დრონებით თავდასხმამ რუსეთში, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, ხანძარი გამოიწვია
უკრაინული დრონების თავდასხმამ რუსეთში, შავ ზღვაზე მდებარე ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში "მასშტაბური ხანძარი" გამოიწვია, რის გამოც ახლომდებარე შენობებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო — ამის შესახებ ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
კომპანია "როსნეფტის" (Rosneft) კუთვნილი ქარხანა ნავთობპროდუქტებს ძირითადად ექსპორტისთვის აწარმოებს, თუმცა Reuters-ის წყაროების ცნობით, საწარმოს მუშაობა ჯერ კიდევ 16 აპრილიდან, წინა დრონების თავდასხმის გამო, იყო შეჩერებული.
უკრაინას ამ ცნობებთან დაკავშირებით მყისიერი კომენტარი არ გაუკეთებია. Reuters წერს, რომ კიევმა რუსეთზე იერიშები მარტის შემდეგ გააქტიურა, მაშინ როცა აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები უკრაინის ომზე შეჩერებულია და ვაშინგტონი ძირითადად ირანის ომზეა ფოკუსირებული.
"ტუაფსეში კიდევ ერთი სერიოზული ინციდენტი მოხდა. დრონების თავდასხმის შემდეგ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა", — დაწერა სამშაბათს კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა Telegram-ზე.
ტუაფსეს რაიონის ხელმძღვანელმა, სერგეი ბოიკომ, ხანძრის გავრცელების საფრთხის გამო ქარხნის მიმდებარე ქუჩების ევაკუაციის ბრძანება გასცა. ტუაფსეს ქარხანასა და პორტზე ერთ-ერთი ბოლო თავდასხმის შედეგად ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა და ხანძარიგაჩნდა, რომლის ჩაქრობასაც რამდენიმე დღე დასჭირდა.
გასულ კვირას ადგილობრივ მცხოვრებლებს მოუწოდეს, სახლებში დარჩენილიყვნენ, არ გაეღოთ ფანჯრები და გაეწმინდათ ზედაპირები მას შემდეგ, რაც წინა თავდასხმებით გამოწვეული ხანძრის ნარჩენები ნალექს შეერია და ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიებზე "შავი ნადები" წარმოქმნა.
Reuters-ის ცნობით, ტუაფსეს ქარხნის წლიური საწარმოო სიმძლავრე დაახლოებით 12 მილიონ ტონას (ანუ დღეში 240,000 ბარელს) შეადგენს. ის აწარმოებს ნაფტას, დიზელს, მაზუთსა და ვაკუუმურ გაზოილს.
-
ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: თორნიკე რაზმაძე ცდილობს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას და ავრცელებს აბსოლუტურ ტყუილს არჩილ გორდულაძე: თორნიკე რაზმაძე ცდილობს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას და ავრცელებს აბსოლუტურ ტყუილს
გადახედვა
- წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგსტრირდა — საქსტატი წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგსტრირდა — საქსტატი
-
ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა" თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული
გადახედვა
-
ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს
გადახედვა
-
საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით?
გადახედვა
-
უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
"ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა "ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა
გადახედვა
-
"დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება "დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
"ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს "ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს
გადახედვა
-
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა
გადახედვა
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები