ისრაელის საჰაერო თავდასხმამ ალ-ჯაზირას ხუთი ჟურნალისტის სიცოცხლე იმსხვერპლა
ფოტო: Al Jazeera
ალ-ჯაზირას ხუთი ჟურნალისტი, მათ შორის ცნობილი რეპორტიორი, ანას ალ-შარიფი, დაიღუპა ისრაელის მიზანმიმართული იერიშის შედეგად ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს მახლობლად.
შარიფი და კიდევ ერთი კორესპონდენტი, მოჰამედ ქრეიქე, ოპერატორებთან — იბრაჰიმ ზაჰერთან, მოჰამედ ნოუფალთან და მოამენ ალივასთან ერთად — ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ კარავში იმყოფებოდნენ საავადმყოფოს მთავარ კარიბჭესთან, როდესაც დარტყმა განხორციელდა, — განაცხადა ალ-ჯაზირამ.
"კვირას მომხდარი "მიზანმიმართული მკვლ
პრესისთვის განკუთვნილი კარავი ალ-შიფას საავადმყოფოსთან, რომელზეც იერიში ისრაელის საჰაერო ძალებმა მიიტანეს
ფოტო: Ebrahim Hajjaj/ Reuters
ელობა" იყო "კიდევ ერთი აშკარა და წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა პრესის თავისუფლებაზე", — ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.
მომხდარზე კომენტარი ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) გააკეთა და აღნიშნა, რომ საზოგადოება შეძრწუნებულია თავდასხმით.
ალ-ჯაზირას მოკლული ჟურნალისტი, მოჰამედ ქრეიქე
ფოტო: BBC
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურეს, რომ მიზანში ჰყავდათ შარიფი, რადგან, მათი თქმით, ის "ჰამასის ტერორისტული უჯრედის ხელმძღვანელი" იყო.
IDF ასევე აცხადებს, რომ მან "განახორციელა სარაკეტო შეტევები ისრაელის სამოქალაქო მოსახლეობაზე და IDF-ის ჯარებზე" და რომ ორგანიზაციამ მოიპოვა ჰამასის დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებს, რომ 2019 წელს შარიფი ჯგუფის ერთ-ერთ დანაყოფში იყო.
თუმცა CPJ აცხადებს, რომ ისრაელმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც ამ ბრალდებებს გაამყარებდა — "ეს არის ნიმუში, რომელიც არამხოლოდ მიმდინარე ომში, არამედ წინა ათწლეულებშიც გვინახავს: როგორც წესი, ჟურნალისტს კლავენ ისრაელის ძალები, შემდეგ კი აცხადებენ, რომ ის ტერორისტია, თუმცა ამტკიცებენ ამას ძალიან მცირე მტკიცებულებით," — განუცხადა BBC-ს CPJ-ის ხელმძღვანელმა, ჯოდი გინსბერგმა.
მოკლული ჟურნალისტი, ანას ალ-შარიფი
ფოტო: Al Jazeera
ალ-ჯაზირას მთავარმა რედაქტორმა, მოჰამედ მოავადმა BBC-ს უთხრა, რომ შარიფი აკრედიტებული ჟურნალისტი იყო და "ერთადერთი ხმა", რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს შეეძლო გაეგო, რა ხდებოდა ღაზის სექტორში.
ომის განმავლობაში ისრაელი საერთაშორისო ჟურნალისტებს ღაზაში თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს, რის გამოც ბევრი მედიასაშუალება ეყრდნობა ადგილობრივ რეპორტიორებს.
"ისინი საკუთარ კარავში იყვნენ, და არა ფრონტის ხაზზე,"— თქვა მოავადმა ისრაელის დარტყმის შესახებ.
"ფაქტია, რომ ისრაელის მთავრობა ცდილობს ჩაახშოს ნებისმიერი სახის გაშუქება ღაზის შიგნიდან," — აღნიშნა მან The Newsroom-ის ეთერში — "ასეთი რამ თანამედროვე ისტორიაში არ მინახავს."
Al Jazeera English-ის დირექტორმა, სალაჰ ნეგმმა BBC-ის Newsday-ის განყოფილებას უთხრა, რომ ალ-ჯაზირამ კარგად იცის თავისი ჟურნალისტების წარსული და კვალიფიკაცია, იცის "რა პროდუქტს გვაწვდიან და მას რამდენიმე წყაროს მიხედვით ვამოწმებთ, მათ შორის იმას, რასაც თქვენ აშუქებთ BBC-ში."
გასულ თვეში, ალ-ჯაზირას მედია ქსელმა — გაეროსა და CPJ-სთან ერთად — განცხადებები გაავრცელა, სადაც საზოგადოებას აფრთხილებდნენ, რომ შარიფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და მოითხოვდნენ მის დაცვას.
IDF-ის სპიკერმა, ავიხაი ადრაემ ივლისში X-ზე შარიფის ვიდეო გამოაქვეყნა და იგი ჰამასის სამხედრო ფრთის წევრობაში დაადანაშაულა.
გაეროს სპეციალურმა რაპორტიორმა გამოხატვის თავისუფლების საკითხებში, ირინე ხანმა, ამ ბრალდებას "დაუმტკიცებელი" და "ჟურნალისტებზე აშკარა თავდასხმა" უწოდა.
მაშინ მან აღნიშნა, რომ "იზრდება მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ ისრაელის არმიამ ღაზაში ჟურნალისტები მიზანმიმართულად მოკლა დაუსაბუთებელი ბრალდებით, რომ ისინი ჰამასის ტერორისტები იყვნენ."
ბოლო განცხადებაში IDF-მა თქვა, რომ შარიფი ჟურნალისტის ვინაობით ინიღბებოდა და ადრე უკვე "გაუმჟღავნებიათ დაზვერვის მონაცემები", რომლებიც მის სამხედრო კავშირზე მიუთითებდა, მათ შორის "ტერორისტული წვრთნების კურსების სიები."
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა IDF-მა ღაზაში ალ-ჯაზირას ჟურნალისტები მოკლა ჰამასთან კავშირის ბრალდებით — გასული წლის აგვისტოში ისმაელ ალ-ღული საჰაერო იერიშს ემსხვერპლა, როდესაც მანქანაში იჯდა — სოციალურ მედიაში გავრცელებულ შემზარავ ვიდეოში მისი მოკვეთილი თავი ჩანდა. ასევე დაიღუპა ოპერატორი რამის ალ-რიფი.
ალ-ღულის შემთხვევაში IDF-მა თქვა, რომ ის 2023 წლის 7 ოქტომბრის ჰამასის შეტევებში მონაწილეობდა, რაც ალ-ჯაზირამ კატეგორიულად უარყო.
CPJ-ის ცნობით, 2023 წლის ოქტომბერში ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 186 ჟურნალისტის სიკვდილი დადასტურდა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები