რას ფიქრობს ევოლუციის შემსწავლელი ბიოლოგი შურისმაძიებლების სუპერძალებზე
ფოტო: Marvel
შეინ კემპბელ-სტეიტონი დისერტაციას წერდა მწვანე ანოლისის ხვლიკის ევოლუციაზე, როდესაც ინტენსიურად დაეწყო სიზმრები სხვადასხვა სუპერგმირების ძალების მეცნიერულ საფუძვლებზე. მისი თქმით, ის დღისით ბიოლოგიური კვლევით იყო დაკავებული, ხოლო ღამით - კომიქსებს კითხვით. ეს სფეროები კი ერთმანეთს მის სიზმრებში შეხვდნენ. შეინი ბევრს ფიქრობდა იმის შესახებ, თუ რა ევოლუციური გზა გაიარეს მუტანტებმა იმ ძალების მისაღებად, რომლებსაც ფლობდნენ, იმაზე - თუ როგორ მართავს თორი ელექტრობას, რა ორგანული ნივთიერებებისაგან შედგება ადამიანი-ობობას ქსელი და ა.შ.
დეკემბერში შეინმა უორნერ ბრაზერსის მარკეტინგის მენეჯერ არიენ დარბისთან ერთად დაიწყო პოდკასტის სერიების ჩაწერა, სახელწოდებით სუპერგმირების ბიოლოგია. ფილმ "შურისმაძიებლები: უსასრულობის ომის" გამოსვლისთვის კი Vox-ის ჟურნალისტმა კარენ ტერნერმა შეინთან ინტერვიუ ჩაწერა და სწორედ მას სთხოვა ამ ფილმის პერსონაჟების ძალების მეცნიერული შეფასება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფილმი თავს უყრის მარველის კინემატოგრაფიული სამყაროს უამრავ პერსონაჟს, რომელთა შესახებაც სტუდია უკვე 10 წელიწადია ფილმებს იღებს.
შეინი ფილმის გმირების ნაწილს 4 ძირითად კატეგორიად ყოფს:
პირველ კატეგორიას ელიტური ათლეტების კატეგორია ჰქვია და მასში შედიან შავი ქვრივი (Black Widow) და ჰოუკაი (Hawkeye). ისინი ძალიან კარგად არიან გაწრთვნილები და მათი უპირატესობების ჩამონათვალში ნახავთ - განსაკუთრებულ ძალას, გამძლეობასა და ხელჩართული ბრძოლის უნარს. ისინი ჩვეულებრვ ადამიანზე ძლიერები არიან, თუმცა არ გააჩნიათ ზებუნებრივი ძალები. ამ გმირებზე ფიქრისას ყოველთვის ჩნდება კითხვა, რომელი უფრო დიდ როლს თამაშობს - მათი აღზრდისა და გაწრთვნის მეთოდი თუ ის გენეტიკური უპირატესობები, რომლებიც გააჩნიათ? ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტული გენეტიკური მუტაციები ადამიანებს ისეთი უნარებით აჯილდოებს, რომლებიც სხვას არ გააჩნიათ. ოლიმპიური ჩემპიონების უმეტესობას სწორედ ასეთი მუტაციები აქვთ, თუმცა, ცხადია, რომ სწორი ვარჯიშისა და გაწრთვნის გარეშე, ეს მუტაციები თავს ვერ გამოიჩენენ, ისევე, როგორც შავი ქვრივისა და ჰოუკაის შემთხვევაში.
შავი ქვრივი (Black Widow)
ფოტო: Marvel
მეორე კატეგორიას შეინი კაპიტან ამერიკას მიაკუთვნებს, თუმცა აღწერილობით თუ ვიმსჯელებთ, მასში ადამიანი-ობობაც შეგვიძლია ვიგულისხმოთ. ამ კატეგორიის გმირები გარკვეული ბიოინჟინერიის მეშვეობით იღებენ თავის უნარებს. მაგალითად, სტივ როჯერსი, კაპიტანი ამერიკას ალტერ ეგო, სუსტი, გამხდარი და დაბალი ბიჭი იყო, თუმცა გენეტიკური კოდის შეცვლის შემდეგ ის სუპერათლეტი გახდა. ის, რაც შავმა ქვრივმა და ჰოუკაიმ გენეტიკური ლატარიისა და წრთვნის ხარჯზე მიიღეს, კაპიტანმა ამერიკამ ერთი ვაქცინით შეიძინა. ჩვენს სამყაროში უკვე ტარდება გენომის შეცვლის ექსპერიმენტები და ამ სფეროს ყელაზე ცნობილი მეთოდია CRISPR/Cas9 ტექნიკა, რომელიც დნმ-ს რედაქტირებაში Сtrl + C და Ctrl + V ფუნქციებს ითავსებს. თუმცა, ადამიანის გენომის წარმატებით შეცვლის შემდეგაც შეინს ეჭვი ეპარება, რომ სათანადო ვარჯიშის გარეშე ადამიანები ასე რადიკალურად შეიცვალონ. ისევე, როგორც კაპიტანი ამერიკის დნმ, პიტერ პარკერის (ადამიანი-ობობას (Spider-Man) ალტერეგო) დნმ-ც შეცვლილია, თუმცა, მის შემთხვევაში ობობის კბენის შედეგად.
