გუგული მაღრაძე: საქართველოში ძალიან ძნელია, ნეპოტიზმს წინ აღუდგე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გუგული მაღრაძე ამბობს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გუნდის შეკრების დროს ნაკლები ყურადღება ექცეოდა კომპეტენციას. ასე მაღრაძემ ქართულ ოცნებაში ზაქარია ქუცნაშვილის მიერ ნეპოტიზმით თამაზ მეჭიაურის შერჩევასთან დაკავშირებით On.ge-სთან ისაუბრა.
სამშაბათს, გადაცემა არჩევანში ზაქარია ქუცნაშვილმა ისაუბრა ქართულ ოცნებაში თამაზ მეჭიაურის ნათესაური ნიშნით დანიშვნასთან დაკავშირებით. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ პარტიაში ნეპოტიზმის შესახებ?
ამან გამოიწვია ის, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეიძლება, მაღალი კომპეტენციით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ იდგნენ ჩვენ გვერდით, მოხვდნენ პარლამენტში
როცა 2012 წლის პარლამენტის დაკომპლექტებაზეა საუბარი და ვიღაცებმა მკითხეს კომპეტენტურობაზე, 2012 წელი იყო ბრძოლა. იქ უკვე ნაკლებად უყურებდნენ კომპეტენციას, უყურებდნენ ადამიანს შეეძლო თუ არა დამდგარიყო ქართული ოცნების გვერდით და გადაეტანა ის უსიამოვნებები, რაც მოჰყვებოდა ამას. ამიტომ, ძალან დიდი არჩევანი, რომ ყველა ძალიან კომპეტენტური და ძალიან მაგარი ყოფილიყო თავისი პროფესიონალიზმით და ა.შ. მაგის შესაძლებლობა 2012 წელს არ იყო. ამან გამოიწვია ის, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეიძლება, მაღალი კომპეტენციით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ იდგნენ ჩვენ გვერდით, მოხვდნენ პარლამენტში.
ახლა თამაზ მეჭიაურზე საუბრობთ?
მე არ ვაკონკრეტებ. 2012 წელი იყო სპეციფიკური არჩევნები და რადგანაც ფაქტობრივად, ეს იყო ბრძოლა და არ იყო არჩევნები. შეიძლება, იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც არ ჰქონდათ კომპეტენციის მაღალი დონე, მაგრამ იდგნენ ჩვენ გვერდზე. ჩვენ ასეთ ადამიანებს ხელს ვერ ვკრავდით.
2016 წელს ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა, კომპეტენციის ნიშნით შეგვეყვანა ადამიანები და თუ გადახედავთ დღევანდელ პარლამენტს, საქართველოს კვალობაზე, საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის პიროვნებები არიან.
ამასთან ერთად, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამომრჩეველი ირჩევს ვიღაცას და ხმას აძლევს, არ ირჩევს იმის მიხედვით, ის აუცილებლად მაღალი კომპეტენციის არის თუ არა, PHD აქვს თუ არა ეკონომიკაში და ფილოსოფიაში, ამის მიხედვით არ ირჩევს, ის ირჩევს თავის წარმომადგენელს. ასე რომ, პარლამნეტში შეიძლება იყოს მაღალი ან დაბალი კომპეტენციის დონე, ისეთი თვისებების მქონე, რომელიც რაღაც ნაწილს მოწონს, რაღაც ნაწილს - არა.
რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, ჩვენ ვერავინ გვეტყვის, რომ არაკომპეტენტური იყო ან პირველი მთავრობა, ან დღევანდელი მთავრობა იმიტომ, რომ საქართველოს ვითარებიდან გამომდინარე, ისინი არიან ერთ-ერთი საუკეთესო. შეიძლება, არის ვიღაც მაღალი კომპეტენციის, მაგრამ ის შენი პოლიტიკური ისეთი ოპონენტი და შენთან არანაირი თანამშრომლობა არ უნდა.
რაც შეეხება ნეპოტიზმს, საქართველოში ძალიან ძნელია, რომ წინ აღუდგე იმ გაგებით, რომ ერთი, ორი და სამი კაცი შეიძლება სადღაც გაიპაროს
რაც შეეხება ნეპოტიზმს, საქართველოში ძალიან ძნელია, რომ წინ აღუდგე იმ გაგებით, რომ ერთი, ორი და სამი კაცი შეიძლება სადღაც გაიპაროს. ნეპოტიზმი მარტო ისე კი არ არის, ჩემი ნათესავია, და რა? იმ ნათესავს ის თვისებები უნდა ჰქონდეს, რაც სჭირდება იმ მომენტში იმ პოლიტიკურ ჯგუფს.
ერთია როცა დეპუტატად ირჩევენ და მეორე საკითხია კომიტეტის ხელმძღვანელად არჩევა.
ეს იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და თვითონ კომიტეტს შიგნით უნდა სცოდნოდათ, ვინ სჯობს და ვინ - არა. პარლამენტში არის 150 კაცი, ყველა ადამიანის კომპეტენტურობაზე ვერც დადებ თავს, ზოგი ასეთია და ზოგი - ისეთი.
მეჭიაურს მანამდე არ ვიცნობდი, მოვიდა პარლამენტში, მუშაობდა კომიტეტში, როცა წარმოადგინა CV, აღმოჩნდა, რომ ნამუშევარი ჰქონდა იმ სისტემებში, რომელიც კავშირში იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან.
იზიარებთ თუ არა პასუხისმგელობას როგორც უმრავლესობისა და პარლამენტის წვერი, რომ არაკომპეტენტური ადამიანი მუშაობდეს კომიტეტის ხელმძღვანელად?
მე მისი კომპეტენციის შესახებ მსჯელობის შესაძლებლობა მქონდა მხოლოდ იმ CV-ით, რაც მან წარმოადგინა, სხვა შეხება მასთან არ მქონია. ვინც იყო რეკომენდატორი და ვინც გადაწყვიტა, რომ ის ყოფილიყო თავმჯდომარე, ისაა პასუხისმგებელი. ჩვენ ყველა პირადად კი არ ვიცნობთ, ჩვენ ვენდობით იმ CV-სა და რეკომენდაციას, რასაც კომიტეტი ან ორგანიზაცია წარმოადგენს. ამ კუთხით მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. მე პასუხს ვაგებ ჩემს კომიტეტზე და საკუთარ თავზე, რომ მე არ შევალ იქ, სადაც ჩემი კომპეტენციის დონე არ არის და არამხოლოდ კომიტეტებში, არამედ ტელევიზიებში არ მივდივარ და ინფორმაციას არ ვაძლევ იმ საკითხებში, რომელშიც კომპეტენტური არ ვარ.
სამშაბათს თქვენივე თანაგუნდელისგან გაიგეთ, რომ ნეპოტიზმის შემთხვევები ყოფილა პარტიაში, დაინტერესდით ამ საკითხი და თუ მოიძიეთ მეჭიაური როგორ დაინიშნა?
2012 წელს ადამიანები, რომელებიც ჩვენ გვერდით იდგნენ და რომელსაც შეიძლება გავლენა ჰქონოდა ხალხში, ასეთი ხალხის ხელისკვრა არ ხდებოდა
მე მაქვს ის ინფორმაცია, რაც აქვს ყველას, რომ 2012 წელს ადამიანები, რომელებიც ჩვენ გვერდით იდგნენ და რომელსაც შეიძლება გავლენა ჰქონოდა ხალხში, ასეთი ხალხის ხელისკვრა არ ხდებოდა. ახლა ვინ წარმოადგინა ის, ნათესავმა, მეგობარმა თუ ვინ დაასახელა, ვიღაცის რეკომენდაციით ხომ მოდის ადამიანი, არა?! ან ვიღაც მოვა და იტყვის, თქვენთან მამუშავეთ, ან ვინმე გაუწევს რეკომენდაციას. პარტიაში მიღებაზე კონკურსი არ ცხადდება და ეს არ არის საჯარო სამსახური, სადაც არის კრიტერიუმები. ამიტომ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის რეკომენდატორი.
შეიძლება ითქვას, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო ხმების მიღება და არა კომპეტენცია?
როდის ამბობთ, 2012 წელს? 2012 წელს ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება ბრძოლაში.
და ხმების რაოდენობაზე ხომ არის გამარჯვება დამოკიდებული?
