Home Alone-ის რეჟისორს ფილმიდან ტრამპის ამოჭრა უნდა — "ალბათ გადამასახლებენ"
ფოტო: 20th Century Studios
მარტო სახლში (Home Alone) და მისი გაგრძელება, მარტო სახლში 2: ნიუ-იორკში დაკარგული, ნამდვილი საშობაო კლასიკაა, რომლებსაც მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი ყოველწლიურად ისევ უბრუნდება ხოლმე სადღესასწაულოდ. თუმცა, ზოგმა გვიან შენიშნა, რომ 1992 წელს გამოსულ ფილმში მარტო სახლში 2 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეპიზოდური როლით ჩნდება.
კევინს, მაკოლეი კალკინის პერსონაჟს, რომელიც ნიუ-იორკში დაიკარგება და სასტუმრო პლაზაში ამოყოფს თავს, დონალდ ტრამპი გზას მიასწავლის. ამ სასტუმროს მაშინ სწორედ ტრამპი ფლობდა და ფილმის რეჟისორის, კრის კოლამბუსის თქმით, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დაჟინებით მოითხოვა, ფილმში გამოჩენილიყო.
"თანხა გადავუხადეთ, მაგრამ სხვა პირობაც წაგვიყენა: მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიღებთ პლაზაში, თუკი მეც ვიქნები ფილმშიო", — იხსენებს კოლამბუსი 2020 წლის ინტერვიუში, — "დავთანხმდით და როცა ფილმი მაყურებელს პირველად ვუჩვენეთ, ტრამპის ეკრანზე გამოჩენას ხალხი ოვაციებით შეხვდა. ამიტომ, მემონტაჟეს ვუთხარი, ეს კადრი დატოვე-მეთქი".
თუმცა, ვინ იფიქრებდა, რომ კრისი ამ გადაწყვეტილებას სამ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგაც კი ინანებდა. ტრამპის ჯერ კიდევ პირველი ვადით არჩევის შემდეგ, მაყურებლები ფილმიდან პრეზიდენტის 7-წამიანი სცენის ამოჭრას ითხოვდნენ. სხვათა შორის, ამ მოთხოვნას თავად მაკოლეი კალკინმაც დაუჭირა მხარი.
ახლა კი, როგორც ჩანს, რეჟისორიც იმავე აზრზეა.
"წყევლად მექცა. მოსვენებას არ მაძლევს. ნეტავ, საერთოდ გაქრებოდეს", — ამბობს კოლამბუსი უახლეს ინტერვიუში, — "თუმცა, ვერ ამოვჭრი. რომ ამოვჭრა, ალბათ ქვეყნიდან გადამასახლებენ. აშშ-ში ცხოვრებისთვის უღირსად ჩამთვლიან და იტალიაში ან სადმე სხვაგან მომიწევს გადაბარგება".
სხვათა შორის, კოლამბუსის მონაყოლისგან სრულიად განსხვავებულ ისტორიას იხსენებს თავად ტრამპი, რომელიც ფილმიდან მისი ამოჭრის მოთხოვნას 2023 წელს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში. პრეზიდენტის თქმით, მაშინ "ძალიან დაკავებული იყო" და ფილმში გამოჩენა არ სურდა, მაგრამ რეჟისორი "ეხვეწებოდა", უარი არ ეთქვა.
"ამ პატარა სცენასაც და ფილმსაც დიდი წარმატება მოჰყვა. ხალხი დღემდე მირეკავს, როცა ტელევიზორში გადის", — განაცხადა ტრამპმა, — "ახლა კი, 30 წლის შემდეგ, კოლამბუსი ამბობს, რომ ფილმში გამოჩენას დაჟინებით ვითხოვდი. ეს სიმართლისგან ძალიან შორსაა. ფილმს კი წარმატება სწორედ ამ სცენამ მოუტანა".
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ
-
პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა
გადახედვა
-
კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში
-
კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი
გადახედვა
-
Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით
-
რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები