ნინო ქათამაძე

6 Mar. 2023, 23:51

ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი. ილია ჭავჭავაძე 100 ზე მეტი წლის წინ ცდილობდა, ქართველებისთვის სწორი გზა ეჩვენებინა, ჩვენ კი, როგორც ჩანს, ახლაც ვერ ვხედავთ მკაფიოდ ამ გზას, ასე ახლოს ევროპასთან და რეალურად კი, თურმე ძალიან შორს.

კანონი რუსულია თუ ამერიკული, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ის ჩვენს რეალურ ადგილს გვაკარგვინებს მსოფლიოში. ძნელი წარმოსადგენია, ამდენი ადამიანი ცდებოდეს და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი იყოს კანონის მიღებისას მართალი. ფაქტია, რომ რაღაც ხდება ისეთი, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.

თუ გვინდა ევროპა მეტი შესაძლებლობებისთვის, უკეთესი განათლებისთვის, ევროპული მომავალი, როგორც ჩვენი თოფ-იარაღი, მაშინ, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი. არ უნდა დაუშვას დღეს ჩვენმა საზოგადოებამ უძრაობა და ევროპაში მისი კუთვნილი ადგილის დაკარგვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება

სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას, რომელმაც პატიმრების…