"რეჟიმმა "რუსთავი 2" საბოლოოდ TV იმედისა და POS TV-ს კლუბში გააფორმა" — გახარიას პარტია რ2-ის განცხზადებაზე
"რეჟიმმა "რუსთავი 2" საბოლოოდ TV იმედისა და POS TV-ს კლუბში გააფორმა" — ასე ეხმაურება პარტია გახარია საქართველოსთვის რუსთავი 2-ის გადაწყვეტილებას, რომ აღარ გააშუქოს ექსპრემიერის პარტიის აქტივობა, ვიდრე მისი თანაგუნდელი ანა ბუჩუკური ბოდიშს არ მოიხდის.
არხის სახელით განცხადება გუშინ, 18 სექტემბერს ბაკურ ბაკურაძემ გაავრცელა. მისი განცხადება ანა ბუჩუკურის Facebook-პოსტს მოჰყვა, სადაც ოპოზიციონერი წერდა, რომ ნინო შუბლაძე "სააკაშვილის რეჟიმის დროს მაშინდელი პროპაგანდის მსახური" იყო, დღეს კი "ივანიშვილის რეჟიმის მსახურია".
გახარიას პარტიის განცხადებით, ეთერის დაბლოკვის მიზეზად დასახელებულია "კომიკური განმარტება, რომელიც ყველა სერიოზული ტელეკომპანიის იმიჯს დააზიანებდა".
პარტია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის ეს შეზღუდვა არღვევს ამომრჩევლის უფლებას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.
"ოცნების რეჟიმის მართვაში არსებული პროპაგანდისტული მედიასაშუალება "რუსთავი 2", რეჟიმის დაკვეთით, წინასაარჩევნო პერიოდში ტრადიციულად აგრძელებს ყალბ, დეზინფორმაციულ და ღირსების შემლახავ კამპანიას გიორგი გახარიას მისამართით,
განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გიორგი გახარია 4 წელია დაბლოკილი ჰყავთ ამავე ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში.
"რუსთავი2" წლების განმავლობაში, პირდაპირ ეთერში ბლოკავს ჩვენი პარტიის სხვა წევრებსაც, არ აშუქებს პარტიის საქმიანობას, მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში, განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნების წინ, ის სისტემატურად და თითქმის ყოველდღიურად იწვევს ნაციონალური მოძრაობის წევრებს და აშუქებს მათ აქტივობებს. ეს იმ ტრადიციების გაგრძელებაა, რასაც ამ ტელეკომპანიაში კარგად იცნობენ, რადგან ამ არხის დღევანდელ მენეჯმენტში მყოფი ადამიანების და ჟურნალისტების ნაწილი სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელისუფლებო რეჟიმს ემსახურებოდნენ და დღეს საკუთარი წარსულის დამალვას ცდილობენ მოქმედი რეჟიმის აგრესიული მსახურებით, რისი შეხსენებაც ხშირად ისტერიას იწვევს.
ტელეკომპანია იმედი-სა და POS TV-სგან განსხვავებით, რომლებიც ღიად ატარებენ პრო-სამთავრობო პროპაგანდულ სარედაქციო პოლიტიკას, "რუსთავი2" გუშინდლამდე ცდილობდა მოქალაქეების თვალში თავი ობიექტურ მედიასაშუალებად გაესაღებინა.
გუშინ "რუსთავი 2"-მა, რეჟიმის შეკვეთით, ოფიციალურად გაავრცელა განცხადება, რომ ღიად ბლოკავს პარტია "საქართველოსთვის" ეთერში გამოჩენას, რაც ამ ტელეკომპანიას არ გაუკეთებია არცერთი სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის — მათ შორის "ნაცმოძრაობის" მიმართ. აღნიშნული ნათლად აჩვენებს რეჟიმის პროპაგანდის ინტერესებს, რომლისთვისაც ჩვენი პოლიტიკური პარტიის ღია ეთერებში გამოჩენა მათთვის პოლიტიკური საფრთხეების მატარებელია.
ეთერის დაბლოკვის მიზეზად დასახელებულია კომიკური განმარტება, რომელიც ყველა სერიოზული ტელეკომპანიის იმიჯს დააზიანებდა, თუმცა რეჟიმმა "რუსთავი 2" საბოლოოდ TV იმედი-სა და POS TV-ს კლუბში გააფორმა.
"რუსთავი 2"-ის ეს პოლიტიკა ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, ვესაუბროთ ამომრჩეველს და უარყოფს მათ უფლებას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები," — ნათქვამია პარტია გახარია საქართველოსთვის განცხადებაში.
ასევე იხილეთ:
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
კომენტარები