მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ
ფოტო: The Guardian
ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, მგზავრებმა შეინარჩუნეს როგორც უფასო ხელბარგის, ასევე ფრენის დაგვიანების შემთხვევაში ფულადი კომპენსაციის მიღების უფლება. რაც იმას ნიშავს, რომ ყოველ მგზავრს ექნება უფლება ხელბარგი და მცირე ზომის გორგოლაჭებიანი ჩემოდანი თვითმფრინავში უფასოდ აიტანოს.
ევროპის ბევრმა ავიაკომპანიამ არაერთხელ გააკეთა გაფრთხილება, რომ ფინანსური ვალდებულებებისა და კომპენსაციის წესების გამკაცრება ბილეთების ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. თუმცა, Euronews-ის ცნობით, მგზავრთა უფლებების დაცვის სტანდარტი მაინც შენარჩუნდება.
რა უფლებები აქვთ ევროკავშირის მასშტაბით მგზავრებს?
თუ რეისი სამ საათზე მეტხანს დაგვიანდება, მგზავრებს კვლავ ექნებათ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფო ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ის მაინც მიიღეს.
კომპენსაციის ოდენობა იგივე რჩება, რაც ავიაკომპანიებისთვის თითქმის 20 წლის განმავლობაში იყო. ამჟამად, მგზავრებს შეუძლიათ მიიღონ 250-600 ევროს კომპენსაცია, თუ მათი რეისი გაუქმდება ან 3 საათზე მეტხანს დაიგვიანბეს. თუ ფრენის მანძილი 3,500 კილომეტრს გადააჭარბებს, ავიაკომპანიებს 300 ევროს გადახდა მოუწევთ. თუ დაგვიანება 4 საათს გადააჭარბებს ან რეისი გაუქმდება, კომპენსაცია 600 ევრომდე გაიზრდება.
გარდა ამისა, ახალი წესების თანახმად, მგზავრებს უფასოდ შეეძლებათ ბორტზე პირადი ნივთების — ჩანთის ან ზურგჩანთის, (ზომა არაუმეტეს 40x30x15 სანტიმეტრი), ასევე პატარა გორგოლაჭებიანი ჩემოდნის ატანა, რომლის კომბინირებული ზომები არაუმეტეს 100 სანტიმეტრია, მაქსიმალური წონა კი 7 კილოგრამია.
ახალი წესები ძალაში 2027 წლიდან შევა და ავიაკომპანიებს ბილეთის სტანდარტულ ფასში არა მხოლოდ ხელბარგის, არამედ უფრო დიდი ზომის ჩანთის ჩართვაც მოეთხოვებათ. ამან უნდა დაასრულოს ისეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების დამკვიდრებული პრაქტიკა, როგორებიცაა Ryanair და EasyJet, რომლებიც პატარა ჩემოდნებისთვისაც კი დამატებით გადასახადს აწესებენ.
როგორ იმოქმედებს ცვლილება ბილეთების ფასებზე?
მოსალოდნელია, რომ წესის ცვლილების შედეგად ბილეთების ფასებიც გაიზრდება, განსაკუთრებით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც მცირე ზომის ბარგში დამატებით შემოსავალს იღებენ.
თუმცა, მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მიერ ხელბარგისთვის გადასახადის დაწესების პრაქტიკა უკანონოა.
ამ საკითხზე შეთანხმება ევროკავშირის ქვეყნების ელჩებსა და ევროკავშირის საბჭოს შორის 12 ივნისს იქნა მიღწეული. ორშაბათს ევროპარლამენტი ოფიციალურ წერილს ევროსაბჭოს პრეზიდენტს წარუდგენს.
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან
გადახედვა
-
სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
კომენტარები