კაპიტანი ამერიკა (Captain America)
ფოტო: Marvel
მესამე კატეგორიას ის სუპერგმირები მიეკუთვნებიან, რომლებიც საკუთარ განსაკუთრებულობას ტექნიკის მეშვეობით იძენენ: რკინის კაცი (Iron Man), ომის მანქანა (War Machine), შევარდენი (Falcon), ზამთრის ჯარისკაცი (Winter Soldier). ჩვენს სამყაროში უკვე გვაქვს ეგზოჩონჩხის შექმნის პრეცენდენტები, რაც შეგვიძლია ტონი სტარკის (რკინის კაცის ალტერეგო) მიერ პირველი კოსტუმის შექმნის ექვივალენტურ მიღწევად ჩავთვალოთ. ამ ეგზოჩონჩხებს ძირითადად მძიმე საგნების ასაწევად იყენებენ, თუმცა მათი გამოყენებით უნარდაკარგული ან კიდურებამპუტირებული ხალხის დახმარებაა შესაძლებელი. ფილმების შემთხვევაში ეს ტექნოლოგიები გმირებს ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით უპირატესობას აძლევს. საინტერესოა, მართლა შესაძლებელია პროთეზმა უფრო გააძლიეროს ადამიანი, ვიდრე მის გარეშე იქნებოდა? ამისი მაგალითი ლონდონის ოლიმპიადაზე ვნახეთ სადაც პროთეზის მქონე მორბენალმა უმაღლესი დონის შედეგები აჩვენა. ჩვენი სამყარო იცვლება და მალე ბუნებრივი კიდურების ქონა შესაძლებელია ხელსაყრელი აღარც კი იყოს.
რკინის კაცი (Iron Man) და ომის მანქანა (War Machine)
ფოტო: Marvel
ბოლო კატეგორიაში კი მხოლოდ ვიჟენი (Vision) შედის. ამ გმირის შექმნაში ნამდვილად ბევრმა ფაქტორმა მიიღო მონაწილეობა (ტექნოლოგია, თორის მაგია, უსასრულობის ქვა, ხელოვნური ინტელექტი). შეინს ამ გმირში ყველაზე მეტად ხელოვნური ინტელექტის არსებობა აინტერესებს და მას Google Brain-ის ხელოვნურ ინტელექტს ადარებს. AutoML ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი სახეა, რომელსაც ღრმა სწავლის პროგრამად მოიხსენიებენ. იგი "შვილობილ" ხელოვნურ ინტელექტებს ქმნის და ადამიანების მიერ შემუშავებულ ალგორითმებთან შედარებით უკეთესად მუშაობს. ეს ძალიან ჰგავს ვიჟენის ამბავს. ფილმში "შურისმაძიებლები: ალტრონის ერა" ტონი სტარკი ქმნის ხელონურ ინტელექტს სახელად J.A.R.V.I.S. იგი მოგვიანებით თავად ქმნის ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც ალტრონი გახდება, ხოლო ალტრონი შექმნის სხეულს, რომელშიც საბოლოო ჯამში J.A.R.V.I.S. ჩასახლდება და ასე გაჩნდება ვიჟენი.
ვიჟენი (Vision)
ფოტო: Marvel
შეინის აზრით, ადამიანთა დამოკიდებულება სამეცნიერო ფანტასტიკის მიმართ შავ ყუთს ჰგავს, ისინი უბრალოდ იღებენ მოცემულ ინფორმაციას და არ ფიქრობენ ამ ინფორმაციის რეალურ სამყაროში არსებობის შესაძლებლობაზე. მისთვის, როგორც ბიოლოგისთვის, მსგავსი მიდგომა უჩვეულოა. ცხადია, რომ ყველაფერი, რაც კომიქსების სამყაროშია აღწერილი, ვერ იქნება ჩვენი სამყაროს ნაწილი, თუმცა, კომიქსების სამყარო შესაძლებლობების საზღვრების დადგენაში და მათ გადალახვაში გვეხმარება.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
კომენტარები