დაჯი კოვზირიძე: დახურეთ ლილოს ნაგავსაყრელი, მიეცით ადამიანებს სუფთა ჰაერით სუნთქვის შესაძლებლობა
"დღეს ლილოს ნაგავსაყრელი არის ბიოლოგიური საფრთხის ზონა, ადგილი, სადაც ეკოლოგიური, სანიტარული და ჯანმრთელობის რისკები იკვეთება. ასეთი მდგომარეობა არ არის ნორმა არც ერთ თანამედროვე ქალაქთან ახლოს. დახურეთ ლილოს ნაგავსაყრელი, მიეცით ადამიანებს სუფთა ჰაერით სუნთქვის შესაძლებლობა" — ამის შესახებ 28 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გახარია საქართველოსთვის დეპუტატმა დაჯი კოვზირიძემ განაცხადა.
"დღეს მინდა ვისაუბრო ლილოს ნაგავსაყრელის შესახებ,რომლის არსებობაც არის ბიოლოგიური ომი ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ.
2019 წელს ბატონი კალაძე დაპირდა მოსახლეობას, რომ მოიძიებდა ალტერნატიულ ფართს და დაიხურებოდა ლილოს ნაგავსაყრელი ეტაპობრივად, მანამდე კი უნდა მოწყობილიყო გაზშემკრები და გრუნტის წყლების შემკრები მოწყობილობები, ეს დასრულდებოდა 2021 წელს. მართალია რომ კალაძე არასდროს არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ ნაგავსაყრელი ყოველდღიურ პრობლემებს უქმნის მოსახლობას. ეს ნაგავსაყრელი 2010 წლიდან ფუნქციონირებს. მისი გავლენა გარემოზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა.
გასაგებია, რომ ეს პრობლემა, მემკვიდრეობითია, მაგრამ ეს პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებთ. ლილოს ტერიტორიაზე ნარჩენების დაგროვება ქმნის სერიოზულ ეკოლოგიურ რისკებს წყალარინების სისტემებისთვის. ტოქსიკური ნაჟური აღწევს ნიადაგში ჩადის მიმდებარედ არსებულ იორის არხში, რომელიც თავის მხრივ უერთდება თბილისის ზღვას და წყლის რესურსებზეც ახდენს ზემოქმედებას, რადგან თბილისის ზღვიდან მარაგდება სასმელი წყლით ქალაქი. ეს ნიშნავს, რომ გარემოს დაბინძურება არ არის ლოკალური. ჰაერის დაბინძურებაც არანაკლებ პრობლემურია. ნარჩენების ლპობის შედეგად გამოყოფილი აირები ქმნის საშინელ სუნს, რომელიც კილომეტრობით ვრცელდება. გაუსაძლისი ხდება იქ ცხოვრება. როდესაც ამ ფონზე ქალაქში ავტომობილების შეზღუდვაზე ვსაუბრობთ ეკოლოგიის სახელით, ჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვა ხომ არ ვაიგნორებთ პრიორიტეტებს? მიმდებარე დასახლებებში გაზრდილია სიმსივნეების რიცხვი, უშვილობა, რესპირატორული და ალერგიული დაავადებები, ხეხილის და მცენარეების ხმობა, პირუტყვის დახოცვა, ნაჟური წყლის მიღების გამო.მოსახლეობა გაუსაძლის პირობებშია.
დღეს ლილოს ნაგავსაყრელი არის ბიოლოგიური საფრთხის ზონა, ადგილი, სადაც ეკოლოგიური, სანიტარული და ჯანმრთელობის რისკები იკვეთება. ასეთი მდგომარეობა არ არის ნორმა არც ერთ თანამედროვე ქალაქთან ახლოს. მოსახლეობას ჰქონდა უამრავი შეხვედრა მერიასთან და თბილსერვის ჯგუფთან, იყო ცრუ დაპირებები, დახურვასთან დაკავშირებით, მაგრამ ნაგავსაყრელი დღეს უფრო მეტად გაიზარდა და მეტ ეკოლოგიურ და ჯანმრთელობისთვის საშიშ რისკებს ქმნის. პრობლემა მხოლოდ წარსულში არაა ვინ დაიწყო ან ვინ გადმოიბარა, საკითხი არას ვაკეთებთ ახლა. ნაგავსაყრელის წინ არის 3,5 იანი ამორტიზებული გზა, რომლის რეაბილიტაციაც უნდა დასრულებულიყო 22-23 წლებში. მაგრამ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელის ოცნების ახლო გარემოცვას წარმოადგენდა, 450 000 ლარი მიითვისა და გზა არ გააკეთა. საინტერესოა ეს თანხა დაბრუნდა ბიუჯეტში? ან ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ გზა, რომელიც განტვირთავს კახეთის გზატკეცილს და ამ მოკლე გზით გადაადგილდება ნორიოს, მარტყოფის და გლდანის მოსახლეობა დღესაც ამორტიზებულია და შეუძლებელია მისით სარგებლობა. მოგიწოდებთ, დიდი ლილოს, ლილოს, ნასაგურის, წინუბნის, ნორიოს და მარტყოფის მოსახლეობის სახელით, დაიხუროს ლილოს ნაგავსაყრელი და მოახდინეთ მის წინ არსებული გზის რეაბილიტაცია, რათა განიტვირთოს კახეთის გზატკეცილი და ნორიო-მარტყოფის მოსახლეობას მიეცეს მოკლე გზით გადაადგილების საშუალება. დახურეთ ლილოს ნაგავსაყრელი, მიეცით ადამიანებს სუფთა ჰაერით სუნთქვის შესაძლებლობა" — კომენტარს პარტია გახარია საქართველოსთვის ავრცელებს.
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, ჯორჯ და ამალ კლუნებს მიმართოს, რომ ოფიციალური ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, ჯორჯ და ამალ კლუნებს მიმართოს, რომ ოფიციალური ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა
გადახედვა
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
-
გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს? გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს?
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
-
დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე
გადახედვა
-
რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა? რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა?
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება 12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება
გადახედვა
-
კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს
გადახედვა
-
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
კომენტარები