
უსაფრთხოების შემოწმება გავლილია, ჩანთა - ჩაბარებული, რაღა დარჩა? რა და ჩასხდომის გასასვლელთან 30 წუთით ადრე მისვლა.
იმ შემთხვევაში, თუ რეისზე რეგისტრაციის პროცედურის გავლას შესაბამის ვადებში ვერ შეძლებ, ან გვიან გამოცხადდები სარეგისტრაციო დახლთან/ჩასხდომის გასასვლელთან, ჯავშანი გაუქმდება და ბორტზე ასვლას ვეღარ მოახერხებ.
თუ გინდა, რომ ბოლომდე დარწმუნებული იყო შენს თავში, შეგიძლია შეიძინო დაზღვევა, რომელიც დაგეხმარება მსგავსი შემთხვევებით გამოწვეული ზარალის აღმოფხვრაში.
5. ჩაიცვი შესაბამისად, რათა დროულად გაიარო შემოწმება
ფოტო: Monkey Business Images / Shutterstock
- მოერიდე დიდ ფეხსაცმელებს მეტალის ბალთებით და აირჩიე ფეხსაცმელი, რომელსაც მარტივად გაიძრობ და ჩაიცვამ;
- მოერიდე ზედმეტ აქსესუარებს - მათ მოხსნასა და გაკეთებას დიდი დრო მიაქვს;
- წინასწარ დაიწყე შარფის შეხსნა, ქურთუკის გაძრობა და ასე შემდეგ;
- ელექტრონული მოწყობილობები ერთად მოათავსე;
- კოსმეტიკის ან წამლების ჩანთა სჯობს, თავადვე ამოიღო ხელბარგიდან ან სამგზავრო ჩანთიდან და ცალკე გადადო;
- არასდროს ეკამათო უსაფრთხოების ოფიცერს.
6. ნუ დატოვებ უყურადღებოდ შენს ბარგს
ფოტო: Aegean Airlines
აეროპორტის პერსონალი ძალიან სერიოზულად ეკიდება უყურადღებოდ მიტოვებულ ჩანთებს. თუ ჩანთას რომელიმე პირი იპოვის და პატრონი ახლომახლო არ იქნება, შეიძლება ჩაირთოს განგაშის სიგნალი, რასაც მოჰყვება ტერიტორიის ჩაკეტვა და ექსპერტების მიერ ჩანთის შემოწმება. შედეგად, უამრავი ადამიანი დაზარალდება, შენ კი შეიძლება ჯარიმა დაგეკისროს და მიტოვებული ბარგიც ვეღარ იხილო.
7. გადმოწერე აპლიკაცია მეტი კომფორტისათვის
ფოტო: Wizz Air
თუ Wizz Air-ით დაფრინავ, მაშინ Wizz აპლიკაცია ცხოვრებას გაგიმარტივებს. ზუსტად არ იცი, რომელ საათზე უნდა გამოცხადდე აეროპორტში ან როდის უნდა გაიარო შემოწმება? აპლიკაცია არა მხოლოდ ბორდინგ პასის ამობეჭდვის პრობლემას მოგიხსნის, არამედ შენი "ძიძაც" იქნება და აქტიურად შეგახსენებს, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მარტივად აღმოჩნდე ბორტზე.
გარდა ამისა, ამავე აპლიკაციიდან შეგიძლია აირჩიო ადგილი, დაამატო სერვისები, შეცვალო ბარგის მონაცემები და თვალი ადევნო, რომელი ქვეყნის თავზე დაფრინავ კონკრეტულ მომენტში.
გადმოწერე:
აპლიკაციით სარგებლობა მაშინაც კი შეგიძლია, როცა ინტერნეტი არ გაქვს.
-
გოეთეს ისტორიულ კოლექციაში 40 მლნ წლის წინანდელი ჭიანჭველა აღმოაჩინეს გოეთეს ისტორიულ კოლექციაში 40 მლნ წლის წინანდელი ჭიანჭველა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორი იყო სამყაროს დასაწყისი შემდეგი პოდკასტი: როგორი იყო სამყაროს დასაწყისი
-
Creator-ის გამარჯვებული ცნობილია — უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე Creator-ის გამარჯვებული ცნობილია — უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
-
დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც შეიძლება დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა იყოს დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც შეიძლება დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა იყოს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი სერიალი საჭმლით ქვიზი: გამოიცანი სერიალი საჭმლით
-
სალომე ზურაბიშვილი: ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოსთვის, მათთვის, ვინც იბრძვის მნიშვნელოვანი ეტაპია სალომე ზურაბიშვილი: ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოსთვის, მათთვის, ვინც იბრძვის მნიშვნელოვანი ეტაპია
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს — ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა — თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა! მიხეილ სააკაშვილი: მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს — ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა — თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა!
გადახედვა
-
NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრ იოზე უდიდესი ვულკანური ამოფრქვევა დააფიქსირა NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრ იოზე უდიდესი ვულკანური ამოფრქვევა დააფიქსირა
გადახედვა
-
იმერეთში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს იმერეთში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს
გადახედვა
-
გიორგი გახარია: IPRM-ის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ "ქართული ოცნება" დაშლის ჩორჩანას საგუშაგოს გიორგი გახარია: IPRM-ის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ "ქართული ოცნება" დაშლის ჩორჩანას საგუშაგოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
-
ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის — ზურა ჯაფარიძე "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის — ზურა ჯაფარიძე "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე
გადახედვა
-
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
გადახედვა
-
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ილონ მასკს SpaceX-ისა და xAI-ს გაერთიანება სურს ილონ მასკს SpaceX-ისა და xAI-ს გაერთიანება სურს
გადახედვა
-
გერმანია მოუწოდებს საქართველოს, გააუქმოს ან შეცვალოს სადავო კანონები გერმანია მოუწოდებს საქართველოს, გააუქმოს ან შეცვალოს სადავო კანონები
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს "ოცნების" პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს
გადახედვა
-
ბრიუს უილისმა არ იცის, რომ დემენცია აქვს, თუმცა ოჯახის წევრებს კვლავ ცნობს ბრიუს უილისმა არ იცის, რომ დემენცია აქვს, თუმცა ოჯახის წევრებს კვლავ ცნობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი წყლის ბინადარი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი წყლის ბინადარი ფოტოთი
-
Good Boy-ის ცუგამ ადამიან მსახიობებს აჯობა და სამსახიობო ჯილდო მოიგო Good Boy-ის ცუგამ ადამიან მსახიობებს აჯობა და სამსახიობო ჯილდო მოიგო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშილი: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით სტუდენტებისთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები შალვა პაპუაშილი: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით სტუდენტებისთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები
გადახედვა
კომენტარები