ხეებს საკუთარი "ინტერნეტი" აქვთ, რომლითაც ერთმანეთს რესურსებს უცვლიან
ადამიანების მსგავსად, ხეები სოციალური არსებები არიან, რომლებიც გადარჩენისათვის უკიდურესად არიან დამოკიდებულნი ერთმანეთზე. ასევე ადამიანების მსგავსად, ამ ურთიერთდამოკიდებულების მთავარი გასაღები კომუნიკაციაა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ლაბორატორიულ პირობებში ფიჭვის ხეების ფესვებს შეუძლიათ ნახშირბადის გადაცემა სხვა ფიჭვების ფესვებისათვის. სწორედ ამ აღმოჩენის შემდეგ, პროფესორმა სუზან სიმარდმა გადაწყვიტა, გამოეკვლია, როგორ ახერხებდნენ ხეები ამას.
მეცნიერმა აღმოაჩინა თმისმაგვარი სოკოების ფესვთა ფართო და ჩახლართული ქსელი (მიცელიუმი), რომელიც ხეებისათვის ინფორმაციული გადამცემის ფუნქციას ასრულებდა და მათ საკუთარი და მონათესავე ჯიშის ხეებისათვის მნიშვნელოვანი გზავნილების გადაცემაში ეხმარებოდა. სწორედ ამ სისტემის დახმარებით, ტყე ერთი ორგანიზმივით იქცევა. იდეა ხეების მიწისქვეშა ინფორმაციული ქსელის შესახებ საკამათო იყო. სიმარდის ზოგიერთი კოლეგა მას გიჟად მიიჩნევდა.
კვლევისათვის დაფინანსების მოპოვების გაჭიანურების შემდეგ, პროფესორმა დამოუკიდებლად დაიწყო ექსპერიმენტების ჩატარება და კანადის ტყეში არყის, ნაძვისა და კედრის 240 ხე დარგო. ნერგებს ცელოფანი გადააფარა და პარკები ნახშირბადის განსხვავებული სახის აირებით დატუმბა. ერთი საათის შემდეგ პროფესორმა ნერგებს პარკები მოაშორა და ფოთლები გეიგერის მრიცხველით შეამოწმა. ნაძვისა და არყის ხეები ერთმანეთთან დაკავშირებულნი იყვნენ მიცელიუმით, რაც გეიგერის მრიცხველმაც დააფიქსირა. ნაძვი არყის ხისგან ნახშირბადის მიწოდებას ითხოვდა. პროფესორმა მრიცხველით კედრის ფოთლებიც შეამოწმა და მისი ეჭვი გამართლდა - მრიცხველმა არაფერიც არ დააფიქსირა. ზაფხულში, არყის ხე ნაძვს ჩრდილავდა და ნახშირბადსაც უზიარებდა, ხოლო ზამთარში, როდესაც არყის ხეს ფოთლები გასცვივდა, მას ნახშირბადით ნაძვი ეხმარებოდა. ეს ხეები ერთმანეთზე იყვნენ დამოკიდებულნი.
აქამდე მიჩნეული იყო, რომ ხეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ნახშირბადის, წყლისა და მკვებავი ნივთიერების მოპოვებისათვის. თუმცა, სიმარდის აღმოჩენამ აჩვენა, რომ ხეებს თანამშრომლობაც შეუძლიათ. ქიმიური და ჰორმონალური სიგნალების გადაცემით, ხეები ადგენენ, რომელ ხეს აკლია ნახშირბადი, აზოტი და ფოსფორი, და რომელ ხეს შეუძლია დახმარება. ისინი იქმადე უზიარებენ ერთმანეთს მკვებავ ნივთიერებებს, სანამ მთლიანი ტყე არ იქნება დაბალანსებული. სიმარდის თქმით - “ქსელი იმდენად ინტენსიურია, რომ თითოეული ნაბიჯის ქვეშ შესაძლოა ასობით კილომეტრის სიგრძის მიცელიუმი (სოკოს ვეგეტატიური სხეული) იყოს.” გასაკვირია, თუ რატომ ეხმარებიან სოკოები ხეებს ურთიერთობასა და საკვებ ნივთიერებათა ცვლაში. შესაძლოა მიზეზი წმინდად პრაგმატული იყოს, ვინაიდან ფოტოსინთეზით მიღებული შაქრის 30%-მდე მოცულობას მიცელიუმი მოიხმარს.
მიცელიუმის ქსელი აკავშირებს “დედა” ხესა და პატარა ნერგებს და ახალგაზრდა ხეების გამოკვების საშუალებას იძლევა. პროფესორის აზრით, თითო “დედა” ხეს ასობით პატარა ხის გამოკვება შეუძლია. ასევე საჭიროების შემთხვევაში დედა ხეს საკუთარი ფესვების ზომის შემცირება და ამით ახალგაზრდა ხეთა ფესვებისათვის საკმარისი ადგილის გამოთავისუფლება შეუძლია.
სიმარდის აზრით, ხეების კომუნიკაციის ამ სისტემის აღმოჩენა ცვლის დამოკიდებულებას ხეების გაჩეხვის მიმართ. ასაკოვან ხეებს დროთა განმავლობაში დაგროვებული ინფორმაციის გადაცემა შემდეგი თაობის ხეებისათვის შეუძლიათ, თუმცა ეს ვერ მოახერხდება. თუ ყველა “დედა” ხე ერთიანად გაიჩეხება. ასეთ მოპყრობას მთლიანი ეკოსისტემის განადგურება შეუძლია. ხშირად გაჩეხილი ტყეების განახლებისათვის ერთი-ორი ჯიშის ნერგებს იყენებენ. ამ ახალ ტყეებს კი აკლიათ მრავალფეროვნება, რაც მათ მარტივ სამიზნედ აქცევს ინფექციისა და მწერებისათვის.
დედამიწის ფილტვების გადარჩენის უზრუნველსაყოფად სიმარდი გვირჩევს რამდენიმე მარტივ გამოსავალს გაჩეხვებით მიღებული ზარალის გამოსასწორებლად: 1. ტყეებში უფრო ხშირად სიარული - რაც უფრო გაგვახსენებს იმას, თუ რამდენად დამოკიდებულნი ვართ ამ ეკოსისტემაზე; 2 - ძველი ხეების გენების, დედა ხეებისა და მიცელიუმის ქსელების შენახვა; 3 - გასაჩეხ ტერიტორიებზე “მემკვიდრე” ხეების დატოვება, რომლებიც შეძლებენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის ახალი თაობისათვის გადაცემას; 4 - გაჩეხილი ტყეების განახლება მრავალფეროვანი ადგილობრივი ხეების ნერგებით.
პროფესორი სიგარდის პოზიციას იზიარებს პიტერ უოლებენი, 53 წლის გერმანელი მეტყევე და ავტორი წიგნისა ხეების საიდუმლო ცხოვრება: რას გრძნობენ ისინი, როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს. გერმანიაში ამ წიგნის 800 000-ზე მეტი ასლია გაყიდული. დღეს კი 11 ქვეყნის ბესტსელერების ათეულშია შესული. უოლებენი თავის წიგნში ხშირად იყენებს პროფესორი სიგარდის კვლევების შედეგებს საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად და მცენარეთა ურთიერთობისა და სტრატეგიული ქცევების ბევრი მაგალითი მოჰყავს. მისი საყვარელი მაგალითია აფრიკული ეკლებიანი აკაციის ქცევის თავისებურება. როდესაც ჟირაფი ამ აკაციის ფოთლების ჭამას იწყებს, ხე ამჩნევს ჭრილობას და ჰაერში ეთილენს საგანგაშო გამოყოფს. ამ აირის “შეგრძნებისთანავე” აკაციის მეზობელი ხეები თავის ფოთლებში ტანინის დატუმბვას იწყებენ. ამ ნივთიერების დიდი დოზით მიღების შემთხვევაში კი ჟირაფები ავად ხდებიან და შეიძლება დაიხოცონ კიდეც. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჟირაფებმა “იციან ხეების ამ ურთიერთობის შესახებ”. სწორედ ამიტომ, ისინი ისეთ ადგილას მდგომი აკაციების ფოთლების ჭამას იწყებენ, რომელთა მიერ გამოყოფილ აირსაც ქარი სხვა მიმართულებით წაიღებს და მეზობელი ხეები ვერ შეძლებენ მომზადებას მოახლოებულ საფრთხესთან გამკლავებისათვის.
პიტერ უოლებენი
ფოტო: Diàna Markosian
მსგავსი მაგალითები და მათ დასამტკიცებლად გამოქვეყნებული კვლევები ნამდვილად ცვლის ჩვენს წარმოდგენას ეკოსისტემის შესახებ. თუმცა, ყველა მეცნიერი არ იზიარებს იდეას ხეების კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შესახებ. იქ სადაც პროფესორი სიგარდი ხედავს ზრუნვასა და თანამშრომლობას, მისი სკეპტიკური კოლეგები ხედავენ ეგოისტურ, შემთხვევით და ოპორტუნისტულ მიმოცვლებს. ებერდინის უნივერსიტეტის ბოტანიკოსი, სტეფან ვუდვარდი მიიჩნევს, რომ ხეებს ერთმანეთთან არ აქვთ კომუნიკაცია, იმ გაგებით, რა გაგებითაც ამ ტერმინს ადამიანები ვიყენებთ. მაგალითად, როდესაც მწერები ერთ ხეს აზიანებენ, ეს ხე ნამდვილად გამოჰყოფს გარკვეულ აირს, რომელსაც სხვა ხეები აფიქსირებენ და შესაბამის ზომებს იღებენ, თუმცა, ზედმეტია იმის თქმა, რომ დაზარალებულ ხეს გამიზნული ჰქონდა სხვა ხეების “გაფრთხილება”.
კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორი, ლინკოლნ ტაიზი მიიჩნევს, რომ პროფესორი სიგარდის იდეა ხეთა ურთიერთობის შესახებ შესანიშნავია, თუმცა აღიარებს, რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმის სათქმელად, რომ ხეები ამას შეგნებულად და გამიზნულად აკეთებენ. სოკოებიცა და ხეებიც ევოლუციური განვითარების შედეგად უბრალოდ დაპროგრამებულნი არიან, რომ გააკეთონ “თავისი საქმე”. მიუხედავად იმისა, რომ პროფესორ სიგარდს არასოდეს უთქვამს რომ ხეებს გააჩნიათ ცნობიერება, ამ თემაზე ლაპარაკისა და წერის მისმა მანერამ შეიძლება მკითხველები შეცდომაში შეიყვანოს.
პროფესორი ტაიზის აზრით, ადამიანები მიდრეკილნი არიან აზრისკენ რომ ხეებს აქვთ ცნობიერება და ინტელექტი. ამისი მაგალითები გვხვდება როგორც ადრეულ მითოლოგიებში ასევე თანამედროვე პოპ-კულტურაში (მაგალითად, ბეჭდების მბრძანებელში). ტაიზის აზრით, უოლებენის წიგნისა და სიმარდის TED Talk-ის ასეთი პოპულარობის მიზეზიც სწორედ ასეთი აზროვნებისკენ მიდრეკილებაა.
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
კომენტარები