ბათუმში სილქის ფილიალი გაიხსნა
ფოტო: Silk
სილქი გაფართოებას განაგრძობს და, ქუთაისის შემდეგ, ბათუმშიც გახსნა ფილიალი. მართალია, ადგილობრივ მოსახლეობას აქამდეც ჰქონდა საშუალება, სილქის სწრაფი სერვისებით ესარგებლა — ვინაიდან რედისონში უკვე ფუნქციონირებდა სილქის სერვის ცენტრი. თუმცა, მოთხოვნის შესაბამისად, ფიზიკური კონსულტაციის საჭიროებაც გაჩნდა. შედეგად, ამიერიდან შეგიძლიათ, მას ბათუმში შემდეგ მისამართზე ეწვიოთ: შალვა ინასარიძის #13.
ფოტო: Silk
რა სერვისებით ისარგებლებთ სილქის ბათუმის ფილიალში?
სილქის სხვა ფილიალების მსგავსად, მომხმარებლები აქაც სხვადასხვა საბანკო პროდუქტებით თუ სერვისით ისარგებლებენ: სამომხმარებლო სესხი, ავტოსესხი, მიკრო ბიზნეს სესხი, ანაბარი, შოპინგ ბარათი "მერე“ თუ სხვა.
საინტერესოა, რომ ავტოსესხი განსაკუთრებით საინტერესო პროდუქტი აღმოჩნდა ბათუმის მოსახლეობისთვის. ამის გათვალისწინებით, სილქი მათ ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხის აღებას საუკეთესო პირობით სთავაზობს; კერძოდ, 70 000 ლარამდე თანხის მოთხოვნას შეძლებენ შემოსავლების დადასტურების გარეშე, 5-თვიანი საშეღავათო პერიოდით. ხოლო ისინი, ვინც არსებულ ავტოსესხს სილქში დააპორტირებენ, 10%-მდე ნაკლებ, ეფექტიან განაკვეთს მიიღებენ.
ამავდროულად, ბათუმის მაცხოვრებლები შეძლებენ, სილქში სხვადასხვა მიზნით მიიღონ მიკრო ბიზნეს სესხი: იქნება ეს ბიზნესის გაფართოებასთან, სამომხმარებლო თუ პირად მიზნებთან დაკავშირებული. რაც მთავარია, სილქში ინდივიდუალურად განიხილავენ მსესხებლის პირად საჭიროებებს.
ხოლო დეპოზიტის მეშვეობით, მომხმარებლები მაღალ საპროცენტო სარგებელს მიიღებენ. თანაც, ამ შემთხვევაშიც, მსხვილი დეპოზიტორებისთვის შეთავაზებებს ინდივიდუალურად განიხილავენ და მათზე მორგებულ პირობებს შესთავაზებენ.
ფოტო: Silk
დამატებით რა სერვისს უნდა ელოდეთ სილქის ბათუმის ფილიალში?
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახალ ფილიალში სილქნეტის ფიქსირებულ და მობილურ პროდუქტებთან დაკავშირებითაც მიიღებთ მომსახურებას. უფრო კონკრეტულად, აქ შესაძლებელია სასურველი ნომრის შერჩევა და ქსელში ჩართვა, მომსახურების პაკეტის გააქტიურება და პორტირების პროცედურის გავლა. ასევე, სურვილის შემთხვევაში, დეტალურად გაეცნობით კომპანიის ფასდაკლებებსა თუ შეთავაზებებს.
როგორც სილქში აღნიშნავენ, ბათუმის ფილიალში სილქნეტის მომსახურების ცენტრის ამოქმედება კომპანიის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის და, ამავდროულად, ნებისმიერ ადგილობრივ მომხმარებელს თუ ტურისტს შეუქმნის კომფორტს, სწრაფი მომსახურებით ისარგებლოს.
ამ ყველაფერთან ერთად, უნიკალურ შეთავაზებაზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც სილქ ბანკმა სპეციალურად სილქნეტის მომხმარებლებისთვის შეიმუშავა; კერძოდ, თუკი მინიმუმ 6 თვის განმავლობაში სილქნეტის ერთ-ერთი პროდუქტის მომხმარებელი ხართ, შეგიძლიათ, 5000 ლარამდე ოდენობის სესხი სულ რაღაც 3 წუთში, ყოველგვარი საბუთისა თუ შემოსავლების დადასტურების გარეშე მიიღოთ.
შეგახსენებთ, რომ გარდა ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებისა, სილქის მომსახურების მიღება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: თბილისში, ზაარბრიუკენის #2-ში. სერვის ცენტრები კი — თბილისისა და ბათუმის რედისონებსა და რუსთავის ავტობაზრობაზეა განლაგებული.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
კომენტარები