კერძო ბაგა-ბაღმა ბავშვები ეკლესიაში ავტომობილის საბარგულით გადაიყვანა
კერძო ბაგა-ბაღის თანამშრომლებმა ბაღის აღსაზრდელები დღეს, უსაფრთხოების წესების დარღვევით, მსუბუქი ავტომობილის საბარგულით გადაიყვანეს. ბაღის წარმომადგენლის თქმით, ეს პირველად მოხდა და ბავშვები ახლომდებარე ტაძარში, პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წაიყვანეს. თუმცა, ბაღის თანამშრომლის ფეისბუკ გვერდზე იძებნება ფოტოები, რომლითაც დასტურდება, რომ ბაგა–ბაღის აღსაზრდელები ავტომობილის საბარგულით რეგულარულად გადაჰყავთ სხვადასხვა ადგილზე.
ფეისბუკ გვერდზე, გაიცანით სამარცხვინო მძღოლები, დღეს გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ წითელ Honda Fit-ს, სახელმწიფო ნომრით JJO–564 მცირეწლოვანი ბავშვები საბარგულით გადაჰყავს. სურათი კერძო ბაგა-ბაღის, ტკბილი სახლის წინ, თბილისში, ცაგარელის #94-თან არის გადაღებული.
On.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა ბაღის წარმომადგენელს ელზა ჭელიძეს ოფიციალურად მითითებულ ნომერზე. მან თავდაპირველად არ დაადასტურა, რომ ბავშვები ავტომობილით მათ ბაღს გადაჰყავდა, თუმცა კითხვაზე, ეკუთვნოდა თუ არა მათ აღნიშნული მანქანა, ტელეფონი გაგვითიშა და აღარ გვიპასუხა.
მოგვიანებით, On.ge-ს თავად დაუკავშირდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც შოთა ჭელიძედ გაგვეცნო. მან გვითხრა, რომ "რაღაც გაუგებრობა მოხდა", ის იყო ჟურნალისტი და ეხმარებოდა აღნიშნულ ბაგა-ბაღს. მან დაგვიდასტურა, რომ ბაგა-ბაღს ნამდვილად გადაჰყავდა ბავშვები საბარგულით და მათი მშობლებიც საქმის კურსში იყვნენ:
"ეს ბავშვები მიდიოდნენ ტაძარში, პირველად იყვნენ ასე, ტაძარში ხშირად დადიან ხოლმე და ტაძარში მიდიოდნენ საირმეზე, აქედან ას მეტრშია მაქსიმუმ, არც არის ასი მეტრი და უბრალოდ ტრანსპორტი ვერ მოვიდა, ვერ მოხერხდა ვერანაირად და პეტრე-პავლობის დღესასწაული რადგან იყო, ეს ბავშვები მიდიოდნენ იქ. მშობლები საქმის კურსში იყვნენ. ყველაფერი წესრიგში იყო, და ახლა ვიღაცამ ეს გადაიღო და არ ვიცი, ხელს ვერ დავადებ ვერავის, მაგრამ სავარაუდოდ, კონკურენტი იყო რომელიმე იმიტომ, რომ ბაღები ბევრია გვერდით".
On.ge-მ გაარკვია, რომ ცაგარელის 94-ში, სადაც ბაგა ბაღი ტკბილი სახლი მდებარეობს, რეგისტრირებულია ინდივიდუალური მეწარმე ელზა ჭელიძე. ელზა ჭელიძე ამავე მისამართზე ოჯახთან ერთად ცხოვრობს. შოთა ჭელიძე, რომელიც On.ge-ს დაუკავშირდა და ბავშვების საბარგულით გადაყვანასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა, ამავე მისამართზეა რეგისტრირებული.
აღნიშნულ ფაქტზე თბილისის სახელმწიფო ბაგა-ბაღების სააგენტო აცხადებს, რომ კერძო ბაღები მათ კომპეტენციაში არ შედის.
საგანგაშო სტატისტიკა
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა On.ge-ს განუცხადა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებისას საქართველოში გარდაცვლილი ბავშვების სტატისტიკა ევროპის ქვეყნების მაჩვენებელთან შედარებით საგანგაშოა. მისი თქმით, მშობლებს არ აქვთ გათავისებული, რომ ბავშვი თვითონ ვერ დაიცავს უსაფრთხოდ მგზავრობის უფლებას და ბავშვის სიცოცხლეს გაუაზრებლად აყენებენ საფრთხის ქვეშ:
"მშობლებს არ აქვთ გათავისებული, რომ ბავშვი თვითონ ვერ დაიცავს უსაფრთხოდ მგზავრობის უფლებას და მის სიცოცხლეს გაუაზრებლად აყენებენ საფრთხის ქვეშ"
"2014-2015 წლებში, წინა წლებთან შედარებით, ბავშვთა სიკვდილიანობა გზებზე 30%-ზე მეტით გაიზარდა. 2013, 2014 და 2015 წლების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევების დროს 100-ზე მეტი ბავშვია გარდაცვლილი. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ეს სტატისტიკა სამჯერ აღემატება ევროპის მაჩვენებელს, რაც მას საგანგაშოს ხდის".
ორგანიზაცია ეკოტრანსპორტის ხელმძღვანელმა ვასილ ურუშაძემ On.ge-ს უთხრა, რომ არსებული კანონმდებლობით, ბავშვების უსაფრთხოდ გადაყვანის წესების დარღვევისთვის მძღოლს ჯარიმის სახით ეკისრება სანქცია 40 ლარი:
"ესაა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი სპეციალურ სავარძელში არ ზის და ასევე ჯარიმაა, როცა მას ღვედი არ უკეთია. მთლიანი პასუხისმგებლობა არის ავტოსატრანსპორტო საშუალების მმართველზე, ამ შემთხვევაში მძღოლი, იქნება ეს ტაქსი, მიკროავტობუსი თუ ა.შ."
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?


კომენტარები