რეზო კიკნაძე

27 Apr. 2026, 11:09

"ბადრაგმა მკითხა, რამდენი წლის ხარო და ცოტა ხნით დავფიქრდი, კინაღამ 26 წამომცდა…ზოგჯერ მგონია, რომ ციხეში ყოფნის წლები საერთოდ არ მემატება და საერთოდ 28 წლისადაც ვერ აღვიქვამ თავს. ძალიან მეხამუშება… ისევ 26-ის მინდა ვიყო. სად გაფრინდა ეს ორი წელი? რაში დაიხარჯა?

ერთხელ ერთმა 35 წლის პატიმარმა მითხრა: 20 წლის ვარო. ციხეში გატარებულ 15 წელს არ ვითვლი, აქ წლები არ გემატებაო...

არადა, ყველაზე მეტად აქ გემატება წლები, თუ გემატება. პირველი ჭაღარაც აქ გამიჩნდა და მერე მოჰყვა მეორე და მესამე… კიდევ ვინ იცის, წინ რამდენი მელოდება. იქნებ მთლიანადაც გავთეთრდე გასვლამდე."

წერს პროევროპული აქციების მონაწილე აქტივისტი, რეზო კიკნაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც მის სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ რეზო კიკნაძე 2024 წლის 6 დეკემბერს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  4. Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
  5. პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

PSP-ს K-Beauty გათამაშების სამი გამარჯვებული, მათ გამარჯვებაში მონაწილე ფარმაცევტები და ინფლუენსერები კორეის დედაქალაქ…