თეგეტასა და ეშვის კოლაბორაცია — როცა სამკაული ისტორიას ჰყვება
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი — სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული თეგეტამ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალური და დახვეწილი ყელსაბამის თითოეული დეტალი კონკრეტულ დატვირთვას ატარებს, სპეციალურად შერჩეული მწვანე ფერი კი ქალებს წინსვლისკენ მოუწოდებს.
ფოტო: თეგეტა
ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და განსაკუთრებული ჩანაფიქრის გარეშე არც წლევანდელი მარტისთვის მზადებას ჩაუვლია. თეგეტამ ქალი თანამშრომლებისათვის ამჯერად სამკაულების ქართული ბრენდი ეშვი შეარჩია და გუნდის წევრებისათვის ექსკლუზიური საჩუქარი შექმნა.
ფოტო: თეგეტა
თეონა კოხოძე, თეგეტა ჰოლდინგის კრეატიული დირექტორი: "თეგეტა ყოველ წელს ცდილობს, მარტში ქალ თანამშრომლებს განსაკუთრებული და საინტერესო საჩუქარი გაუკეთოს. წელს არჩევანი ეშვზე შეჩერდა. გვინდოდა, შეგვექმნა უნიკალური და დახვეწილი სამკაული, რომელიც გამოხატავდა საერთო ხედვას — უნიკალურობას, ხარისხსა და სტილს. "ეშვმა" შექმნა მაღალი ხარისხის, ნატურალური ქვებითა და მოოქრული ელემენტებით დამზადებული სამკაული, რომელიც ორი ბრენდის სინთეზია. მისი დიზაინი მსუბუქი, ელეგანტური და, ამავე დროს, სიმბოლურია — ავტომობილის ფორმის პენდანტი ასახავს თეგეტას, ხოლო მწვანე ფერის ქვები, წინსვლისა და განვითარების სიმბოლოა. გარდა ნივთის პრაქტიკული გამოყენებისა, ის არის ემოციური გზავნილი ჩვენი ქალებისთვის — მათი ძალისა და წარმატების აღსანიშნავად".
კომპანიის ძალისხმევას, სხვადასხვა პოლიტიკითა თუ ყურადღებით ქალებს მხარი დაუჭიროს, თეგეტას გუნდის წევრები, თავის მხრივ, მონდომებითა და წინსვლით პასუხობენ. იმის მიუხედავად, რომ საავტომობილო სფეროში დომინანტად ისევ მამაკაცი მიიჩნევა, ჰოლდინგის თანამშრომელთა 25%-ს სწორედ ქალები წარმოადგენენ, მათ შორის, წამყვან პოზიციებზე.
ფოტო: თეგეტა
"ეს სამკაული სიმბოლური ჟესტია იმისა, რომ ჩვენ გვჯერა ქალების ძალისა და მათი უნიკალური როლის საავტომობილო ინდუსტრიაში. მეტიც, ვამაყობთ, რომ თეგეტა არის ის სივრცე, სადაც ყველა თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა, განვითარდეს, დაიმკვიდროს თავი და წარმატებას მიაღწიოს", — ამბობს თეონა კოხოძე.
კონცეფციაზე თეგეტასა და ეშვის გუნდებმა ერთობლივად იმუშავეს. ორივე კომპანიაში მიაჩნიათ, რომ იდეის გარეშე შექმნილი ნებისმიერი ნივთი უნიკალურობას კარგავს. ეს საჩუქარიც სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო — ნაფიქრი და დადებითი ენერგიით დატვირთული. გამორჩეულია საჩუქრის ილუსტრაციებიც, რომელზეც თეგეტას ილუსტრატორმა თამუნა კონტრიძემ იმუშავა.
"ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა სამკაული, რომელიც ორი ბრენდის ფილოსოფიასა და ესთეტიკას გააერთიანებდა. ერთობლივი მუშაობის პროცესში, თითოეულ დეტალს დიდი ყურადღება დაეთმო, რათა საბოლოო პროდუქტი გამორჩეული და განსაკუთრებული გამოსულიყო. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი კოლაბორაცია წარმატებით შედგა, — თეგეტა ჰოლდინგის კრეატიული დირექტორი.
იდეურ თანხვედრაზე საუბრობს ეშვის დამფუძნებელიც. ბრენდი, რომლისთვისაც ინდივიდუალიზმი, ექსპერიმენტი და სითამამე მთავარი მამოძრავებელია, თეგეტას შეთავაზებას ინტერესით დასთანხმდა.
ნათია ჩხარტიშვილი, ეშვის კრეატიული დირექტორი: "თანამშრომლობის იდეა, ერთი მხრივ, რომანტიკული შინაარსისა და ენერგეტიკის, დახვეწილი ფორმის სამკაულისა და, მეორე მხრივ, ავტომობილის - როგორც დროის გამოწვევისა და კომფორტის უმთავრესი გარანტის — თავმოყრასა და მომხმარებლისთვის საინტერესოდ მიწოდებას გულისხმობდა. მალაქიტითა და ვინტაჟური მეტალით შევქმენით სამკაული — ავტომობილის რეტრო მოდელი, რომელიც ახლისა და ძველის, რომანტიკულისა და პრაქტიკულის საინტერესო ერთიანობაა. ვფიქრობთ, ამ კოლაბორაციამ სათავე დაუდო ახალ თანამშრომლობას და, ერთი შეხედვით, სრულიად კონტრასტულ სფეროთა შორის ინტერესთა თანხვედრას".
საჩუქარი მხოლოდ სიმბოლოა ყურადღებისა და მადლიერების. მთავარი მხარდაჭერა კი თეგეტას კორპორაციულ კულტურაშია. კომპანიამ ქალთა როლის გაძლიერება დიდი ხანია ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა და მას დღემდე თანმიმდევრულად მიჰყვება.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები