მაზდა ცენტრი თეგეტამ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
ფოტო: თეგეტა
მაზდა ცენტრი თეგეტამ, რომელიც იაპონური ბრენდის, Mazda-ს, ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში, გლობალური პარტნიორისგან საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მიიღო. კომპანიამ აღიარება მოიპოვა 2025 წლის განმავლობაში ბრენდის გაყიდვების მკვეთრი ზრდისა და ბაზრის გაფართოებაში განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე გამორჩეული მარკეტინგული კამპანიებისთვის.
კომპანიამ გასულ წელს რეკორდული რაოდენობის, 764, ავტომობილი გაყიდა, რაც 2024 წელს დაფიქსირებულ შედეგთან, 534 ერთეულთან, შედარებით 43%-ზე მეტით გაზრდილი მაჩვენებელია.
ფოტო: თეგეტა
ნოდარ ჭირაქაძე, მაზდა ცენტრი თეგეტას დირექტორი: “საქართველოში Mazda-ს ბრენდის რეკორდული გაყიდვების კიდევ ერთხელ დაფიქსირება ჩვენი გუნდის დიდი შრომის, ერთგულებისა და სწორად დასახული სტრატეგიის შედეგია. წარმატების მიღწევაში დაგვეხმარა ისიც, რომ გასულ წელს ბაზარზე ახალი მოდელიც — CX60 Plug-in Hybrid — შემოვიყვანეთ, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა Mazda-ს ფლაგმანი მოდელის, CX5-ის, გაყიდვები. ეს წარმატება არა მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებლებზე აისახა, არამედ ბრენდის პოზიციონირებაზეც. გლობალურ რუკაზე დღეს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ვართ. გვაქვს ამბიცია, რომ აღნიშნული დინამიკა შევინარჩუნოთ, ახალ სეგმენტებში შევიდეთ და ბაზარზე ჩვენი წილი კიდევ უფრო გავზარდოთ“.
Mazda ბრენდის საუკეთესო დისტრიბუტორებს უკვე 30 წელზე მეტია, ყოველწლიურად აჯილდოებს. ჯილდო ენიჭება იაპონური ბრენდის იმ წარმომადგენლობებს, რომლებიც წლიურ ჭრილში (YOY) გაყიდვების მკვეთრ ზრდას აჩვენებენ და რეალიზაციის კუთხით გამორჩეულ შედეგებს აღწევენ. შერჩევის პროცესში ასევე ფასდება მარკეტინგული აქტივობები და ინიციატივები, რომლებიც ბაზარზე ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებას უწყობს ხელს.
საბა მჭედლიშვილი, მაზდა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის ხელმძღვანელი: “ეს ჯილდო ჩვენთვის Mazda-ს მხრიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა. გარდა გაყიდვების ზრდისა, ამ წარმატებაში დიდი წვლილი მარკეტინგული მიმართულებით განხორციელებულმა კამპანიებმაც შეიტანა. განსაკუთრებით გამოვყოფდი კამპანიას ტოჩინოშინის მონაწილეობით, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ გლობალურად, Mazda-ს მხრიდანაც. ჩვენმა პარტნიორმა ის ერთ-ერთ საუკეთესო მარკეტინგულ აქტივობად დაასახელა. ვფიქრობთ, ეს აღიარება სწორმა სტრატეგიამ და შედეგებზე ორიენტირებულმა მიდგომამ განაპირობა. მიმდინარე წლისთვისაც ვგეგმავთ საინტერესო კამპანიებს, რომლებიც საქართველოში ბრენდის პოზიციონირებას კიდევ უფრო გააძლიერებს“.
მაზდა ცენტრი თეგეტამ აღნიშნული ჯილდო უკვე მეოთხედ მოიპოვა.
Mazda-მ ის საუკეთესო დისტრიბუტორებს შორის პირველად 2020 წელს დაასახელა. საუკეთესო დისტრიბუტორებს შორის მაზდა ცენტრი თეგეტას ხშირად დასახელება კომპანიის სტაბილური ზრდისა და ძლიერი ოპერაციული შედეგების დასტურია. მისი წარმომადგენლების განცხადებით, პარტნიორისგან საერთაშორისო აღიარება გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა, რათა განვითარება და სწრაფი ზრდა მომავალშიც ასეთივე შემართებით განაგრძონ.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია მაზდა ცენტრი თეგეტა ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და სერვისსაც სთავაზობს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები