ნინო ქათამაძე

11 May. 2024, 20:26

როდესაც საქმე ეხება მომავალს, იქ სიტყვები ან შეგრძნებები, შიში ან "არ შეგვიძლია" — ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას, რადგან ჩვენ ვერ დავბრუნდებით წარსულში. ჩვენ ვერ დავბრუნდებით წარსულში, რადგან მაშინ სვლა უნდა გავაჩეროთ, საერთოდ ყველაფერი გავაჩეროთ, არ გავმრავლდეთ, ყველაფერს მნიშვნელობა ეკარგება...

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ხვალინდელ დღეს ალტერნატივა არ აქვს. ეს არის თანასწორობა, მშვიდობა, ბრძოლა მხოლოდ კეთილი დღისთვის და ჩვენი შვილების სწორ გზაზე დაყენება. ჩვენ უნდა ვიყოთ მათი შუქი, მათ გავუნათოთ გზა, რომ ამაყად გაიარონ ჩვენს ნაბრძოლ გზაზე იმიტომ, რომ 35-40 წელია, ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს.

ძალიან რთული ცხოვრების მიუხედავად, ყოველთვის ჩანდა ნათელი გზა — ეს იყო ევროპა, ეს იყო მეგობრები, ეს იყო ამერიკა, საიდანაც ჩვენ ვიღებდით მაგალითს. ჩვენ ხომ არ მოგვიგონია ეს. და ის რომ არა რუსეთს, ისიც მაგალითია, რაც იქ ხდება. ამიტომ დღეს ჩვენ ვემზადებით ერთობისთვის. ის, რომ ჯალათობა არა, ამიტომ იყო სამამულო ომი. ის, რომ ევროპას კი, იმიტომ არის ამდენი ხალხის ერთობა. ასე რომ ეს ძალიან მარტივია. ჩვენ ვიბრძვით ხვალისთვის, ხვალინდელი დღისთვის.

ამის შესახებ მომღერალმა ნინო ქათამაძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში განაცხადა. ნინო ქათამაძე, ათასობით ადამიანის მსგავსად, ევროპული მარშის მონაწილეა. ევროპის მარში თბილისში იმართება დღეს, 11 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება

სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას, რომელმაც პატიმრების…