შარდის ბუშტის ანთების სიმპტომები და მკურნალობა
ფოტო: Smartpharm
შარდის ბუშტის ანთება, რომელსაც სამედიცინო ტერმინოლოგიაში ცისტიტი ეწოდება, საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ის რამდენიმე მიზეზის გამო ვითარდება: ინფექციის, იმუნური სისტემის დაქვეითების ან შარდის ბუშტის სისტემის მექანიკური დაზიანების გამო.
ამასთან, თემატურად, საგულისხმოა, რომ ზღვის სეზონისა და კონდიცირების სისტემების გამოყენების პერიოდში, შარდის ცისტიტი განსაკუთრებით ხშირია. ამ დროს სხეული ხშირად განიცდის ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს: ორგანიზმი თბილ გარემოშია — მზეზე ყოფნისას ან ზღვაში ცურვისას, ხოლო შემდეგ პირდაპირ შედის გრილ, კონდიცირებულ სივრცეში. ეს ტემპერატურული სტრესი ასუსტებს იმუნურ სისტემას და ზრდის ინფექციების განვითარების რისკს.
როგორც წესი, ცისტიტის მკურნალობა შედარებით მარტივია და დიდ პრობლემასთან არ ასოცირდება; თუმცა, უყურადღებობის შემთხვევაში, შეიძლება გართულდეს და თირკმელებიც საგრძნობლად დააზიანოს. სწორედ ამიტომ, დიაგნოზის დროულად დასმა და მკურნალობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
ცისტიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია ბაქტერიული ინფექცია, ძირითადად Escherichia coli, რომელიც ნაწლავური მიკროფლორის ნაწილია. ბაქტერიები შარდსადენით აღწევს შარდის ბუშტამდე და ანთებას იწვევს. ეს შეიძლება მოხდეს ჰიგიენის წესების დარღვევის, დაუცველი სქესობრივი აქტის, გაციებისა და იმუნური სისტემის დაქვეითების შედეგად. ასევე, რისკფაქტორებია მჭიდრო ტანსაცმელი, შარდის დიდხანს შეკავება და ზოგიერთი კონტრაცეპტივის გამოყენება.
ცისტიტის ძირითადი სიმპტომები
ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება), როგორც წესი, რამდენიმე დამახასიათებელი სიმპტომით ვლინდება. პაციენტი ხშირად უჩივის ტკივილს შარდვის დროს, რომელიც შეიძლება იყოს მჭრელი ან წვისმაგვარი. ასევე, მატულობს შარდვის სიხშირე — მიუხედავად იმისა, რომ შარდის რაოდენობა მცირეა.
ზოგჯერ შარდს თან სდევს სისხლი და უსიამოვნო სუნიც აქვს. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ტკივილი მუცლის ქვედა არეში, წნევის შეგრძნება შარდის ბუშტის მიდამოში და ზოგადი სისუსტე. თუ ანთება მწვავედ მიმდინარეობს, შესაძლოა ტემპერატურამაც იმატოს, რაც ინფექციური პროცესის ნიშნად ითვლება.
როგორ ვუმკურნალოთ ცისტიტს?
მკურნალობა, პირველ რიგში, სწორი დიაგნოზის დასმით იწყება — ამისათვის შარდის ანალიზებსა და მიმდინარე სიმპტომებს ეყრდნობა ექიმი. თუ ინფექციური მიზეზი დადასტურდა, ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია, თუმცა სიმპტომური მკურნალობაც ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია წყლის დიდი რაოდენობით მიღება, რათა ბაქტერიები სწრაფად გამოიდევნოს ორგანიზმიდან.
მედიკამენტების თვალსაზრისით კი, საგულისხმოა, რომ ხშირად ინიშნება ეს ორი პრეპარატი: პროვაგი და პროიმუნოლაიფი. ორივე მათგანი მიმართულია დაავადების გამომწვევი ძირითადი მექანიზმების, ბაქტერიული ინფექციისა და იმუნური სისტემის სისუსტის წინააღმდეგ.
განვიხილოთ თითოეულის უპირატესობა:
პროვაგი არის პრობიოტიკსი, რომელიც შეიცავს სპეციალურად შერჩეულ ცოცხალ ლაქტობაცილებს (Lactobacillus spp.). ეს ბაქტერიები ბუნებრივად ქმნის ჯანმრთელ ვაგინალურ მიკროფლორას და ინარჩუნებს მჟავე გარემოს, რაც ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების — მათ შორის, E. coli-ის — გამრავლებას.
ზოგადად, ნაწლავური ბაქტერია, ვაგინალური დისბალანსის ფონზე, მარტივად აღწევს შარდსადენში. პროვაგი კი ლაქტობაცილების ბალანსს აღადგენს და ბუნებრივ ბარიერს ქმნის ინფექციის წინააღმდეგ.
ამასთან, ცისტიტის მკურნალობისას ხშირად ინიშნება ანტიბიოტიკები, რომლებიც ვაგინალურ მიკროფლორასაც აზიანებს. ასეთ შემთხვევაში, პროვაგი ხელს უშლის კანდიდოზისა და ანტიბიოტიკთან დაკავშირებული სხვა გართულებების განვითარებას.
ხოლო რეციდივების შემთხვევაში, პროვაგის გამოყენება ხელს უშლის ინფექციის ხელახლა აღმოცენებას, ვინაიდან ინარჩუნებს მიკროფლორის ფიზიოლოგიურ ბალანსს.
რაც შეეხება პროიმუნოლაიფს, ეს არის კომპლექსური იმუნომოდულატორი, რომელიც შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ვიტამინ C-ს, თუთიას და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. მისი დანიშნულება ცისტიტის დროს უკავშირდება ორგანიზმის ბუნებრივი დაცვის გაძლიერებას. კერძოდ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცისტიტი ხშირად ვითარდება იმუნური სისტემის დაქვეითების ფონზე. პროიმუნოლაიფი კი აძლიერებს უჯრედულ და ჰუმორალურ იმუნიტეტს, რაც ორგანიზმს ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.
იმავდროულად, მისი შემადგენელი ანტიოქსიდანტები ამცირებს ანთებით პროცესს შარდის ბუშტის სისტემაში, რაც ამსუბუქებს სიმპტომებს და ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას.
აღსანიშნავია, რომ ორივე პრეპარატის საქართველოს ბაზარზე შემოტანასა და გავრცელებას მოწინავე ფარმაცევტული კომპანია Smart Pharm უზრუნველყოფს.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები