მეუფე გიორგი ჯამდელიანი საპატრიარქოს გადაწყვეტილებას გიორგი შინჯიკაშვილისთვის ზიარების უფლების აღდგენაზე არ ეთანხმება
საქართველოს საპატრიარქო შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილისთვის ზიარების უფლების შეჩერების შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის განჩინებას აჩერებს. ამის შესახებ სინოდალური კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც საპატრიარქომ გუშინ გამოაქვეყნა.
"მიმდინარე წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს ეკლესიის გაფართოებული სინოდალური კომისიის სხდომა.
სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.
მოსმენილის საფუძველზე, გაფართოებულმა სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, რომ, საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს", — ნათქვამია განცხადებაში.
სინოდალური კომისიის დასკვნას გამოეხმაურა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი. ის "უთანხმოებას გამოხატავს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", რომელიც, მისი თქმით, "გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს".
ეპისკოპოსი განმარტავს, რომ "კანონიკური სასჯელის (როგორიცაა უზიარებლობით დასჯა) მოხსნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას საეპისკოპოსო სასამართლო აწესებს, უნდა აღსრულდეს საეკლესიო კანონისა და კანონიკური წესრიგის მკაცრი დაცვით, ასეთი განაჩენის ნებისმიერი ცალმხრივი ან კომპეტენტური საეკლესიო სასამართლოს გარეშე შეცვლა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საეპისკოპოსო ინსტიტუტს, არამედ ეკლესიის მთლიანობასაც".
"სამღვდელმთავრო პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობითა და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა კანონებისა და საეკლესიო წესრიგის გათვალისწინებით, ვალდებულად ვთვლი თავს გამოვეხმაურო საქართველოს საპატრიარქოში არსებული გაფართოებული სინოდალური კომისიის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებას, რომელიც ეხება ჩვენი ეპარქიის საეპისკიპოსო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის (ეპიტიმიის) გაუქმებას.
პირველ რიგში მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მე, როგორც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი და წმინდა სინოდის წევრი, ყოველთვის მორჩილი ვრჩები ჩვენი წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესრიგისა და ჩვენი საპატრიარქოს ერთიანობის მიმართ. თუმცა მსურს პატივისცემით გამოვხატო ჩემი უთანხმოება აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს.
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა კანონები (კერძოდ, 32-ე სამოციქულო, ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მე-5 და ანტიოქიის კრების მე-6 კანონი) ნათლად ადასტურებენ, რომ სასულიერო და საერო პირების განსჯასა და აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები პირველ რიგში ადგილობრივი ეპისკოპოსის (იხ. ასევე საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება VII თავის §17), ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში ეკლესიის მეთაურის თავმჯდომარეობით მოწვეულ ეპისკოპოსთა კრების კომპეტენციას მიეკუთვნება (იხ. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება II თავის §9). გარდა ამისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობა ცალსახად განსაზღვრავს, რომ ეპარქიის ეპისკოპოსსა და სასულიერო ან საერო პირებს შორის წარმოშობილი დავები შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ წმინდა სინოდის ან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ (იხ. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება IV თავის §28). თუმცა ორივე შემთხვევაში (კათოლიკოს-პატრიარქთან ან წმინდა სინოდთან გასაჩივრების შემთხვევაში) მომჩივანს/ბრალდებულს უნდა ჰქონდეს "საკმარისი საფუძველი თავიანთი ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის განაჩენის გასაჩივრებისათვის" (საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება IV თავის §28) და ანტიოქიის კრების მე-6 კანონის თანახმად მომჩივანი/ბრალდებული თავად უნდა გამოცხადდეს მეორე ინსტანციის საეკლესიო სასამართლოზე და თავი იმართლოს და თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოს საპატრიატქოს გაფართოებული სინოდალური კომისიის მიერ ამგვარი პროცედურა არ იქნა დაცული.
კანონიკური სასჯელის (როგორიცაა უზიარებლობით დასჯა) მოხსნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას საეპისკოპოსო სასამართლო აწესებს, უნდა აღსრულდეს საეკლესიო კანონისა და კანონიკური წესრიგის მკაცრი დაცვით. ასეთი განაჩენის ნებისმიერი ცალმხრივი ან კომპეტენტური საეკლესიო სასამართლოს გარეშე შეცვლა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საეპისკოპოსო ინსტიტუტს, არამედ ეკლესიის მთლიანობასაც.
მე კვლავაც ვლოცულობ და ვიტოვებ იმედს, რომ საკითხი საბოლოო განხილვისთვის გადაეცემა სათანადო და კომპეტენტურ სინოდალურ ორგანოს, ე.ი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს (საქართველოს ეკლესიის მართვა გამგეობის დებულება, II თავი, §1: "საქართველოს ეკლესიაში უმაღლესი ხელისუფლება მოძღვრების, საეკლესიო მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროებში, ანუ — საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის საქართველოს. ეკლესიის საეკლესიო კრებას — საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს"), სადაც საკითხი წმინდა კანონებით გათვალისწინებული პროცედურითა და ეპისკოპოსთა ხმათა უმრავლესობით (იხ. ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მე-6 კანონი) გადაწყდება ჩვენი ეკლესიის კანონიკური ტრადიციის შესაბამისად და ყველა მონაწილის სულიერი კეთილდღეობის მიზნით. დაე "ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ" (I კორ. 14: 40).
უფალმა მოგვანიჭოს სიბრძნე, გამჭრიახობა და ერთიანობა", — ნათქვამია გიორგი ჯამდელიანის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ გამოაქვეყნა საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წინამძღოლის, გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.შ. დამნაშავედაა ცნობილი.
საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმის მიხედვით, ბრალმდებელი და მომჩივანი მონაზონი თ.კ.-ა, ბრალდებული — "საერო პირი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საზღვრებში მოქმედი ბატონი გ.შ."
საეპისკოპოსო სასამართლოს განჩინებით, "ბრალდებულ ბატონ გ.შ-ს გულწრფელ სინანულამდე აეკრძალა ზიარება", ხოლო სინანულის შემთხვევაში 20 წლით უზიარებლობის განაჩენი გამოუტანეს.
საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმი 6 ივნისითაა დათარიღებული და მას ხელს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) აწერს.
საქმე ეხება 8 ივნისს ეპისკოპოსის ქადაგებას. მისი თქმით, მთავრობის მოქმედ წევრს, კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელს, მონაზონი ჰყავდა "დავერბოვკრებული" და მისი მეშვეობით წამლავდა.
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია
გადახედვა
კომენტარები