65-წლიანი ძიების შემდეგ, რემბრანდტის გაუჩინარებული შედევრი იპოვეს
ფოტო: Kelly Schenk, Rijksmuseum
ათწლეულების განმავლობაში გაუჩინარებული რემბრანდტის ნამუშევარი ახლახან აღმოაჩინეს. ექსპერტებმა ოფიციალურად დაადასტურეს ჰოლანდიელი დიდოსტატის 1633 წლით დათარიღებული ნამუშევრის — ზაქარიას ხილვა ტაძარში — ავთენტურობა.
აღსანიშნავია, რომ 1960 წელს ეს ნახატი რემბრანდტის ნამუშევრების ოფიციალური სიიდან ამოიღეს. მომდევნო წელს კი, ის კერძო კოლექციონერმა შეიძინა და მას შემდეგ, არავინ იცოდა ნამუშევრის ადგილმდებარეობა.
ახლა კი, ნახატი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მისმა მფლობელებმა ტილო ამსტერდამის Rijksmuseum-ს გამოსაკვლევად წარუდგინეს. მუზეუმის სპეციალისტებმა ორწლიანი სიღრმისეული ექსპერტიზა ჩაატარეს და საბოლოოდ დაადასტურეს, რომ ნამუშევარი ნამდვილად რემბრანდტს ეკუთვნის.
ავტოპორტრეტი (1659)
ფოტო: NGA
"როდესაც ნახატი ჩვენს სახელოსნოში პირველად ვნახე, მაშინვე განმაცვიფრა იმ წარმოუდგენელმა ძალამ, რომელსაც ეს ტილო ასხივებს", — აღნიშნა მუზეუმის დირექტორმა, ტაკო დიბიტსმა.
დირექტორის თქმით, მუზეუმს უამრავი ადამიანი უკავშირდება მემკვიდრეობით მიღებული თუ შეძენილი ნახატების შესახებ ინფორმაციის გასაგებად. თუმცა, ამ შემთხვევაში, სპეციალისტებმა მაშინვე იგრძნეს, რომ საქმე რაღაც განსაკუთრებულს ეხებოდა: "ჩვენ ამ ნახატის შესახებ 100 წელზე მეტია ვიცით, თუმცა რეალურად ის არასდროს გვინახავს," — განაცხადა დიბიტსმა.
მეცნიერებმა ნახატის გამოკვლევისას შეისწავლეს საღებავების შემადგენლობა, რომელიც ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდში რემბრანდტის მიერ გამოყენებულ მასალებს. ასევე, შესრულების ტექნიკა და ფენების სტრუქტურა სრულ თანხვედრაშია მის სხვა ადრეულ ნამუშევრებთან. მუზეუმის დირექტორის თქმით, ნამუშევარი ატარებს ყველა იმ ნიშან-თვისებას, რომელიც რემბრანდტის შემოქმედების ადრეული პერიოდისთვისაა დამახასიათებელი.
იგრძნობა, რომ რემბრანდტმა ამ ნახატში მთელი თავისი სული ჩადო
ავტოპორტრეტი ქუდითა და ორი ჯაჭვით
ფოტო: museothyssen
ნამუშევარი მნახველებისთვის Rijksmuseum-ში იქნება ხელმისაწვდომი. ტილოს ზუსტი ღირებულება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რემბრანდტის ნამუშევრების აუქციონზე გაყიდვის მსოფლიო რეკორდი 2009 წელს დაფიქსირდა და £20 მილიონს შეადგენს.
ბოლო წლებში გაყიდული რემბრანდტის სხვა ნახატების ფასები ასე გამოიყურება:
- 2019 წელი: ერთ-ერთი ტილო £8.6 მილიონად გაიყიდა.
- 2020 წელი: ავტოპორტრეტი £12.6 მილიონად შეიძინეს.
- 2023 წელი: კიდევ ერთი, მანამდე დაკარგული ნამუშევარი, £11 მილიონად გაიყიდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია 2015 წელი, როდესაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ რემბრანდტის ერთ-ერთ კერძოდ გაყიდულ ნახატს £35 მილიონის ღირებულება მიანიჭა. ხოლო გასულ თვეში, მხატვრის მიერ შესრულებული ლომის ჩანახატი £13 მილიონად გაიყიდა.
ფოტო: Sotheby
ნახატის შექმნისას რემბრანდტი სულ რაღაც 27 წლის იყო. ტილო ასახავს ბიბლიურ სცენას, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი მღვდელ ზაქარიას აცნობებს, რომ ასაკის მიუხედავად, მას და მის მეუღლეს ვაჟი — იოანე ნათლისმცემელი — შეეძინებათ.
მუზეუმის განცხადებით, რემბრანდტმა ამ ბიბლიურ ისტორიას ინოვაციური ელფერი შესძინა. იმის ნაცვლად, რომ მთავარანგელოზი გაბრიელი თვალსაჩინოდ გამოესახა, მან მხოლოდ მისი თანდასწრების შეგრძნება გადმოგვცა. ამით მხატვარმა უარი თქვა დამკვიდრებულ ვიზუალურ ტრადიციებზე და ამ სიუჟეტის გამოსახვის სრულიად ახალი გზა აირჩია. რემბრანდტმა შეგნებულად დახატა გადამწყვეტი მომენტი — წამი, სანამ გაბრიელი საკუთარ ვინაობას გაამჟღავნებდა.
ფოტო: Kelly Schenk, Rijksmuseum
ეს ნახატი არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ისტორიულ ნამუშევართა შორის, რომელიც მხატვარმა ამ პერიოდში შექმნა. იმ დროს რემბრანდტი ძირითადად პორტრეტებს ხატავდა, რაც მისთვის ფინანსურად გაცილებით მომგებიანი და შემოსავლიანი საქმიანობა იყო.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები