დედამიწის გარშემო ორი ახალი "მთვარის" არსებობა დადასტურდა
ფოტო: GABOR HORVATH
როგორც აღმოჩნდა, ჩვენი მთვარე მარტო არ არის. ნახევარსაუკუნოვანი სპეკულაციების შემდეგ უნგრელმა ასტრონომებმა და ფიზიკოსებმა დედამიწის ორი ახალი თანამგზავრის არსებობა დაადასტურეს, ახალი ობიექტები სრულად მტვრისგან შედგებიან.
მკვლევართა გუნდმა მტვრის ღრუბლები დედამიწისგან დაახლოებით 400 000 კილომეტრის დაშორებით დააფიქსირა, ჩვენგან ამავე მანძილზეა დაშორებული მთვარეც.
აღნიშნული თანამგზავრების არსებობას მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, მათი დაფიქსირება კი პირველად 1961 წელს, პოლონელმა ასტრონომმა კაზიმირზ კორდილევსკიმ შეძლო, თუმცა ამის შემდეგაც კი, მეცნიერები თანამგზავრი მტვრის ღრუბლების არსებობის დადასტურებასა და მის ზუსტ ამოცნობას ვერ ახერხებდნენ.
"კორდილევსკის ღრუბლები დედამიწასთან საკმაოდ ახლოს იმყოფებიან, მიუხედავად ამისა ისინი ღამის ცაზე ერთ-ერთი ყველაზე რთულად საპოვნელი ობიექტები არიან", - აცხადებს კვლევის თანაავტორი და ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტის ასტრონომი ჯუდიტ სლიზ-ბალოგი.
ახალ კვლევაზე დაყრდნობით, კორდილევსკის თითოეული ღრუბელი სიგანეში დაახლოებით 70 000-დან 104 000-მდე კილომეტრია, რაც დედამიწაზე ცხრაჯერ უფრო ფართოა. თავად ღრუბლები ზომაში ძალიან დიდია, თუმცა მასში არსებული მტვრის ნაწილაკების ზომა მხოლოდ რამდენიმე მიკრომეტრია. ამ ნაწილაკებიდან არეკლილი მზის სინათლე კი ღრუბელს ღამის ცაზე ძალიან მკრთალ შესახედაობას აძლევს, სწორედ ამის გამოა მისი დაფიქსირება რთული.
"კორდილევსკის ღრუბლების დაფიქსირებას ვარსკვლავების, გალაქტიკისა და ცის ნათება ართულებს", - აცხადებს კვლევის თანაავტორი და ფიზიკოსი გებორ ჰორვათი.
ახლა კი ასტრონომებმა კამერებზე დამონტაჟებული სპეციალური პოლარიზებული ფილტრების საშუალებით მტვრის ნაწილაკებიდან არეკლილი სინათლის დაფიქსირება შეძლეს.
მრავალი თანამგზავრი
თაობების განმავლობაში ასტრონომები მუდამ ფიქრობდნენ, ჰყავდა თუ არა დედამიწას ერთზე მეტი თანამგზავრი, მათ იცოდნენ, რომ დედამიწის გარშემო არსებობს ხუთი სტაბილური ორბიტალური წერტილი, სადაც თეორიულად ასეთი ობიექტის პოვნაა შესაძლებელი.
ამ ადგილებს ლაგრანჟის წერტილები ეწოდებათ, ამ ადგილას ორი ობიექტის, მაგალითად, დედამიწისა და მზის მიზიდულობა მათი ორბიტის ცენტრისკენული ძალებით თანაბრდება, რაც ობიექტებს სტაბილურად გაჩერების შესაძლებლობას აძლევს.
კორდილევსკიმ პირველად ორი ასეთი წერტილი, L4 და L5 შეისწავლა, იმის იმედით, რომ რაიმე მყარ ობიექტს აღმოაჩენდა, სანაცვლოდ მან მტვრის ღრუბლები იპოვა.
ლაგრანჟის მე-5 წერტილის გარშემო არსებული პოლარიზებული სინათლის საშუალებით ასტრონომებმა მტვრის ღრუბლის არსებობა დაადასტურეს
ფოტო: J. SLÍZ-BALOGH
ჩვენი მზის სისტემა საკმაოდ მტვრიანი ადგილია. პლანეტებს შორის გაჭიმული მტვრის ღრუბლების დანახვა გამოცდილ ადამიანებს საკმარისად ბნელი ცის შემთხვევაში შეუიარაღებელი თვალითაც კი შეუძლიათ.
თუმცა კორდილევსკის ღრუბლები სხვა ასეთ სტრუქტურებთან შედარებით ბევრად უფრო არასტაბილურია. იმის გამო, რომ ღრუბლები ლაგრანჟის წერტილებზეა მოთავსებული მას მტვრის ნაწილაკები მუდმივად აკლდება და ემატება. ამის გამო, თავად ღრუბლის შემადგენელი ნაწილაკები ხშირად იცვლებიან, თუმცა ლაგრანჟის წერტილზე მტვრის ღრუბელი სავარაუდოდ მას შემდეგ არსებობს, რაც დედამიწა და მთვარე ჩამოყალიბდა.
აღნიშნულ ღრუბლებს კოსმოსურ მისიებზე შესაძლოა საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდეს, რადგან კოსმოსური ხომალდების ნაწილი სხვადასხვა მიზეზის გამო ლაგრანჟის წერტილებს ხშირად იყენებს. ასეთი ხომალდია ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიც, რომლის გაშვებას 2020 წელს იგეგმება. ლაგრანჟის წერტილების გამოყენება მოიაზრება მარსის მისიებისთვისაც.
ამ ყველაფრის გამო კორდილევსკის ღრუბლების შესწავლა მომავალი ხომალდების უსაფრთხოებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები