TI: აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, სადაც "ოცნების" 257-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი ფიგურირებს
2026 წლის 30 მაისის მდგომარეობით აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, სადაც ქართული ოცნების 257-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 40 მთავრობის წევრი, 48 დეპუტატი, 20 მოსამართლე და 81 მუნიციპალური დონის მაღალჩინოსანი. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" (TI) ავრცელებს.
მათ ცნობით, მხოლოდ ბოლო 6 თვეში ელიტური კორუფციის 33 ახალი სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის:
ლევან ჟორჟოლიანის დაუსაბუთებელი ქონება;
კალაძის გარემოცვაზე გაცემული პრობლემური სამშენებლო ნებართვები;
ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიის მიერ მოგებული 10.4 მლნ ლარის ტენდერები;
"შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამიდან დაახლოებული ბიზნესმენებისთვის გადაცემული 178 მლნ ლარი;
"ილი ჯგუფისთვის" ბიუჯეტიდან მიღებული 250 მლნ ლარი.
ბიძინა ივანიშვილის მიერ აბასთუმნის ჩაკეტილი ცა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დაუსაბუთებელი ქონება:
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის სავარაუდო კორუფცია. მან არ დაადეკლარირა მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული მრავალი ძვირადღირებული ბრენდული ტანსაცმელი და აქსესუარები, ასევე ოჯახის სამოგზაურო ხარჯები. ჩნდება კითხვები სავარაუდო ნეპოტიზმთან დაკავშირებითაც, რადგან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნის შემდეგ ჟორჟოლიანის მეუღლემ ერთდროულად 2 სსიპ-ში დაიწყო მუშაობა.
წყარო: სტუდია მონიტორი – 18.05.2026
თბილისში სამშენებლო ნებართვის გაცემის სავარაუდო კორუფციული შემთხვევა
თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აკადემქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო კომპანია 2014 წლიდან ითხოვდა მშენებლობის ნებართვას, რაზეც მერიისგან იღებდა უარს. მდგომარეობა შეიცვალა მაშ შემდეგ, რაც 2023 წლის დეკემბერში კომპანიის მეწილე გახდა კახა კალაძესთან დაახლოებული ბიზნესმენი ლაშა კვაჭაძე, რის შემდეგაც მშენებლობის ნებართვა გაიცა. კორუფციაზე ეჭვებს აძლიერებს ის ფაქტი, რომ სამშენებლო ნებართვის გაცემამდე ცოტა ხნით ადრე კვაჭაძის მეუღლემ კახა კალაძის მეუღლეს 30%-იანი წილი აჩუქა მის ერთ-ერთი კომპანიაში.
წყარო: ტვ პირველი – 16.05.2026
კორუფციის ნიშნები რაჭაში ჰესების მშენებლობის პროცესში
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მოქმედი და დაგეგმილი 38 ჰესის მშენებლობის გარშემო არსებული კორუფციის ნიშნები. მათი უმრავლესობა ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს ეკუთვნის (გოჩა ენუქიძე – „ქართული ოცნების“ დეპუტატი; სულხან პაპაშვილი – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი; გივი გიგინეიშვილი – სახელმწიფო ენერგოსისტემის ყოფილი დირექტორის გიორგი გიგინეიშვილის ძმა; ნანა ყეინიშვილი – „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი), ხოლო დანარჩენი ამ პირებთან დაახლოებულ ბიზნესმენებს (ზაზა ფაჩულია).
წყარო: მთის ამბები – 10.05.2026
ქართული ოცნების დეპუტატების დამალული სამოგზაურო ხარჯები
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესწავლის შედეგად გამოჩნდა, რომ მინიმუმ 8 მათგანს არ აქვს დადეკლარირებული ბოლო 2 წელში გაღებული სამოგზაურო ხარჯი, რაც ანტიკორუფციული კანონმდებლობის დარღვევაა. ეს დეპუტატები არიან: გელა სამხარაული, ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი მეზურნიშვილი, ირაკლი ზარქუა, ირაკლი ჭეიშვილი, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, დავით კაჭარავა.
წყარო: ტვ პირველი – 09.05.2026
კალაძის მეგობარი დეპუტატის ოჯახის სამშენებლო პროექტები თბილისში
ქართული ოცნების დეპუტატის გიორგი ბარვენაშვილის გერის მარიამ დოლიძის კომპანიამ საეჭვო გარემოებებში მოიპოვა მშენებლობის ნებართვა თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ზონაში (ყოფილი "თბოელექტროცენტრალის" (თეც) ტერიტორია). გიორგი ბარვენაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის ახლო მეგობარია. ბარვენაშვილის მეუღლე მაია მაისაძე კახა კალაძის მეუღლის ანა არეშიძის ბიზნესპარტნიორნი 2025 წლის ივნისში სწორედ მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ გახდა — ორივე მათგანმა ერთ-ერთი კომპანიის 30%-30% წილი უსასყიდლოდ მიიღეს.
წყარო: სტუდია მონიტორი – 08.05.2026
ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები მოიგო
პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, გიორგი ჯაფარიძის თანამფლობელობაში არსებულმა კომპანიამ, შპს "ექსპერტ ჰაუსმა" 2018 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვებით, 10,446,411 ლარი მიიღო. შპს "ექსპერტ ჰაუსის" მფლობელები ქართული ოცნების შემომწირველები არიან. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა, ზედამხედველობა გაუწიოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებს.
წყარო: "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო" – 06.05.2026
აბასთუმნის თავზე "ცა იკეტება" — ობსერვატორიისთვის თუ ივანიშვილისთვის?
2026 წლის 16 აპრილიდან კურორტ აბასთუმნის თავზე 52 კმ. დიამეტრზე საავიაციო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. აბასთუმანში მდებარეობს „ქართული ოცნების“ მმართველის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია. ჟურნალისტური გამოძიება გამოთქვამს დასაბუთებულ ეჭვს, რომ აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვის რეალური მიზეზი არა იქ არსებული ობსერვატორია, არამედ ბიძინა ივანიშვილის პირადი სურვილია. ცის გადაკეტილ მონაკვეთზე 3 დატვირთული საერთაშორისო საჰაერო ტრასა გადის; ტრასების ცვლილების გამო საქართველომ შესაძლოა დაკარგოს ტრანზიტული ფრენებისგან მიღებული სოლიდური შემოსავალი.
წყარო: რადიო თავისუფლება – 15.04.2026
კორუფციის ნიშნები კახეთში – მოჭრილი კუდიგორის მთა
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე კუდიგორის მთაზე მიმდინარე 2 უკანონო მშენებლობა, რომელთაგან ერთ-ერთი „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნინო წილოსანის ნათესავებს ეკუთვნის. კორუფციის ნიშნებს შეიცავს ტერიტორიების ტყის ფონდიდან ამოწერის, საბაზრო ფასზე უფრო იაფად პრივატიზებისა და მშენებლობის ნებართვების გაცემის გადაწყვეტილებები, ასევე, შესაბამისი უწყებების მხრიდან უმოქმედობა მშენებლობის დროს გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე.
წყარო: მთის ამბები – 26.03.2026
"შეღავათიანი აგროკრედიტი" მილიონერი ბიზნესმენებისთვის
"შეღავათიანი აგროკრედიტის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლო 10 წლის განმავლობაში 178 მილიონი ლარით დაფინანსდნენ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული პირები, აგრეთვე დეპუტატები და პარტიის შემომწირველი ბიზნესმენები, კერძოდ: ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და მისი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი ვახტანგ კარიჭაშვილი; „ქართული ოცნების“ დეპუტატები ზაალ დუგლაძე, გოჩა ენუქიძე და ვასილ ჩიგოგიძე; „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ან შემომწირველი ბიზნესმენები ზურაბ ჩხაიძე, ლაშა პაპაშვილი და ალექსანდრე ხარებავა.
წყარო: სტუდია მონიტორი – 25.03.2026
რეკეტი ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობით — მეტალურგიული ბიზნესი
ბიზნესმენი დავით მირცხულავა ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბიზნესის (მეტალურგიული ქარხანა) რეკეტში ადანაშაულებს. მისი თქმით, 2022 წლიდან მოყოლებული ოთარ ფარცხალაძის სახელით მასთან რამდენჯერმე მოხდა მუქარის შემცველი კომუნიკაცია კომპანიის დათმობასთან დაკავშირებით. უარის მიღების შემდეგ ბიზნესმენის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მოიმართა ფინანსური პოლიცია (რომელსაც იმ დროს ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებული პირი სოსო რამიშვილი ხელმძღვანელობდა) და სხვა სახელმწიფო უწყებები, რაც მისი დაპატიმრებით დასრულდა. ციხეში მან ბიზნესის დათმობის სანაცვლოდ საპატიმროს დატოვების შეთავაზება მიიღო, ამჯერად ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებული პირის მიხეილ ჩოხელის სახელით. აღნიშნული რეკეტის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
წყარო: ტვ პირველი – 07.03.2026
იყენებს თუ არა ლაშა ტალახაძე დეპუტატის გავლენებს ბიზნესის საშენებლად
ლაშა ტალახაძე პარლამენტის წევრისთვის კანონით აკრძალულ სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. ჟურნალისტური გამოძიება გამოთქვამს ეჭვს, რომ ტალახაძეს ბეტონის მწარმოებელი კომპანია, „ჩემპიონი ბეტონი“, მხოლოდ ფორმალურად აქვს გაფორმებული მესამე პირზე. გამოძიების თანახმად, ტალახაძე თავად აწერს ხელს კომპანიასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და პირადად არის ჩართული მის საქმიანობაში. ლაშა ტალახაძეს ასევე არ დაუთმია წილის მართვის უფლება კიდევ ერთ კომპანიაში, რაც თანამდებობრივი შეუთავსებლობაა.
