პიტ ბული: ძაღლი რომლისაც ყველას ეშინია, სინამდვილეში მეგობრული და მოსიყვარულეა
ფოტო: RAYBON/shutterstock
ძაღლი რომ ადამიანის საუკეთესო მეგობარია, ეს დიდი ხანია ყველამ იცის, მაგრამ სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ მეგობრობას ბოროტად იყენებენ და საკუთარ სურვილებს ცხოველების რეპუტაციასა და სიცოცხლეზე წინ აყენებენ.
პირველ რიგში გეტყვით, რომ ისევე როგორც ჩვენ განვსხვავდებით ხასიათითა თუ ბევრი სხვა შტრიხით, ცხოველებიც ერთმანეთისაგან განსხვავებულები არიან და მათი ბუნების 99%-ს ის გარემო განაპირობებს, რომელშიც დაბადებიდან ხვდებიან და იზრდებიან.
ყველაზე აგრესიულ ძაღლის ჯიშებს შორის, როგორც წესი, ამერიკულ პიტ ბულ ტერიერს გამოარჩევენ ხოლმე. ეს ჯიში მეცხრამეტე საუკუნეში, ბულდოგისა და სტაფორდშირული ტერიერის შეჯვარების შედეგად გამოიყვანეს. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მას პროპაგანდისტულ პოსტერებზეც ნახავდით.
მართალია, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ადამიანების ნაწილს, პიტ ბულის ხსენებაზე, დღესაც შიში იპყრობს. მეორე ნაწილი კი, როგორც უკვე გითხარით, ამ შიშსა და სიძულვილს კიდევ უფრო აღვივებს და პიტ ბულის გენეტიკურად თანდაყოლილ ძლიერ და შეუდრეკელ ბუნებას ბოროტი მიზნებისათვის იყენებს.
დიახ, სამწუხაროდ სპეციფიკური აღზრდის მეთოდებით, მოსიყვარულე შინაური ცხოველის ნაცვლად, ადამიანები შიშისმომგვრელ მონსტრებს ზრდიან.
მიუხედავად იმისა, რომ პიტ ბულის ყოლა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კანონით მკაცრად იკრძალება, გადავწყვიტე დაგიმტკიცოთ, რომ ეს ცხოველი ისეთივე მეგობრული და მოსიყვარულეა, როგორც ნებისმიერი სხვა ძაღლი.
1. პიტ ბული ჭკვიანი და დამჯერი ძაღლია
პიტ ბული ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და დამჯერი ძაღლია, რასაც ბევრი მტკიცება არ სჭირდება. გარდა იმისა, რომ ისინი პატრონის ყველანაირ მითითებას კარგად იმახსოვრებენ, მათთვის ერთგვარი აზარტიც კი დევს თქვენი სურვილების შესრულებაში, რადგან ძალიან უყვართ თამაში, გართობა და ცხოვრებასაც ასეთივე თვალით უყურებენ.
უკვე დიდი ხანია რაც ძაღლის ამ ჯიშს აქტიურად იღებენ სხვადასხვა ვიდეო კლიპებში, ჰოლივუდურ ფილმებსა და რეკლამებში.
2. ძიძა ძაღლი
ბრძოლის უნარიანობა და ფიზიკური სიძლიერე პიტ ბულის ერთადერთი ღირსება არ ყოფილა, მეოცე საუკუნეში მათ ძიძა ძაღლებსაც ეძახდნენ. ისინი განსაკუთრებული სიყვარულითა და რაც მთავარია, ყურადღებით გამოირჩევიან, არა მხოლოდ საკუთარი ნაშიერის, არამედ ბავშვების მიმართაც.
მოკლედ, თუ მას თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან და საყვარელ ადამიანს ანდობთ, იმედები არასდროს გაგიცრუვდებათ.
3. პიტ ბული ძალიან თბილი და მოსიყვარულე ძაღლია
მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ არც ერთი პიტ ბული არ არის დაბადებიდან აგრესიული და მოჩხუბარი, მათ ასეთებად ადამიანები ზრდიან. ალბათ ლოგიკურია თუ ვიტყვი, რომ თბილ და მოსიყვარულე გარემოში, სწორად აღზრდილი ძაღლი, არასდროს იქნება აგრესიული ადამიანების მიმართ.
მათ თანაცხოვრება არამხოლოდ ადამიანებთან, არამედ სხვა შინაურ ცხოველებთან, მაგალითად, კატებთან, ჩიტებთან, ზაზუნებთან და კურდღლებთანაც კი შეუძლიათ.
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა





კომენტარები