The Guardian: "პროპაგანდის მეგაფონად" წოდებული "TV იმედის" მფლობელი კომპანია ლონდონშია
"პროპაგანდის მეგაფონად" წოდებული ქართული მაუწყებლის მფლობელი კომპანია ლონდონშია" — ასე ჰქვია The Guardian-ის სტატიას, რომელშიც "TV იმედის" პრორუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდაზეა საუბარი.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის დეზინფორმაციის მონიტორინგის განყოფილება "TV იმედს" "საქართველოს ევროკავშირისაკენ მისწრაფებების დამანგრეველი პროპაგანდის მეგაფონად" მოიხსენიებს. თავის მხრივ, "TV იმედი" კი დეზინფორმაციის მონიტორინგის ჯგუფს ფაქტობრივი უზუსტობების და სარედაქციო ხაზის არასწორ ინტერპრეტაციაში სდებს ბრალს.
"ლონდონის ცენტრში, ბელგრეივიას პონტის ქუჩაზე, ელეგანტურ ედვარდიანული სტილის სახლის პირველ სართულზე, რომლის ქვემოთაც ღვინის მაღაზია Jeroboams-ის მწვანე ტენტია, მდებარეობს ოფისი. გარედან იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია — მხოლოდ პატარა წარწერაა ზარზე. როცა მიმდინარე კვირაში კარზე ზარი დავრეკეთ, არავინ გააღო.
ეს არის Hunnewell Partners-ის იურიდიული მისამართი, რომელიც საკუთარ თავს ახასიათებს, როგორც "კერძო კაპიტალისა და სასამართლო დავების დაფინანსების ფირმას".
კომპანია ასევე არის ტელეკომპანია "TV იმედის" მფლობელი — მაუწყებლისა, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის დეზინფორმაციის მონიტორინგის განყოფილება "საქართველოს ევროკავშირისაკენ მისწრაფებების დამანგრეველ პროპაგანდის მეგაფონად" მოიხსენიებს. მათივე შეფასებით, "იმედი" მმართველი პარტიის ყველაზე ძლიერი პროპაგანდისტული მანქანაა, რომელიც დაჟინებით ავრცელებს ანტიდასავლურ რიტორიკას და იმეორებს კრემლის სტილის დეზინფორმაციას.
Hunnewell Partners აცხადებს, რომ "TV იმედი-ის" აქტივების მხოლოდ მცირე ნაწილს ფლობს და არხს სარედაქციო დამოუკიდებლობა აქვს. თავის მხრივ, "TV იმედი" ევროკავშირის დეზინფორმაციის მონიტორინგის ჯგუფს ბრალს სდებს ფაქტობრივი უზუსტობების და სარედაქციო ხაზის არასწორ ინტერპრეტაციაში. არხი ანტიდასავლურობას და პრორუსულობას უარყოფს," — აღნიშნულია სტატიაში.
The Guardian-ის შეფასებით, საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ მომენტში "TV იმედი" უარყოფით როლს თამაშობს, ხელს უწყობს იმ რეჟიმის გამაგრებას, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და დასავლეთის მთავრობები — მათ შორის, აშშ, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა — უფრო და უფრო ავტორიტარულად აფასებენ.
გაერთიანებულ სამეფოში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებმა, მათ შორის ლეიბორისტმა დეპუტატმა ბლერ მაკდუგალმა, რომელიც ახლახან დაინიშნა მინისტრად, მთავრობას მოუწოდა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.
ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი აცხადებს, რომ უკვე თვეებია დიდი ბრიტანეთისგან მოითხოვს, რომ ივანიშვილს, მისი გარემოცვას და "TV იმედის" მფლობელ ირაკლი რუხაძეს სანქციები დაუწესდეთ.
"Hunnewell Partners-ის კონტროლის ქვეშ "TV იმედი" გადაიქცა ქართული ოცნების პროპაგანდისტულ იარაღად, რომელიც იმეორებს პრორუსულ გზავნილებს და ესხმის თავს დემოკრატიულ ოპოზიციას. ამიტომაც მე თვეებია მოვითხოვ მთავრობისგან, რომ დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მის ახლობლებზე, მათ შორის ირაკლი რუხაძეზე, რომელიც Hunnewell Partners-ის თანადამფუძნებელია," — აცხადებს ჯეიმს მაკკლირი.
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
კომენტარები