წყარო: ტვ პირველი – 21.02.2026
რეკეტი ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობით — პარფიუმერული ბიზნესი
ბიზნესმენი ლერი ფხაკაძე (პარფიუმერული კომპანია „ლუტეციას“ 60% წილის მფლობელი) ბიზნესის რეკეტში სდებს ბრალს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს. მისი თქმით, 2023 წელს ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირი მას სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხა, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო, თუმცა სისხლის სამართლის საქმე მაინც მის წინააღმდეგ აღიძრა. ასევე დაიწყო სასამართლო დავა კომპანიის წილის მფლობელობაზე, რის შედეგადაც სასამართლომ ლერი ფხაკაძის წინააღმდეგ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ფხაკაძის თქმით, მოსამართლეებზე გავლენა მოახდინა ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებულმა პირმა მიხეილ ჩოხელმა. ბიზნესმენი იძულებით არის გაქცეული ქვეყნიდან.
წყარო: ტვ პირველი – 21.02.2026
ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორი გიორგი შინჯიკაშვილთან დაკავშირებული სავარაუდო კორუფცია
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის გიორგი შინჯიკაშვილის სავარაუდო კორუფციული სქემები, მათ შორის ნეპოტიზმი გარდაბნის მერიაში, ინტერესთა შეუთავსებლობა, უკანონო მშენებლობები, სახელმწიფოსგან საეჭვო გარემოებებში მიღებული დიდძალი ქონება და ამ ქონების დამალვა მესამე პირების (მაგალითად თორნიკე ოსიაშვილი) მეშვეობით.
წყარო: ფორმულა – 14.02.2026; 18.04.2026
სუს-ის ყოფილ უფროს მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებული სავარაუდო ნეპოტიზმის შემთხვევა
ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ სუს-ის ყოფილი უფროსის მამუკა მდინარაძის პოლიტიკური კარიერის წინსვლასთან ერთად სავარაუდოდ ნეპოტიზმის გზით მთელ რიგ თანამდებობებზე მოხვდნენ მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორისა და მეგობრის, გიორგი გელაშვილის, ოჯახის წევრები; ეს თანამდებობებია: პარლამენტის დეპუტატი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსანი, სუს-ისა და მთავრობის კანცელარიის თანამშრომლები, თბილისის VII მოწვევის საკრებულოს წევრი და ოზურგეთის მერი. ასევე საეჭვოა გელაშვილების ოჯახის მიერ მოკლე დროში დიდი რაოდენობით ქონების დაგროვება.
წყარო: სტუდია მონიტორი – 29.01.2026
თბილისის მერიის ბაღების სააგენტოს მაღალჩინოსნების კორუფცია
ჟურნალისტურმა გამოძიებამ აღმოაჩინა თბილისის ბაღების სააგენტოს მაღალჩინოსნების შალვა ანდღულაძისა (მონიტორინგის სამსახურის უფროსი) და დავით კერესელიძის (საფინანსო სამსახურის უფროსი) სავარაუდოდ კორუფციული გზით დაგროვებული დიდძალი ქონება, რომელიც მათ მესამე პირებზე (ნათესავებზე) აქვთ გაფორმებული. „ტვ პირველის“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ანდღულაძე და კერესელიძე პროკურატურის მიერ დაწყებული კორუფციული გამოძიების ბრალდებულები არიან.
წყარო: ტვ პირველი – 24.01.2026
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პუბლიკაცია სრულად ნახეთ აქ.
-
გაერო გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იქნება — ელ-ნინიო აქტიურდება გაერო გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იქნება — ელ-ნინიო აქტიურდება
გადახედვა
-
ეკა კუპატაძე: "წრფელად გავიფიქრე, ახლა რომ დ.-მ წრფელად მოინანიოს, მე ვთხოვ მოსამართლეს, რომ წლები შეუმსუბუქოს" ეკა კუპატაძე: "წრფელად გავიფიქრე, ახლა რომ დ.-მ წრფელად მოინანიოს, მე ვთხოვ მოსამართლეს, რომ წლები შეუმსუბუქოს"
გადახედვა
-
TI: აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, სადაც "ოცნების" 257-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი ფიგურირებს TI: აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, სადაც "ოცნების" 257-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი ფიგურირებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს — გაიცანი ჟიურის წევრები საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს — გაიცანი ჟიურის წევრები
-
ტომ ჰოლანდმა ზენდეიასთვის უალკოჰოლო სასმელების ხაზი შექმნა ტომ ჰოლანდმა ზენდეიასთვის უალკოჰოლო სასმელების ხაზი შექმნა
გადახედვა
-
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ
-
საქსტატი: მაისში თევზეული გაძვირდა 20.9%-ით, ხორცი — 10.1%-ით, პურის პროდუქტები — 7%-ით საქსტატი: მაისში თევზეული გაძვირდა 20.9%-ით, ხორცი — 10.1%-ით, პურის პროდუქტები — 7%-ით
გადახედვა
-
რატომ ხდება ლიდერობის განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტი ტექნოლოგიურ კომპანიებში რატომ ხდება ლიდერობის განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტი ტექნოლოგიურ კომპანიებში
-
ქვიზი: რომელი საბრძოლო ხელოვნება შეგეფერება? ქვიზი: რომელი საბრძოლო ხელოვნება შეგეფერება?
-
ქალი მართავს — თეგეტას კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა ქალი მართავს — თეგეტას კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
-
ლევან ხაბეიშვილი: მდინარაძის განცხადება — სვანეთში მაინინგებთან დაკავშირებით, მიმართული იყო ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ ლევან ხაბეიშვილი: მდინარაძის განცხადება — სვანეთში მაინინგებთან დაკავშირებით, მიმართული იყო ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ს საელჩო აშშ-ში უკანონო შესვლასთან და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით 3 პირის დაკავებას ეხმაურება საქართველოში აშშ-ს საელჩო აშშ-ში უკანონო შესვლასთან და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით 3 პირის დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პანამის ისტორიულ საფლავებში ნაპოვნი ქვები ზურმუხტებია მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პანამის ისტორიულ საფლავებში ნაპოვნი ქვები ზურმუხტებია
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა კოსმოსიდან წამოსული იდუმალი რადიოსიგნალები გაშიფრეს შესაძლოა, მეცნიერებმა კოსმოსიდან წამოსული იდუმალი რადიოსიგნალები გაშიფრეს
გადახედვა
-
მეხსიერება სასამართლო პროცესზე: რას გვეუბნება მეცნიერება მოწმის ჩვენების სანდოობაზე მეხსიერება სასამართლო პროცესზე: რას გვეუბნება მეცნიერება მოწმის ჩვენების სანდოობაზე
გადახედვა
-
გამოავლინეს ორგანიზმის ფუნქცია, რომელიც შეიძლება დემენციის რისკ-ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული გამოავლინეს ორგანიზმის ფუნქცია, რომელიც შეიძლება დემენციის რისკ-ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალი მიგნებით ტვინის კიბოსთან დაკავშირებული საიდუმლო ამოიხსნას შესაძლოა, ახალი მიგნებით ტვინის კიბოსთან დაკავშირებული საიდუმლო ამოიხსნას
გადახედვა
-
ნისლი "ცოცხალია" — მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნისლის ბაქტერიები ჰაერს ტოქსინებისგან ასუფთავებენ ნისლი "ცოცხალია" — მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნისლის ბაქტერიები ჰაერს ტოქსინებისგან ასუფთავებენ
გადახედვა
-
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიის გადაწყვეტილებას ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიის გადაწყვეტილებას ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს
გადახედვა
-
სიდნი სვინიმ სემ ლევინსონს მესამე სეზონიდან შიშველი სცენების ამოჭრა გადააფიქრებინა სიდნი სვინიმ სემ ლევინსონს მესამე სეზონიდან შიშველი სცენების ამოჭრა გადააფიქრებინა
გადახედვა
კომენტარები