რეზო კიკნაძე

რეზო კიკნაძე

19 Jul. 2025, 17:15

"პირადად მე, რაც არ უნდა დამემართოს, ვცდილობ ხოლმე, რომ მედგრად ვიდგე, მაგრამ სხვებს როცა უსჯიან, სულ ტირილით ვსკდები. ასე მოხდა გუშინ. გუშინ ჩემ მეგობარს, ანრი კვარაცხელიას მიუსაჯეს. იშვიათია მასავით უბოროტო და ალალ-მართალი ადამიანი. ვიცი, ახლა თავის ემიგრანტ დედაზე ნერვიულობს. გთხოვთ, მისწეროთ წერილები და გაამხნეოთ — ეს მისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ვინც წერილს ვერ აგზავნის, აქ კომენტარებში გაამხნევეთ და შევუგზავნით. ახლა სხვადასხვა საკნებში ვართ და მეც ვეცდები, მივწერო. ანრი, ჩემი ძმა ხარ! მიყვარხარ! აქედან მალე გავალთ — ამაყად და ყველას გავცემთ პასუხს, ვინც უსამართლოდ მოგვექცა.

P.S. — თეა წულუკიანო, ნანუკას ფრჩხილადაც არ ღირხარ, შე ბოროტების სამარევ."

დაწერა სინდისის პატიმარმა რეზო კიკნაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 26 წლის ანრი კვარაცხელიას 4,5 წელი მიუსაჯა.

კვარაცხელიას გდდ-ს თანამშრომლისთვის ე.წ მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდნენ, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურის განმარტებით ეს "ქმედება" პოლიციელის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობდა და შესაბამისად საქმე სისხლის სამართლის 353-ე მუხლით განიხილებოდა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ანრი კვარაცხელიას საქმეში დაზარალებული პოლიციელი არ არსებობს. პროკურატურის მიერ წარდგენილ კადრებში, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის ფარგლებში, სამხარაულის ექსპერტიზამ განაცხადა, რომ ვიდეოში არსებული პირის ამოცნობა შეუძლებელია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  4. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს

ჩვენ მიერ დაფიქსირებული რენტგენული გამოსხივების მქონე კოსმოსური წყაროების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. საქმე ისაა, რომ…