ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს 27 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მას შემდეგ მიუსაჯეს, რაც უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ იგი სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ხუთი მოსამართლიდან ოთხმა ბოლსონარო დამნაშავედ ცნო, ერთმა კი მის გამართლებას მისცა ხმა. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ის შეთქმულებას ხელმძღვანელობდა, რომელიც მიზნად, 2022 წლის არჩევნებში მარცხის შემდეგ, ბოლსონაროს ხელისუფლებაში დარჩენას ისახავდა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბოლსონაროს 2060 წლამდე საჯარო თანამდებობებზე კენჭისყრის უფლება აღარ ექნება.
ბოლსონარუოს, რომელსაც ბრაზილიის სასამართლომ მიმალვის რისკის გამო შინაპატიმრობა მიუსაჯა, პროცესის საბოლოო ეტაპს პირადად არ დასწრებია. მან აქამდე არაერთხელ თქვა, რომ სასამართლო პროცესი მიზნად ისახავდა მისთვის 2026 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვას — მიუხედავად იმისა, რომ მანამდე უკვე ჩამოშორებული იყო საჯარო თანამდებობებზე კენჭისყრას სხვა საქმეების გამო.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც, რომელმაც ბრაზილიის საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა, ბოლსონაროს წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დევნის საპასუხოდ განცხადება გააკეთა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ ეს "ძალიან მოულოდნელი" იყო და საკუთარ გამოცდილებას შეადარა: "ზუსტად ისევე, როგორც ჩემს წინააღმდეგ სცადეს. მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ."
ბოლსონარო, რომელიც ახლა 70 წლისაა, პრაქტიკულად დარჩენილ სიცოცხლეს ციხეში გაატარებს.
BBC-ის ცნობით, ბოლსონაროს ადვოკატები გეგმავენ სასჯელის შემცირება და მისი შინაპატიმრობაში დატოვება მოითხოვონ. მათ ასევე განაცხადეს, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ, თუმცა იურისტების თქმით, ეს რთული იქნება, რადგან სააპელაციო განხილვა, წესის მიხედვით, მხოლოდ მაშინ ხერხდება, თუ ხუთიდან ორი მოსამართლე მაინც გამამართლებელ განაჩენს უჭერს მხარს.
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია
გადახედვა
კომენტარები