John Smith Fellowship და Chevening-ის სტიპენდიატები ნიკოლოზ შურღაიას მხარდამჭერ წერილს ავრცელებენ
John Smith Fellowship და Chevening-ის სტიპენდიატები ყოფილ ბანკირის, ნიკოლოზ შურღაიას მხარდამჭერ წერილს ავრცელებენ. მათი განმარტებით, შურღაიას დაკავების მიზეზად დასახელებული "ტრანსპორტის მოძრაობის ხელის შეშლა" პოლიტიკურად მოტივირებულია. პეტიციის ხელმომწერები შურღაიას და ყველა დაკავებული დემონსტრანტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
"ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი ჩივნინგის და ჯონ სმიტის სტიპენდიატები ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ ფინანსისტისა და სამოქალაქო აქტივისტის, ნიკოლოზ შურღაიას დაკავების გამო, რომელიც 2025 წლის 22 ოქტომბერს თბილისში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს.
ნიკოლოზ შურღაია ცნობილია თავისი პრინციპული პოზიციით საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით.
22 ოქტომბრის დემონსტრაციაში მონაწილეობა ჟურნალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან და მოქალაქეებთან ერთად, იყო მშვიდ ობიანი შეკრების უფლების ლეგიტიმური განხორციელება.
მისი დაკავების მოტივად დასახელებული "ტრანსპორტის მოძრაობის ხელის შეშლა" გადაჭარბებულ და პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებად მიგვაჩნია, განსაკუთრებით 2025 წელს საქართველოში არსებული რეპრესიების ფონზე.
ჩვენ ღრმად გვაშფოთებს აქტივისტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ხმების მიმართ თვითნებური დაკავებების, სასამართლო დევნისა და სადამსჯელო ზომების გამოყენების მზარდი ტენდენცია. ნიკოლოზ შურღაიას, ისევე როგორც სხვა გამოჩენილი პირების, მათ შორის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება, მიუთითებს დემოკრატიული სტანდარტების დარღვევასა და განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობაზე.
როგორც ლიდერობის პროგრამების კურსდამთავრებულები, რომლებიც დემოკრატიულ მმართველობას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას ემსახურებიან, სოლიდარობას ვუცხადებთ ნიკოლოზ შურღაიას და ყველა იმ პირს, ვინც მშვიდობიანი პროტესტის გამო უკანონოდ არის დაკავებული. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:
— დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ნიკოლოზ შურღაია და მშვიდობიანი დემონსტრაციის ყველა დაკავებული მონაწილე;
— უზრუნველყოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესებში;
— შეასრულოს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში.
მოვუწოდებთ დიპლომატიურ მისიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კურსდამთავრებულთა ქსელებს, ყურადღებით დააკვირდნენ ამ საქმეს და დაიცვან სამოქალაქო სივრცე საქართველოში. ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების სანდოობა და მისი ევროპული მისწრაფებები დამოკიდებულია მოქალაქეთა სამართლიან და კანონიერ მოპყრობაზე", — წერია განცხადებაში.
წერილს ხელს აწერენ:
მორეტა ბობოხიძე,
ირაკლი ლაითაძე,
ლელი ჭელიძე,
ოლესია ვართანიან,
თამარ ხუნწარია,
დავით მაღრაძე (Chevening 2007-2008, John Smith Fellow 2004),
ქეთა ბადაშვილი,
იდა ბახტურიძე,
სერგო ვაშაყმაძე,
ეკატერინე სხილაძე,
ნინი გოგიბერიძე,
ნინო ორჯონიკიძე,
მარიამ უბერი,
გიორგი ონიანი,
ანა ქებაძე,
ნინო სარიშვილი,
ეთუნა მუნჯიშვილი,
მარიამ ზაბახიძე,
ქეთევან მურუსიძე,
ნათია ჭანკვეტაძე,
ლინა ღვინიანიძე,
ლევან ფავლენიშვილი (Chevening Fellow 2020/2021),
მაკა გურეშიძე,
ირინა მამულაშვილი,
გვანცა მელაძე,
კახა ხიმშიაშვილი (Chevening 1994-1995),
ეკატერინე მაჭავარიანი,
ნინო ნანიტაშვილი (Chevening 2019-2020),
ლუკა ხიმშიაშვილი (Chevening 2021-2022),
ნინო ლეკიშვილი ( chevening 202-23),
საბა ბრაჭველი (Chevening 2018-19).
ფინანსისტ ნიკა შურღაიას, რომელიც პოლიციამ 22 ოქტომბერს გზის გადაკეტვის ბრალებით დააკავა, 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
ნიკა შურღაია 2021-2023 წლებში ის "პაშა ბანკის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი;
2005-2008 წლებში — ლონდონში, EBRD-ის საფინანსო ინსტიტუტების ჯგუფში ძირითადი ბანკირი;
ნიკა შურღაია 2008-2009 წლებში თბილისში, VTB ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა; ხოლო 2009-2011 წლებში მას მინსკის Belarusky Narodny Bank-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციები ეკავა.
ნიკა შურღაია 2012-2014 წლებში ბაქოში, Rabitabank-ის გამგეობის თავმჯდომარე იყო, ხოლო 2016-2020 წლებში — Yelo Bank-ის.
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან
გადახედვა
-
სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
კომენტარები