Radiohead-ის ჯონი გრინვუდი მელანიას დოკუმენტური ფილმიდან მუსიკის ამოღებას ითხოვს
Radiohead-ის წევრი, ჯონი გრინვუდი და რეჟისორი პოლ თომას ანდერსონი ითხოვენ, რომ მუსიკის მონაკვეთი მათი 2017 წლის ფილმიდან Phantom Thread, ამოღებულ იქნას მელანია ტრამპის Amazon-ის დოკუმენტური ფილმიდან.
მუსიკოსის განცხადებით, რომელმაც დენიელ დეი-ლუისის მონაწილეობით შექმნილი ფილმის საუნდტრეკი დაწერა, მუსიკის გამოყენება არღვევს მის, როგორც კომპოზიტორის, კონტრაქტს.
ჯონი გრინვუდი
ფოტო: Getty Images
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ Phantom Thread-იდან ერთ-ერთი მუსიკალური ნაწარმოები გამოყენებულია მელანიას დოკუმენტურ ფილმში", — ნათქვამია გრინვუდისა და ანდერსონის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც Variety-მ მოიპოვა.
მისმა იურისტებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გრინვუდს საუნდტრეკის საავტორო უფლება არ ეკუთვნის, ფილმის დისტრიბუტორმა, Universal-მა, "ჯონი არ ჩართო ამ მუსიკის მესამე მხარის მიერ გამოყენების პროცესში, რითაც კომპოზიტორის კონტრაქტი დაარღვია". ამის გამო, ჯონი გრინვუდმა და პოლ თომას ანდერსონმა მოითხოვეს აღნიშნული მუსიკის ამოღება დოკუმენტური ფილმიდან.
ფილმში გამოყენებულია გრძელი მონაკვეთი სიმღერიდან Barbara Rose. ეს სიმღერა Radiohead-ის გიტარისტმა სპეციალურად ანდერსონის ფილმისთვის დაწერა.
დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც ბრეტ რატნერია, პირველი ლედის ცხოვრებას ასახავს. გამოსვლის შემდეგ, ორ უიქენდზე ფილმმა შიდა ბაზარზე 13.35 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და სალარო პროგნოზებს გადააჭარბა, ნაწილობრივ ორგანიზებული რესპუბლიკელი ქალების ჯგუფების წყალობით, რომლებმაც მაყურებლის მნიშვნელოვანი ნაწილი შეადგინეს.
ფილმში მელანია ტრამპი სტილისტებს, ინტერიერის დიზაინერებსა და პოლიტიკურ მოკავშირეებს ხვდება, საბოლოოდ კი ხელჩაკიდებული ჩანს მეუღლესთან ერთად მისი ფიცის დადების ცერემონიაზე.
მელანია ტრამპი
ფოტო: Getty Images
მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აჩვენა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან სრულად აანაზღაუროს ის 40 მილიონი დოლარი, რომელიც Amazon MGM Studios-მა პროექტის შესაძენად გადაიხადა. გავრცელებული ინფორმაციით, Amazon-მა ფილმის მარკეტინგზე დამატებით 35 მილიონი დოლარი დახარჯა. მიიჩნევა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დოკუმენტური ფილმია ისტორიაში.
ფილმის მაღალი ბიუჯეტის გამო, ინდუსტრიაში გაჩნდა ვარაუდები, რომ Amazon-მა პროექტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაახლოების მიზნით შეიძინა.
პროექტი ასევე ნიშნავს პიკის საათის რეჟისორის, ბრეტ რეტნერის, კინოში დაბრუნებას. რეტნერი 2017 წელს, სექსუალური ძალადობის არაერთი ბრალდების შემდეგ, ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად.
ასევე ნახეთ: მელანია — ყველაზე ძვირი დოკუმენტური ფილმი და მისი პირველი შედეგები
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები