"ჩვენი ყველა მოთხოვნა იქნა უარყოფილი" — სხდომათა დარბაზი საპროტესტო აქციებზე დაკავებული 8 პირის ადვოკატებმა დატოვეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ბრალდებულების ადვოკატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. ამის მიზეზად ისინი მათი მოთხოვნების უგულებელყოფას ასახელებენ. ადვოკატები მოსამართლეს სთხოვდნენ პროცესი დიდ დარბაზში გაგრძელებულიყო, რაზეც უარი მიიღეს.
როგორც ცნობილი გახდა, სწორედ ხალხმრავლობისა და უჰაერობის გამო ერთ-ერთ მსჯავრდადებული, ირაკლი მიმინოშვილი შეუძლოდ გახდა.
ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე პუბლიკას უყვება, რომ მოსამართლემ სასწრაფო დახმარებაც კი არ გამოიძახა, თვითონ მოუხდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება. საქალაქო სასამართლოში მოსულმა მედიკოსებმა გასინჯეს ირაკლი მიმინოშვილი და მათი თქმით, მსჯავრდადებულის შეუძლოდ გახდომის მიზეზი უჰაერობა იყო.
"მოსამართლე არის უმეცრად გაჯიუტებული. ბოლოს ვუთხარით, კარგი, დარბაზს თუ ვერ ვიცვლით, აქ არის საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა, აქ პატიმრებთან 15-20 საბადრაგო სამსახურის თანამშრომელია, დატოვოს ის სივრცე, სადაც პატიმრები არიან, რომ ბრალდებულებს ჰქონდეთ სუნთქვის შესაძლებლობა. ამაზეც მივიღეთ უარი. რის შემდეგაც მე და ჩემმა კოლეგებმა ვეღარ დავინახეთ ვეღარც მიზანი და ვეღარც მიზეზი რატომ უნდა ვყოფილიყავით სასამართლო პროცესზე იმის ფონზე, რომ მუდმივად ხდებოდა ჩვენი პოზიციების ნიველირება, არ გვაძლევდნენ პოზიციის გამოხატვის საშუალებას, აბსოლუტურად ჩვენი ყველა მოთხოვნა იქნა უარყოფილი, კომუნიკაციის საშუალება არ გვქონდა ზოგიერთ ადვოკატს მოსამართლესთანაც კი, ეს არის სასამართლო დარბაზი, სადაც არის გათვლილი ადგილები 2 ადვოკატზე, 2 პროკურორზე და რამდენიმე ათეულ დამსწრეზე", — აცხადებს ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.
მისი თქმით, შესაძლოა სხდომა გაგრძელდეს და ის მოვლენების განვითარებას 2 შესაძლო ვარიანტს ხედავს:
"შესაძლებელია სხდომა გაგრძელდეს. ახლა 2 გზას ვხედავ: მოსამართლემ შეწყვიტოს ეს უმეცარი სიჯიუტე, ჩემს ბავშვობაში სხვა რომ აკეთებდა ამას ეძახდნენ "გავირებას". ეს გაჯიუტება უნდა შეწყვიტოს მოსამართლემ და მოგვცეს საშუალება შესაბამის დარბაზში ადეკვატური პროცესი ჩავატაროთ, ან მეორე გზა აქვს ამ სიჯიუტეში დარჩეს და ჩართოს საქმეში სახაზინო ადვოკატები, ნაწილის საქმე განიხილოს ადვოკატის გარეშე, ნაწილის — სახაზინო ადვოკატების საშუალებით, მაშინ როცა ამ ადამიანებს ადვოკატი უკვე ჰყავთ არჩეული", — აცხადებს თუთბერიძე.
-
სიცილიის მუზეუმიდან €80 მლნ-მდე შეფასებული რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს სიცილიის მუზეუმიდან €80 მლნ-მდე შეფასებული რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
-
კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
გადახედვა
-
თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა "რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
გადახედვა
-
საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს
გადახედვა
-
"თავისუფლების მოედნის" პოლიტიკური ექსპედიცია, პანკისისა და თუშეთის შემდეგ, ხევსურეთში გრძელდება "თავისუფლების მოედნის" პოლიტიკური ექსპედიცია, პანკისისა და თუშეთის შემდეგ, ხევსურეთში გრძელდება
გადახედვა
-
ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები