ნანა სანდერი

3 Feb. 2026, 13:23

"მადლობა მათ, ვინც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გულთან მიიტანა. ჩემი განცხადების შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების მხრიდან რაღაც საკითხების გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა კვლავ არ მაქვს ორთოპედიული მატრასი. ცდილობენ, რომ ტკივილები, რომლებიც მაწუხებს ფსიქიატრიულთან დააკავშირონ. შემომიყვანეს ფსიქიატრი, ადამიანი, რომელიც ნინო დათაშვილს შეშლილად აცხადებდა და ცდილობდა, მისთვის ძალით ემკურნალა. ახლა კი ჩემს მიმართ ხორციელდება მუქარა. ასევე, საჭმელი 2 "სმენაა" არ მომეწოდება. ბადრაგმა კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა.

სასამართლომ უნდა მომისმინოს, ვეგანი ვარ და ვეგანური საკვები უნდა მომეწოდოს. ჩემი განცხადებების შემდეგ ჩემს მიმართ განწყობები შეცვლილია. მეუბნებიან, რომ ჩემთვის საჭმელი არ არის, ეს არაადამიანური მოპყრობაა. ბადრაგმა მითხრა, რომ უზრდელი და ქუჩიდან მოყვანილი ვარ."

განაცხადა დაკავებულმა სამოქალაქო აქტივისტმა, ნანა სანდერმა სასამართლო პროცესზე.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მარიამ მეყანწიშვილის, ნანა სანდერისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ნანა სანდერს ბრალად ჯგუფური ძალადობის დაორგანიზება და "საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ" მოწოდება ედება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები

რუსეთმა ურალში ახალი, გასაიდუმლოებული სამეთაურო ბუნკერი ააშენა, რომელიც "პერიმეტრის" სახელით ცნობილ საპასუხო ბირთვული…