დავით უსუფაშვილი

18 Jun. 2018, 16:52

ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო. თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა ამ დღეებში, არ მეგონა. საჭიროა სასწრაფოდ მთავრობას, დასახელებულ კანდიდატს პრემიერობის ვინმემ კონსტიტუცია მიაწოდოს და კონსტიტუციას ჩახედოს. ყველა, ვინც ამაზე საუბრობს, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ იმაში, რომ ეს ქვეყანა იმართება კონსტიტუციით. თუ ის კანონი არ მიიღეს სტრუქტურული ცვლილების შეცვლაზე ან ახალი შემადგენლობა არ წარმოადგინა, მერე ასე დამტკიცებული მთავრობა დარჩეს ქვეყანას? ერთადერთი იმედი ახლა პარლამენტზეა. იქნებ, პარლამენტში მაინც ეყოს ვინმეს ცოდნაც, სახელმწიფოებრივი აზროვნებაც, მიდგომებიც და ახალ პრემიერს თუ პრემიერობის კანდიდატს ამ საწყის ეტაპზევე კარგად განუმარტონ, რა საქმეს კიდებს ეს კაცი ხელს, რა ჩარჩოებში უნდა ჩასვას საკუთარი თავიც და მთავრობაც და რა შემთხვევაში შეძლებს ქვეყნის ასე თუ ისე გაძღოლას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს

ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს საკუთარ ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის, თუკი ისინი მტრულ სახელმწიფოებსა და კონკურენტებთან…