გიორგი მარგველაშვილი

27 Sep. 2018, 21:23

დღეს ჩემთვის როგორც საქართველოს პრეზიდენტისათვის, განსაკუთრებული დღეა, რადგან ზუსტად 27 სექტემბერს, 25 წლის წინ, ჩემი წინამორბედი, პრეზიდენტი [ედუარდ] შევარდნაძე იდგა რუსული არტილერიის მიერ დაბომბილი ქალაქ სოხუმის ქუჩებში და ეს იყო ქალაქის დაცემის დღე. და, სწორედ ამ დღეს, ის მიმართავდა საერთაშორისო საზოგადოებას და სთხოვდა დახმარებას, რომ ეს ტრაგედია არ მომხდარიყო.

საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე წლის შემდეგ ეს ლიდერი ითხოვდა მხარდაჭერას მისი სამშობლოდან, რომელიც იბომბებოდა იმ დროს.

მოგვიანებით, 2008 წელს უკვე ჩემი სხვა წინამორბედი, პრეზიდენტი [მიხეილ] სააკაშვილი, რომელიც ასევე ითხოვდა მხარდაჭერას, რადგან რუსული არტილერია და ახლა უკვე ავიაციაც ბომბავდა და ახდენდა ჩემი ქვეყნის ოკუპაციას.

10 წელი გავიდა ამ შემთხვევიდან. უმნიშვნელოვანესია, ყველაფერს ეწოდოს შესაბამისი სახელი, აგრესორს — აგრესორი, ოკუპაციას — ოკუპაცია, საოკუპაციო ხაზს — საოკუპაციო ხაზი და არა სასაზღვრო ხაზი.

გიორგი მარგველაშვილმა ნიუ-იორკში XIV საერთაშორისო ფორუმი "მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში" გახსნა და სხვადასხვა ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს სიტყვით მიმართა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ…