თბილისში, აფრიკის დასახლებაში ცხოველებს უპატრონოთა სასაფლაოდან მიცვალებულთა სხეულის ნაწილები დასახლებულ პუნქტამდე ჩამოაქვთ. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სხეულის ის ნაწილები, რომლებსაც პოულობენ, უპატრონო ცხედრებისაა.

დასახლებასთან ახლოს სასაფლაოა, სადაც ადგილობრივების თქმით, როგორც უპატრონო მიცვალებულებს ისე სამედიცინო მიზნით გამოყენებულ სხეულის ნაწილებს მარხავენ.

ადგილობრივებმა დასახმარებლად პოლიციამ მიმართეს. როგორც On.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ინფორმაციას ფლობს თბილისის მერიაც. კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნულ ინფორმაციას გადაამოწმებს და შესაბამის ზომებს მიმართავს.