"შექმნილია შენთვის ოძეკის სტანდარტებით“ — მაზდა ცენტრი თეგეტას ახალი მასშტაბური კამპანია
ფოტო: თეგეტა
ინოვაცია, იაპონური სიზუსტე და ქართული მრავალფეროვნება — ამ პრინციპებს აერთიანებს მაზდა ცენტრი თეგეტას კამპანია, რომელმაც მიზნად დაისახა საზოგადოებისთვის არა მხოლოდ Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდის, არამედ ქართულ-იაპონური ისტორიის წარდგენაც.
Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდი ერთდროულად არის ეკომეგობრული და მძლავრი, ელეგანტური და უნივერსალური, უსაფრთხო და თავისუფალი. ავტომობილი საკუთარ დიზაინსა და ტექნიკურ მხარეში აერთიანებს იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ძალიან ჰგავს საქართველოს — ზღვისა და მთის სინთეზი, ქალაქის დინამიკა და ველური ბუნების თავისუფლება, ტრადიციის სიღრმე და ამავდროულად თანამედროვე ცხოვრების სტილი. ქართველებს უყვართ უკიდურესობები... კამპანიის მთავარი შინაარსიც სწორედ მათი ხასიათიდან გამომდინარეობს. მაზდა ცენტრი თეგეტამ კამპანიაზე კრეატიულ სააგენტო Quick-თან ერთად იმუშავა.
ფოტო: თეგეტა
კამპანიის მთავარი სახეა ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი — ქართველი ოძეკი, რომლის კარიერა და ცხოვრება იაპონურ-ქართული კავშირის ნამდვილი სიმბოლოა. კამპანიის მთავარ ვიდეორგოლში იაპონელ ინჟინრებს პირადად ტოჩინოშინი უზიარებს ქართველების საჭიროებებს: "ქართველებს სჭირდებათ ავტომობილი, რომელიც ჩვენს მრავალფეროვნებას მოერგება და ამავდროულად იაპონური სულით იქნება დამუხტული“.
Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდი სწორედ კამპანიის ვიდეოში გაჟღერებულ მოთხოვნებზეა აგებული. ის საშუალებას გაძლევს ქალაქში ელექტროენერგია გამოიყენო, ხოლო შორ მანძილზე გადაადგილებისას ჰიბრიდულ რეჟიმზე გადახვიდე. ავტომობილი აერთიანებს ეკომეგობრულობას, 327 ცხენის ძალას, SUV კლასის სიმტკიცესა და იაპონური ინჟინერიის გამორჩეულ სიზუსტეს.
ფოტო: თეგეტა
თუმცა კამპანიის მთავარი მესიჯი ტექნიკურ მონაცემებს სცდება. აქცენტი გაკეთებულია უნივერსალურობასა და იდეალურობაზე, კერძოდ, იმ ასპექტზე, რამდენად ზუსტად ერგება ავტომობილი ადგილობრივ საჭიროებებს. ასევე იმ მრავალფეროვნებაზე, რაც ქართულ ყოველდღიურობასა და ცხოვრების სტილს თან ახლავს.
"ეს ძალიან საინტერესო პროექტია. ვფიქრობ, არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობებისთვისაც მნიშვნელოვანია. ასეთი ინიციატივები აძლიერებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ურთიერთგაგებას და ქმნის ერთგვარ ხიდს, რომელიც აერთიანებს კულტურას, ინოვაციასა და საერთო სულისკვეთებას“, — აღნიშნავს ლევან გორგაძე, ტოჩინოშინი.
მაზდა ცენტრი თეგეტასთვის კამპანია მხოლოდ ახალი მოდელის ავტომობილის წარდგენასა და ტექნოლოგიურ სიახლეს კი არა, ბრენდის სწორად პოზიციონირებას და მისი იაპონური ფესვების წარმოჩენას ემსახურება. ის მრავალფეროვანი კონტენტისგან შედგება, სადაც იაპონური ინოვაცია და ქართული ხასიათი ერთობლივ კომბინაციაში მოდის.
ფოტო: თეგეტა
ვიდეორგოლში ტოჩინოშინი აცნობს იაპონელ ინჟინრებს ქართველების საჭიროებებს, ხოლო ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილ პრინტ-სერიაში CX-60-ის უნარები "სარკისეულ ისტორიებში“ ცოცხლდება, რაც ხაზს უსვამს ავტომობილის მრავალფეროვნებასა და მისი უნარების სრულყოფილებას. თითოეული კადრი წარმოაჩენს მოდელის ეკონომიურობასა და სისწრაფეს, სიმტკიცესა და კომფორტს, ტექნოლოგიურობასა და ელეგანტურობას, აჩვენებს, რომ მაზდას ახალი მოდელი მთლიანობაში არის როგორც უნივერსალური, ისე იდეალური, ქალაქის პირობებშიც და შორ მანძილზე მოგზაურობისასაც.
საბა მჭედლიშვილი, მაზდა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის მენეჯერი: "Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდის წარდგენა საშუალებას გვაძლევს, ქართველ საზოგადოებას არა მხოლოდ ახალი მოდელი გავაცნოთ, არამედ ვაჩვენოთ ისტორია, რომელიც მრავალფეროვანი და საინტერესოა. ეს ამბავი ქართულ-იაპონური ურთიერთობის, კულტურის, ტექნოლოგიისა და ინოვაციის შესახებაა. ამ ისტორიაში მთავარ როლს კი ტოჩინოშინი ასრულებს — ის კულტურული ხიდია ორ ქვეყანას შორის და გვახსენებს Mazda-ს იაპონურ ფესვებს, რომლებიც იდეალურად ერგება ქართულ ყოველდღიურობას.
აღსანიშნავია, რომ Mazda CX-60 პირველი დამუხტვადი ჰიბრიდია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის საშუალო ზომის SUV-ია, რომელიც შეფერხებების გარეშე მთელი საქართველოს მასშტაბით ყველგან მიგიყვანს, ეს გახლავთ ის მთავარი ხაზი, რომელიც კამპანიის ღერძად ვაქციეთ“.
ავტომობილი ერთი დამუხტვით 76 კმ-მდე გადის; 0%-100% დამუხტვა 2 საათსა და 20 წუთშია შესაძლებელი, ხოლო 20%-80% -ით — 1 საათსა და 30 წუთში.
ფოტო: თეგეტა
მაზდა ცენტრი თეგეტას ახალი კამპანია გამორჩეულია იმითაც, რომ ერთდროულად ბიზნესსა და კულტურულ სივრცეს აერთიანებს. ის ქმნის ისტორიას, სადაც ქართული მრავალფეროვნება და იაპონური სიზუსტე ერთმანეთს ავსებს. კამპანიის სლოგანი — "შექმნილია შენთვის ოძეკის სტანდარტებით“ — კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდი არის უკიდურესობებით გაჟღენთილი ავტომობილი, რომელიც უნივერსალურია ქართველებისთვის.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია მაზდა ცენტრი თეგეტა ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და სერვისსაც სთავაზობს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები