რეზო კიკნაძე

6 Oct. 2025, 12:05

"ჩემთვის ყველაზე საშინელი ხალხის ის ნაწილია, ვინც მორალურ პედესტალზე ადის და თითებს იშვერს, რატომ ესროლე რაღაც რუს მსახურთო. ომში ვართ და ომი შიშველი ხელებით და ერთ ადგილზე დგომით არ ხდება. ყველა საბრძოლოდ უნდა აღიჭურვოს და ისე გამოვიდეს სახლიდან იმ განწყობით, რომ თავს შესწირავს ქვეყნის დაცვას ამ ფულზე გაყიდული ნიღბიანებისგან.

არანაირ შენობაში ჩვენ არ შევჭრილვართ და არ ვიჭრებით - ჩვენ, ჩვენი კუთვნილი შენობების დაკავებას ვცდილობთ. ოღონდ ვეცადოთ ერთიანი განწყობით.

შეტევა და მხოლოდ შეტევა.

ბურთი იმათ მხარესაა და გოლი გვაქვს გასატანი, ის ბურთი კი ჩვენ გვეკუთვნის და არა იმათ. ჰოდა დავიბრუნოთ, რაც მიიტაცეს.

რევოლუციას, ანარქიას და ამბოხს უნიათო და მოღალატე მთავრობა თავად უწყობს საკუთარ თავს ეს ყველამ იცოდეთ. მტერს დავხვდეთ მტრულად.

იმისთვის თუ გამოხვალთ, რომ მეტროს ჩაასწროთ არაფერი გამოვა მეგობრებო, მაშინ სულ ნუ გამოდიხარ. დღეს თუ არ გამოხვალ, მერე სხვას ნუღარავის ნურაფერს დააბრალებ, არ გაქვს უფლება.

არ შეშინდე გაბრაზდი, ნუ ეძებ დამნაშავეს, ეძებე გამოსავალი.

ისე ზოდელავა, რომ ბოლომდე დარჩა და მარტო იდგა ბოლოს პარლამენტის წინ, ხალხი კი სახლში იყო წასული, ცოტა ტეხავს მაგ დროს ხელი ზოდელავასკენ გაიშვირო და ბრალი დასდო რამეში.

დღეს გამოდით ასობით ათასნი და მშვიდობა აღარ მიხსენოთ, ამათთან. მე პირადად საერთოდ აღარ მაქვს იმედი, რომ ამათ მოვიშორებთ, ვინაიდან ერთმანეთს ვჭიჭკნით ნაცლად იმისა, რომ ეს ბრაზი მთლიანად იქით მივმართოთ საითაც მისამართია. უიმედობის ფონზეც ყოველდღე გამოვიდოდი საომრად მანდ რომ ვიყო. დამაჯერეთ, რომ ვცდები.

ერთადერთი რაშიც ვაკრიტიკებ ე.წ. ორგანიზატორებს ისაა, რომ აღჭურვილობა, აბჯრები, მაღალი ხარისხის აირწინაღები და ისეთი საშუალებები არ დაურიგეს აქციის მონაწილეებს, რაც იმათ ფარებს და აბჯრებს გატეხდა. ეგრე სადაა ჩვენ შიშველი ხელებით ვიყოთ და ისინი მომზადებულნი ყველანაირად.

უდიდესი მადლობა ჟურნალისტებს — ყველანი მეამაყებით.

სოლიდარობა ყველას ვინც გუშინ დაიჭირეს.

P.S. ჰო, კიდე ვინც იბრძოდა იმათ, რომ პროვოკატორს ეძახით ვიღაც-ვიღაცები ცოტაში საცოდაობაა. ჩამოდით მაგ მორალური პედესტალიდან და პრაქტიკულად შეხედეთ ვითარებას.

ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით არაფერი გამოვა, ფიზიკური ბრძოლაა საჭიროა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
  5. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა

Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელმა ბრიტანეთის ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ინსტიტუტის (AISI) მიერ…