5 ადგილი საქართველოში, სადაც სათევზაო ტურიზმის განვითარებას დიდი მომავალი აქვს
ფოტო: Shutterstock
საქართველო ტურიზმის მრავალი სახეობით გამოირჩევა, თუმცა ადგილობრივი ფლორა და ფაუნა დამატებით სხვა მიმართულებების განვითარების საშუალებასაც იძლევა. მსოფლიოში სათევზაო ტურიზმის განვითარება დიდი ხნის წინ დაიწყო და დღეს უამრავ ქვეყანაში სპეციალური ტურ-პაკეტებიც კია შექმნილი. ადამიანები, ვისაც თევზაობა უყვარს, სხვადასხვა თავგადასავლების ძიებაში მოგზაურობენ და განსხვავებული ქვეყნების ტბებსა თუ მდინარეებზე სათევზაოდ მიეშურებიან. ამ მხრივ, საქართველოში ტურიზმის ამ სახეობის განვითარებას დიდი მომავალი აქვს.
1. ზიარის ტბა
ზიარის ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. წყალსატევი გამოირჩევა ადვილად მისასვლელი გზითა და არაჩვეულებრივი ბუნებრივი პირობებით. თუ გადაწყვეტთ, რომ ტურიზმის ამ სახეობაში მოსინჯოთ ბედი, აუცილებლად გაითვალისწინეთ ზიარის ტბა. ამ ადგილას ისეთი თევზების დაჭერაა შესაძლებელი, როგორიცაა ლოქო, საზანი, ამური, კარპი და სხვ.
2. ჯანდარის ტბა
ქართველი მეთევზეებისთვის საკმაოდ ცნობილი ჯანდარის ტბა, აღმოსავლეთ საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ტბაში მრავალი სახეობის თევზე გვხვდება, როგორებიცაა: ჭანარი, კობრი, სარქველა, ხრამული და სხვ. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ჯანდარის ტბაში 21 სახეობის თევზია აღრიცხული, რაც მეთევზეებისთვის ნამდვილი სამოთხეა. აღნიშნული წყალსატევი მდინარე მტკვრის აუზში მდებარეობს და მისასვლელად არც თუ ისე რთულია. ტერიტორიაზე უხვად არის საკარვე და საპიკნიკო ადგილები. ასევე, წყალში შესვლა ნავითაც არის შესაძლებელი.
3. ბაზალეთის ტბა
ბაზალეთის ტბა ქალაქ დუშეთიდან სულ რაღაც ხუთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ბაზალეთის ტბაზე სათევზაო ტურიზმის გასავითარებლად შესანიშნავი გარემოა. ლამაზი ბუნება და თევზით მდიდარი ტბა, საშუალებას იძლევა, რომ ადგილობრივებმა და უცხოელმა ტურისტებმა ნაყოფიერად ითევზაონ. ამასთან, ამ ტერიტორიის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს სახელმწიფო. ადგილზე შესაძლებელია ღამის გასათევი ადგილებისა და ნავების ქირაობა. ტბაში ხრამული, მტკვრის წვერა, მურწა, ჭანარი და კალმახი მრავლად ბინადრობს.
4. ტყიბულის წყალსაცავი
ფოტო: Unknow / SportFishin
ტყიბულის წყალსაცავი დასავლეთ საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აქ სათევზაოდ მშვენიერი პირობებია შექმნილი, რაც მეთევზეებისთვის დამატებითი კომფორტია. წყალსაცავის ირგვლივ შესაძლებელია პიკნიკის მოწყობა და კარვების გაშლა. ამასთან, უშუალოდ თევზაობისთვის, წყალსაცავს კარგი მისაადგომები აქვს, რაც თევზის ჭერას ამარტივებს. ტყიბულის წყალსაცავში უხვად არის კალმახი, კობრი, თეთრი ამური, სქელშუბლა, ქაშაპი, წვერა და სხვ.
5. შაორის ტბა
ფოტო: Unknow
შაორის წყალსაცავი, იგივე შაორის ტბა, დასავლეთ საქართველოში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. წყლის მოცულობითა და სარკის ფართობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალსაცავი გამოირჩევა თავისი ბუნებითა და თევზის ნაირსახეობით. ქართველი მეთევზეები შაორის ტბაზე ხშირად დადიან სათევზაოდ, რაც ამ ადგილის ავტორიტეტზე მიუთითებს. შაორის ტბაში ისეთი თევზები ბინადრობენ, როგორიცაა: კობრი, საზანი, ხრამული, თეთრი ამური, სქელშუბლა, კალმახი და სხვ.
როგორ ხედავთ, საქართველოში მართლაც არის სათევზაო ტურიზმის განვითარების პერსპექტივა. თუ გადაწყვეტთ ტურიზმის ამ სფეროში მოღვაწეობას, თქვენ შეგიძლიატ შექმნათ კარგი ტურისტული პაკეტები, რომელიც არამხოლოდ თევზაობას, არამედ გასტრო ტურიზმსაც შეიძლება მოიცავდეს. ეს თქვენი კრეატიული აზროვნებისა და პრიორიტეტების საკითხია, რომელშიც თავიდან ბოლომდე თავისუფალი ხართ.
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება



კომენტარები