გამოდით უაზრო შეხვედრიდან - ილონ მასკის 6 რჩევა, რომელიც დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ
ფოტო: Getty Images
ილონ მასკი Tesla-ს მმართველი, მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ გადახდების ქსელის, PayPal-ის თანადამფუძნებელი და SpaceX-ის მფლობელი ამერიკელი ბიზნესმენია.
ალბათ უკვე მიხვდით, რომ მისი სამუშაო გრაფიკი საკმაოდ გადატვირთულია. მით უმეტეს ახლა, როდესაც მასკი საკუთარი ელექტრონული მანქანის ახალ მოდელზე თავდაუზოგავად მუშაობს.
გაინტერესებთ, როგორ ახერხებს გამომგონებელი ამდენი მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტის წარმატებით განხორციელებას? გაითვალისწინეთ მისი რჩევები, რომლებიც დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ.
1. ბოლო მოუღეთ დიდ და ხანგრძლივ შეხვედრებს
ხანგრძლივი შეხვედრები თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას აფერხებს და ძვირფას დროს გაკარგვინებთ. უმჯობესია, ხალხმრავალ შეხვედრებს თავი აარიდოთ, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ თქვენი დასწრება ყველა მონაწილეს გაუმარტივებს საქმეს. თუ საჭირო ხართ, ეცადეთ, მხოლოდ მთავარ საკითხზე კონცენტრირდეთ.
2. ხშირი შეხვედრები ასევე საზიანოა
ხშირ შეხვედრებს ერთადერთი გამართლება შეიძლება ჰქონდეს, როცა საკითხი სასწრაფოდაა გადასაჭრელი. როგორც კი პროექტი ამოიწურება, მაშინვე დაუბრუნდით ჩვეულებრივ რეჟიმს შეხვედრების გარეშე.
3. დატოვეთ შეხვედრა, თუ თქვენთვის ის უინტერესოა
თუ იმყოფებით შეხვედრაზე, რომელიც კონკრეტულად თქვენთვის უინტერესო და არაფრისმომცემია, ნუ მოგერიდებათ, უბრალოდ ადექით და გადით.
4. ნუ გამოიყენებთ არაფრისმთქმელ ტერმინებს
სამსახურეობრივ სიტუაციებში ხშირად ვხვდებით პროფესიულ ჟარგონს, აბრევიატურებსა და შემოკლებებს. Tesla-ში პროცესებისა თუ პროექტებისთვის სახელის მინიჭება ასე არ ხდება. "ზოგადად რომ ვთქვათ, ყველაფერი, რასაც დამატებითი განმარტება სჭირდება, პროცესებს აფერხებს. ჩვენ არ გვინდა, რომ ახალ თანამშრომლებს ლექსიკონის დამახსოვრება უწევდეთ", - ამბობს მასკი.
5. ნუ დაემორჩილებით იერარქიას
თანამშრომლებთან კომუნიკაცია უნდა ხდებოდეს არა შუამავალი რგოლების დახმარებით, არამედ უმოკლესი და პირდაპირი გზით. ნებისმიერი მენეჯერი, რომელიც ცდილობს, კომუნიკაციის მიმართულება გაამრუდოს, სულ მალე უსამსახუროდ დარჩება.
6. მიჰყევით ლოგიკას და არა წესებს
მაშინ, როდესაც კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად კომპანიაში არსებული წესები არ ამართლებს, უმჯობესია, ლოგიკას მიჰყვეთ. თუ კომპანიის წესი რომელიმე სიტუაციაში სასაცილოდ გეჩვენებათ, ესე იგი, წესი შესაცვლელია.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
კომენტარები