საერთოდ, პარლამენტის წევრების კომპეტენცია არის ზოგის მაღალი ზოგის დაბალი იმიტომ, რომ პარლამენტის წევრებს ირჩევს ხალხი. შერჩევის კრიტერიუმი არ არის მხოლოდ კომპეტენცია. შეიძლება, მსახიობი მოსწონს, შეიძლება - არაკომპეტენტური ადამიანი. თუ ადამიანების გარკვეული რაოდენობა უჭერს მხარს ვიღაცას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტო კომპეტენციის დონეზე უნდა იყოს.
ანუ, რიგ შემთხევაში თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო ხმების რაოდენობა და არა კომპეტენცია?
ჩვენთვის კი არ იყო მნიშვნელოვანი, თვითონ ხალხისთვის.
თქვენი ხომ თქვენი პარტია ხალხზე მოარგეთ?
ხალხს მოვარგეთ ნაწილობრივ. მე რომ მეკითხებოდნენ, ქალები რატომ არ არიან ბევრი, მე ვპასუხობ, რომ როდესაც ოპოზიციური პარტიები კაცებს აყენებენ, ჩვენ იძულებული ვხდებით, დავაყენოთ კაცი იმიტომ, რომ კონკურენცია უფრო მაღალი იყოს. იმიტომ, რომ ჯერჯერობით საქართველოს რეგიონებში ქალი გამგებელი ძნელად არის წარმოდგენილი. ჩვენ რეალობასაც ვუწევთ ანგარიშს. აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სადაც ჩვენ შერჩევის კრიტერიუმები გვაქვს, იქ ჩვენ არასდროს დავუშვებთ არაკომპეტენტურ ადამიანს და ყველა მინისტრი, რომელიც იყო, თავის დარგში საკმაოდ წარმატებულია.
ანუ არ გამორიცხავთ, რომ მაჟორიტარებად თქვენს პარტიაში დაასახელოთ არაკომპეტენტური ადამიანები?
ხალხი იურისტს და ეკონომისტს კი არ ირჩევს, ირჩევს პიროვნებას, ეს პიროვნება ხან ასეთია, ხან - ისეთი
ყველა პარტიაში, ყველა ქვეყანაში მაჟორიტარების არჩევნები არის ისეთი რამე, რომ ყველა ქვეყანაში ცდილობენ ისეთი ხალხი შეარჩიონ, რომელსაც ექნება მოგების შესაძლებლობა. [კომპეტენცია] ხალხის არჩევანია. ხალხი იურისტს და ეკონომისტს კი არ ირჩევს, ირჩევს პიროვნებას, ეს პიროვნება ხან ასეთია, ხან - ისეთი. ასე რომ, უნდა მივეჩვიოთ, პარლამენტი ასახავს ხალხის სულისკვეთებას. მაშინაა პარლამენტი კარგი, თუ მეტნაკლებად უახლოვდება იმას, რაც არის ხალხში.
თქვენ თქვით, რომ 2012 წელთან შედარებით, 2016 წელს უფრო კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტდა პარლამენტი. რომელი მოწვევის პარლამენტი უფრო კარგად ასახავდა ამომრჩეველს?
მე მიმაჩნია, რომ ეს ასახავს, რადგან ხალხის დონე უფრო გაიზრდა და უფრო პრეტენზიულები გახდნენ ადამიანები. მაშინ ომი იყო, ახლა - ჩვეულებრივი არჩევნები. რაც უფრო წინ წავა ქვეყანა და წყნარი და სტაბილური იქნება, მით უფრო წინ წავა საზოგადოება და საზოგადოებას მაღალი მოთხოვნები ექნება.
-
ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
- წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგსტრირდა — საქსტატი წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგსტრირდა — საქსტატი
-
ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა
გადახედვა
-
4-წლიანი პაუზისა და იშვიათი დიაგნოზის შემდეგ, სელინ დიონი სცენას უბრუნდება 4-წლიანი პაუზისა და იშვიათი დიაგნოზის შემდეგ, სელინ დიონი სცენას უბრუნდება
გადახედვა
-
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა
გადახედვა
-
რუსული მედია თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ეხმაურება — დეტალები რუსული მედია თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა" თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული
გადახედვა
-
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
გადახედვა
-
საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით?
გადახედვა
-
უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
"ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა "ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა
გადახედვა
-
"დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება "დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
"ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს "ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს
გადახედვა
-
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს
გადახედვა
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა

კომენტარები