მიღებული სიგნალით ირკვევა, რომ ვოიაჯერ 2 მზის სისტემას ტოვებს
ფოტო: N
ექვსი წლის წინ ვოიაჯერ 1-მა მზის სისტემა ოფიციალურად დატოვა. ახლა კი, როგორც ჩანს, მას მალე მისი ტყუპი ხომალდი ვოიაჯერ 2-იც შეუერთდება.
ნასა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვოიაჯერ 2-მა მის გარშემო კოსმოსური რადიაციის დონის მატება დააფიქსირა, ისევე როგორც ექვსი წლის წინ ვოიაჯერ 1-მა, როდესაც მან მზის სისტემა დატოვა და მოგზაურობა ვარსკვლავთშორის სივრცეში გააგრძელა.
მოდი გადავხედოთ, თუ რა გზა გაიარეს ხომალდებმა დღევანდელ დღემდე.
ვოიაჯერ 2 ორი კვირით უფრო ადრე გაეშვა, ვიდრე ვოიაჯერ 1, თუმცა ამ უკანასკნელს უფრო მოკლე ორბიტალური ტრაექტორია ჰქონდა, შესაბამისად ის იუპიტერთან და სატურნთან უფრო მალე მივიდა, ვიდრე ვოიაჯერ 2. გარდა ამისა, ვოიაჯერ 1-სგან განსხვავებით ვოიაჯერ 2-მა ურანსა და ნეპტუნსაც ჩაუფრინა, რამაც ის კიდევ უფრო შეანელა.
2012 წლის 25 აგვისტოს ვოიაჯერ 1-მა მზის სისტემასა და ვარსკვლავთშორის სივრცეს შორის არსებული საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთა და ის ადამიანის მიერ შექმნილი პირველი ობიექტი გახდა, რომელმაც მზის სისტემა დატოვა.
ახლა კი ვოიაჯერ 2 მეორე ხომალდი გახდება, რომელიც მზის სისტემას დატოვებს.
ჩვენი ვარსკვლავი მზიურ ქარს წარმოქმნის, რომელიც ზებგერითი სიჩქარით ვრცელდება და მზის სისტემის გარშემო ერთგვარ ბუშტს - ჰელიოსფეროს ქმნის, რომელსაც გარშემო ვარსკვლავთშორისი სივრცე აკრავს. მზიდან გარკვეულ მანძილზე მზიური ქარის წნევა ვარსკვლავთშორის სივრცეში არსებულ რადიაციას წინააღმდეგობას ვეღარ უწევს, სწორედ ამ ადგილას გადის ზღვარი მზის სისტემასა და ვარსკლავთშორის სივრცეს შორის. ეს წერტილი მზიდან დაახლოებით 18.4 მილიარდი კილომეტრის სიშორეზეა და მას ჰელიოპაუზა ეწოდება.
ვოიაჯერ 2 ჰელიოსფეროს გარე რეგიონში 2007 წლიდან იმყოფება, ამ დროს მან დასრულებითი დარტყმის რეგიონი გადაკვეთა - ადგილი, სადაც მზიური ქარის სიჩქარე ბგერის სიჩქარეს უტოლდება.
ვოიაჯერ 2 ამჟამად მზიდან 17.7 მილიარდი კილომეტრის სიშორეზე იმყოფება.
"აგვისტოში ვოიაჯერ 2-ზე არსებულმა კოსმოსური სხივების ინსტრუმენტმა დაფიქსირებული კოსმოსური სხივების რაოდენობის ხუთ პროცენტიანი ზრდა დააფიქსირა. მსგავსი შედეგებზე მიუთითებს ხომალდზე არსებული სხვა დეტექტორებიდან მიღებული ინფორმაციაც" - ნათქვამია NASA-ს განცხადებაში.
კოსმოსური სხივები სუბატომური ნაწილაკებია, რომლებიც კოსმოსურ სივრცეში წარმოუდგენელი სისწრაფით გადაადგილდება. მიჩნეულია, რომ კოსმოსური სხივები ჩვენი მზის სისტემისა და ვარსკვლავთშორისი სივრცის ზღვარზე იყრის თავს, რადგან მათი ნაწილი მზიური ქარის გამო ჰელიოსფეროში შემოჭრას ვერ ახერხებს.
2012 წლის მაისში მზის სისტემის დატოვებიდან სამი თვით ადრე ვოიაჯერ 1-მა კოსმოსური სხივების ასეთივე მომატებული რაოდენობა დააფიქსირა.
მზის სისტემა 11-წლიანი მზიური ციკლის მიხედვით იზრდება და პატარავდება - როდესაც მზის აქტიურობა მინიმალურია, მზიური ქარი უფრო ნელია და ჰელიოსფერო ზომაში მცირდება. მზის მაქსიმალური აქტივობის დროს კი მზიური ქარი ბევრად უფრო ძლიერია და ჰელიოსფეროც ზომაში იმატებს. ამჟამად მზე მშვიდ ფაზაში იმყოფება და მისი აქტივობა მინიმალურია.
ამის გათვალისწინებით იმის თქმა, ზუსტად როდის დატოვებს ვოიაჯერ 2 მზის სისტემას, რთულია. თუმცა ფაქტია, რომ ვოიაჯერ 2-ის გარშემო არსებული გარემო იცვლება.
"დაზუსტებით ვერ გეტყვით, როდის მივაღწევთ ჰელიოპაუზას, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ რამდენიმე თვეში ჩვენ ბევრი საინტერესო რამ გველოდება," - აცხადებენ ნასაში.
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა

კომენტარები