ლევან დოთიაშვილი

10 Nov. 2023, 15:12

დამიზნებით გვესროდნენ მანქანიდან, ესროდნენ საბურავებს, იყო გამიზნული სროლა. ჩვენ მანქანაში ვისხედით. შეიძლება, დაგვიძახა, რომ არ წახვიდეთო. ყოველ შემთხვევაში, არ გაგვიგია და სროლა-სროლით მოგვდევდა. ბევრი გაისროლა.

მე თავად ვნახე ნატყვიარები. თამაზ გინტურს ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი. ერთი თქვა, დამჭრაო. ვკითხე, მოგარტყა დიმიტრიჩ-თქო, და კიო, მითხრა მერე "ვსო".

გადავედი მანქანიდან, გადმოვიყვანე. ამ დროს, დანარჩენი რუსი ჯარისკაცები ამოვიდნენ და მე წამიყვანეს ტყის მიმართულებით. ვინ ისროლა დავინახე, მაგრამ ცნობით არ ვიცნობ.

სროლის შემდეგ, 7 ჯარისკაცი 5-6 წუთის მერე ამოვიდა.

თამაზი რომ მანქანიდან გადმოვიყვანე, სასწრაფოში რომ დავრეკე, ყველას რომ გავაგებინე, 7 კაცი მოვიდა და წამიყვანეს.

გზაში იყო შეურაცხყოფაც და დარტყმაც. მირტყამდა ერთი კონკრეტული ადამიანი. ყველა იყო იარაღით, ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე.

— უთხრა მედიას ლევან დოთიაშვილმა. ის უკანონოდ გაიტაცეს ოკუპანტებმა სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან, 6 ნოემბერს, ხოლო თამაზ გინტური მოკლეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნების სამდღიანი კენჭისყრა დასრულდა. რუსეთის ფედერაციის მე-9 მოწვევის სახელმწიფო…