ნახეთ: Stranger Things-ის მეხუთე სეზონის ტრეილერი გამოვიდა
ფოტო: Netflix
ყურადღება, წითელი კოდია, ჰოუკინსი ბოლო ეპიკური ბრძოლისთვის ემზადება.
სამწლიანი პაუზის შემდეგ, Stranger Things ნანატრი მეხუთე სეზონით გვიბრუნდება. ნეტფლიქსმა სულ ახლახან სერიალის ფინალური სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა.
ტრეილერი მაიკისა და ილევენის დიალოგით იწყება. "ჩვენ, ძალიან მალე, ყველა შესაძლო იმედს დავკარგავთ...გაჭედილები ვართ...ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს",— ამბობს მაიკი.
ტრეილერიდან ვიგებთ, რომ ილევენის ძალები საგრძნობლად გაიზარდა, ვინაიდან მომდევნო სცენაში ის ღობიდან ღობეზე უმარტივესად ხტება, ხოლო გიგანტური ლოდებს მსუბუქად ისვრის. მაქსი ჯერ კიდევ კომაშია, ხოლო ჰოუკინსის ლაბორატორია ისევ მთავარი სამიზნეა. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალ სეზონში Stranger Things-ის ორიგინალი ბოროტმოქმედები — დემადოგები და დემაგორგონები — ბრუნდებიან.
კადრი Stranger Things-ის მეხუთე სეზონიდან
ფოტო: Netflix
ამასთანავე, ერთ-ერთ სცენაში, ჯონათანი და ნენსი კადრში ტირიან, რაც, შესაძლოა, რამდენიმე მთავარი პერსონაჟის სიკვდილზე მიანიშნებდეს, ამავდროულად, ბრძოლის ველზე ახალი პერსონაჟი, ექიმი კეი, ჩნდება,რომლის როლი ფილმ ტერმინატორის ვასკვლავმა, ლინდა ჰამილტონმა, მოირგო.
მეხუთე სეზონის ტრეილერის ბოლოს ვიგებთ იმასაც, რომ უილი ვეკნას გეგმებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. "უილ, შენ დამეხმარები. კიდევ ერთხელ...ბოლოჯერ", — მიმართავს მას ვეკნა.
კადრი Stranger Things-ის მეხუთე სეზონიდან
ფოტო: Netflix
იმის გათვალისწინებით, რომ სერიალი უილის სამყაროს თავდაყირა დატრიალებით დაიწყო, ლოგიკურია, რომ მან ბოლო სეზონში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშობს. რას ითხოვს ვეკნა უილისგან, ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება მსახიობებს, მთავარი გმირების უმეტესობა მეხუთე სეზონშიც დაბრუნდა. მათ შორის არიან: მილი ბობი ბრაუნი, ფინ ვოლფჰარდი, ვაინონა რაიდერი, ქეილებ მაკლაფლინი, მაია ჰოუკი, ჯო კირი, დევიდ ჰარბორი და სხვ.
კადრი Stranger Things-ის მეხუთე სეზონიდან
ფოტო: Netflix
გარდა ამისა, სერიალის ბოლო სეზონში ოთხ ახალ პერსონაჟს ვიხილავთ. მათ შორის არიან — ჯეიკ კონელი, ნეილ ფიშერი, ალექს ბრონქსი და ფილმ ტერმინატორის ვასკვლავი ლინდა ჰამილტონი.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს დაწყებული სერიალი, წელს — მეხუთე სეზონით დაგვირგვინდება. როგორც მეოთხე სეზონი, ისიც რამდენიმე ნაწილად გამოვა. პირველი ნაწილის ნახვას 26 ნოემბერს შევძლებთ, მეორე ნაწილს 25 დეკემბერს, ხოლო ფინალურ ეპიზოდს — ახალი წლის ღამეს.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები