"გაშიშვლებას მთხოვდნენ, გერმანული გვარის გამო მეძახდნენ ფაშისტს და მოღალატეს" — ნანა სანდერი ციხეში შიმშილობის დაწყებას აანონსებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს. ნანა სანდერმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჯანმრთელობის პრობლემებზე და ციხის ადმინისტრაციისგან არასათანადო მოპყრობაზე ისაუბრა.
სანდერის განმარტებით, მას სახსრების და გულის პრობლემები აქვს და ტკივილებით იტანჯება. ბრალდებულის ინფორმაციით, ციხის ადმინისტრაციამ დაკავებიდან 4 თვის მანძილზე მას საჭირო მედიკამენტები ვერ მიაწოდა. სანდერმა ციხის ადმინისტრაციისგან არასათანადო მოპყრობაზე ისაუბრა — "ადმინისტრაციის ხუთი ადამიანი მთხოვდა გაშიშვლებას, რაც არის შევიწროება, გერმანული გვარის გამო მეძახდნენ ფაშისტს და მოღალატეს".
სანდერმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს მიმართა, თუ დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებენ, მედიკამენტების გარეშე, მშრალ შიმშილობას დაიწყებს.
"მე შარშან 24 ნოემბერს ჩამოვედი გერმანიიდან ქართველი ხალხის ხმის უფლების დასაცავად, რადგან არჩევნები გაყალბდა, საზღვარგარეთ მყოფ ასობით ათას მოქალაქეს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, დაირღვა საყოველთაობის პრინციპი, გაყალბდა არჩევნები, ამის მტკიცებულება გვაქვს. შესაბამისად, ეს მთავრობა არალეგიტიმურია, სახელმწიფო მიტაცებულია.
ვიდექი ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე, ჩემ მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელდა ძალადობა, წელში ჩამარტყეს წიხლი. როგორც დანარჩენ მოქალაქეებზე, ჩემზეც გამოიყენეს ქიმიური იარაღი. ამ იარაღის გამოყენების შედეგად, იგივე სიმპტომები მაქვს, რაზეც საუბრობენ ადამიანები, რასაც ვისმენ ტელევიზორით.
უსწრაფესად გამიუარესდა მხედველობა, მაქვს სახსრების პრობლემები, გულის პრობლემები. ზურგის და წელის ტკივილები. ამას დამატებით, ეს ქიმიური იარაღის გამოყენებასთან არ არის კავშირში, მაქვს D ვიტამინის ნაკლებობა. ციხეში იცოდნენ, რომ მე მაქვს ამ ვიტამინის ნაკლებობა. ასევე იცოდნენ, რომ ვარ ვეგანი და მოვითხოვე D ვიტამინის დანიშვნა, მაგრამ მეოთხე თვეა, D ვიტამინიც არ მიმიღია.
მაქვს სახსრების ტკივილი, წელის, გულის ტკივილი, გულის უკმარისობა თუ არ ვიცი, რა ჰქვია, კარდიოგრამაც არ გადამიღეს. 8 საათი მიწევდა ციხის ლეიბზე წოლა, ეს იყო ტანჯვა. ტანჯვის ატანა წამებაა. ახლა იმიტომ, რომ D ვიტამინის ნაკლებობა მაქვს 14 საათი ტკივილში მძინავს. ტკივილის ტანჯვას გავდივარ, ამას ემატება ყოველდღიურად გაუარესებული გულის პრობლემები, D ვიტამინი არ მაღირსეს მე-4 თვეა. ერთადერთი, დეკემბრის შუა რიცხვებში ექიმმა მომატყუა და მომიტანა არავეგანური წამალი და მე ის წამალი არ მიმიღია.
ერთი თვეა, ვიტანჯები ტკივილით, მაგრამ ექიმის ვარაუდით ყბა მივარდება სახსრიდან, კვების დროს ვიტანჯები ტკივილით, რენტგენიც არ გადაუღიათ. ასევე დამისივდა ყბა და მხოლოდ 5 დღე ვიღებდი ანტიბიოტიკს. არც რენტგენი და არც კარდიოგრამა არ გადაუღიათ. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დამეწყო თითების დაავადება, ვითხოვდი დერმატოლოგს და არ მაღირსეს. იმ მატრასზე ჩემი წოლა არ შეიძლება. გერმანიაში ორთოპედიულ მატრასზე ვწევარ.
მე დავასრულე ციხის დირექტორთან, ექიმებთან და ექთნებთან საუბარი — თუ დღესვე დაუყოვნებლივ არ გამათავისუფლებთ, დავიწყებ მშრალ შიმშილობას, მედიკამენტების გარეშე. ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ჩემ მიმართ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული. ადმინისტრაციის ხუთი ადამიანი მთხოვდა გაშიშვლებას, რაც არის შევიწროება, გერმანული გვარის გამო მეძახდნენ ფაშისტს და მოღალატეს," — განაცხადა სანდერსმა სასამართლო პროცესზე. (წყარო "პუბლიკა")
ნანა სანდერს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის დაორგანიზება და "საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ" მოწოდება.
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
კომენტარები