როდესაც ავტომობილი ბუნების ნაწილად იქცევა — მაზდა ცენტრი თეგეტას გაზაფხული
ფოტო: თეგეტა
ბუნების დაბადება, გაზაფხულის ფერები, ამინდისა და განწყობის ცვლილება — ამ კომპონენტების გაერთიანება, აღბეჭდვა და მნახველამდე მიტანა იყო მაზდა ცენტრი თეგეტას საიმიჯო ფოტოგადაღების მიზანი, რომელმაც ბრენდის ავტომობილები ბუნებაში, განსხვავებულ და კინემატოგრაფიულ გარემოში ასახა.
ფოტო: თეგეტა
ფოტოები „მაზდა ცენტრი თეგეტასა“ და ფოტოხელოვან მარიამ სიჭინავას თანამშრომლობით შეიქმნა. გადაღება ქალაქგარეთ დაიგეგმა, სადაც პეიზაჟი „მაზდას“ იაპონურ კულტურას ჰარმონიულად შეერწყა. ფოტოებზე ასახულია ავტომობილები - CX60 და Mazda 3 ჰეჩბეკი, რომელთა განსხვავებული სტილი და ფერი ეფექტურად პასუხობს ჩანაფიქრს. ნამუშევრები ფირითაა შესრულებული, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავს ხდის ფოტოებს.
ფოტო: თეგეტა
საბა მჭედლიშვილი, "მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: "თავისუფლების შეგრძნება გაზაფხულის მშვიდ დღეს - ალბათ ესაა განწყობა, რომელსაც ნამუშევრები აჩენს. აქ ავტომობილი მეტია, ვიდრე უბრალოდ სატრანსპორტო საშუალება. ის ლანდშაფტის, შეგრძნებების ნაწილად იქცა. ჩვენი მიზანი იყო, დამთვალიერებელს ეგრძნო ჰარმონიული კავშირი ავტომობილებსა და ბუნებას შორის; მიზნის მიღწევაში რამდენიმე კომპონენტი დაგვეხმარა: გაზაფხულის ფერები, მზე, ცივი და თბილი ტონების მონაცვლეობა, ნისლი, ტყე, ყვავილებიანი მინდორი...
მარიამ სიჭინავას ნამუშევრები გამორჩეულია სწორედ ბუნებისა და ადამიანის არაჩვეულებრივი სინთეზით. გვსურდა, რომ ამ ჰარმონიულ კავშირში ავტომობილებიც ჩაგვერთო. ვფიქრობ, შთამბეჭდავი თანამშრომლობა გამოგვივიდა. ფოტოების ეფექტს განსაკუთრებით აძლიერებს ფირი, რომელიც იდეალურად გადმოსცემს სეზონის ესთეტიკას და საშუალებას გაძლევს, რეალობა ზედმეტი ჩარევების გარეშე აღბეჭდო“.
ფოტო: თეგეტა
ფოტოხელოვანი მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ გაზაფხული მისთვის ახალი ჰაერის, რბილი ნათების, პასტელური ფერების, ნისლისა და მზის ერთობლიობაა. სწორედ ამ კომპონენტების ასახვა სურდა ფოტოსესიაში. გადაღებისთვის მოდელი თაკო კოსტავა შეირჩა. არჩევანი იდეის ავტორებმა მისი განსაკუთრებული, სახასიათო ვიზუალის გამო გააკეთეს.
ფოტო: თეგეტა
მარიამ სიჭინავა, ფოტოხელოვანი: "მაზდა ცენტრი თეგეტასთან“ თანამშრომლობა განსხვავებული გამოცდილება იყო ჩემთვის. გუნდისგან სრული ნდობა, თავისუფლება და მაქსიმალური ხელშეწყობა მქონდა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. გაზაფხულის ფოტოსესიის დროს ჩვენი ამოცანა იყო, ავტომობილი წარმოგვეჩინა არა მხოლოდ ტრანსპორტირების საშუალებად, არამედ როგორც პერსონაჟი, რომელიც მოგზაურობს კინემატოგრაფიულ სამყაროში. ამ მიზნით „მაზდას“ თანამედროვე დიზაინის ავტომობილები გადავიღეთ მისტიკურ გარემოში, ნისლში, ცივი და თბილი ფერების ცვალებადობით. გადაღების დღეს რამდენჯერმე იწვიმა. დღის გარკვეულ მონაკვეთში მზე იყო, შემდეგ - ნისლი. რეალურად ამინდის რადიკალურმა ცვლილებამ, შეიძლება ითქვას, ხელი შეგვიწყო - გვქონოდა რამდენიმე განწყობა. შედეგი დამთვალიერებელმა უნდა შეაფასოს, თუმცა ჩემთვის ამ ფოტოებს სიმშვიდისა და იდუმალების შერწყმული განწყობა მოაქვს. თითოეული ფოტო თითქოს კინოკადრია“.
მაზდა ცენტრი თეგეტა ბრენდის საიმიჯო ფოტოგადაღებას ყველა სეზონზე გეგმავს. მალე იაპონური ბრენდისა და მარიამ სიჭინავას თანამშრომლობით შექმნილ ახალ ნამუშევრებს ვიხილავთ.
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია მაზდა ცენტრი თეგეტა ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები