ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის ისტორიები | მკვლევრის პერსპექტივა
ფოტო: Freepik
მსოფლიოს ქვეყნებში ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ აქტუალური საკითხია, თუმცა გარკვეული რეგიონები ქალების მხარდასაჭერად განსაკუთრებით მეტ ყურადღებას და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.
მიუხედავად საერთაშორისო ძალისხმევისა ამ პრობლემასთან საბრძოლველად, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ არ არის მოგებული. ეს ის ადგილია, სადაც ქალები არაპროპორციულად ზარალდებიან, რაც გამწვავებულია საკანონმდებლო ღონისძიებების არაეფექტურობით და მათი აღსრულებით.
ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმა არსებობს, მათ შორის ეკონომიკური ძალადობა არის ნაკლებად ცნობილი და შეფარული ფორმის ძალადობა, რომელიც ხშირად ქვეყანაში არსებული სტერეოტიპებითაა გამყარებული, რის გამოც მისი ამოცნობა არც ისეთი მარტივია.
საფარმა დანიის მთავრობისა და დანიის გენდერული და თანასწორობის ცენტრის, KVINFO-ს მხარდაჭერით ორ რეგიონში, კახეთსა და აჭარაში ჩაატარა კვლევა ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის შესახებ. რაოდენობრივი კვლევა 2023 წლის იანვარში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით (CAPI) იმ 16-45 წლის ქალებთან ჩატარდა, ვინც ინტიმურ ურთიერთობაში ერთხელ მაინც ყოფილა.
სტატია იკვლევს ეკონომიკური ძალადობის რთულ დინამიკას, ფართოდ გავრცელებულ და დესტრუქციულ ფენომენს, რომელიც სისტემატურად ზღუდავს, აკონტროლებს და იყენებს ქალთა ეკონომიკურ რესურსებს.
სტატიის ფარგლებში, ჩავუღრმავდებით მკვლევრის, თოზუ გულმამედოვას პერსპექტივას, რომელმაც ჩაატარა პირდაპირი ინტერვიუ ქალებთან, რომლებმაც ერთხელ მაინც განიცადეს ეკონომიკური ძალადობა პარტნიორის მხრიდან და გავიგებთ რეალურ სიტუაციებს, რა სახის გავლენა აქვს ეკონომიკურ ძალადობას ქალთა ცხოვრებაზე.
— რა სახის გამოწვევები ხვდებათ ქალებს საქართველოში?
საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, ქალი როდესაც ქორწინდება, აუცილებლად ქმარზე ფინანსურად დამოკიდებული ხდება. გოგონების ეკონომიკური ავტონომიის არარსებობა ხშირად იწვევს მამებზე დამოკიდებულებიდან ქმრებზე დამოკიდებულებაზე გადასვლას, რაც რთულს ხდის მათ ცხოვრებაში ფინანსურ თავისუფლებას.
სამწუხარო რეალობაა, თუმცა ეკონომიკური ძალადობა უარყოფითად აისახება ქალთა თავდაჯერებულობაზე. ისინი ვერ ახერხებენ ფინანსების დამოუკიდებლად მართვას, თუნდაც ძირითადი პირადი საჭიროებებისთვის, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს მათ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე და თვითშეფასებაზე.
როდესაც ქალს არ აქვს ეკონომიკური დამოუკიდებლობა, განქორწინების გადაწყვეტილების მიღება უჭირს. მემკვიდრეობითი და ოჯახური ქონება ძირითადად ოჯახის მამრობითი სქესის წევრების კონტროლქვეშ რჩება. ასეთი შემთხვევებიც გვაქვს — მაშინაც კი, როცა მეუღლეები ერთობლივად ყიდულობენ ქონებას, ქმრები ჩუქებას აფორმებენ, რათა კანონიერად აუარონ გვერდი ქონებრივ დავას, რაც ხელს უშლის ქალებს, მიიღონ ოჯახიდან წამოსვლის გადაწყვეტილება. ტრადიციებიდან გამომდინარე, ზოგიერთ ქალს მამის ოჯახში დაბრუნებაც ურთულდება, ამიტომ განქორწინების შემთხვევები ცოტა გვაქვს.
— რა პოზიტიურ ცვლილებებს განიცდიან ქალები ურთიერთობის დატოვების შემდეგ?
ხშირია შემთხვევები, როცა განქორწინებული ქალები სოციალური დახმარების მიღებისას ბედნიერებას გამოხატავენ. მიუხედავად იმისა, რომ თანხა მიზერულია, სამაგიეროდ მათ შეუძლიათ, თავისი ნებით განკარგონ ის.
მნიშვნელოვანია, რომ ქალმა მიიღოს საკუთარი წილი მამის ქონებიდან. ეს ასევე აქტუალურია ქორწინების შემთხვევაშიც. ქონება განქორწინებას და განქორწინების შემდეგ ახალი ცხოვრების დაწყებას გაცილებით უფრო ამარტივებს. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობის დასაწყისში ამაზე არ ვფიქრობთ, გონივრულია, წინასწარ დავუშვათ მომავლის უარყოფითად განვითარების შესაძლებლობაც. როდესაც მშობლები ქალიშვილებს თავისი წილი ქონებით უზრუნველყოფენ, ამით დიდ საყრდენს უქმნიან მათ.
— როგორია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა მდგომარეობა საქართველოში?
მაგალითისთვის, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ქალებზე რომ ვისაუბროთ, ბოლო 13 წელია, რაც შეიქმნა პროგრამა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, უნივერსიტეტში ჩასარიცხად საკუთარ ენაზე ჩააბარონ გამოცდები. იმის მიუხედავად, რომ პროგრამა განათლების მიღების, ფინანსური დამოუკიდებლობის და უკეთესი მომავლის შესაძლებლობას გვთავაზობს, არის საკითხები რაც დასახვეწია, რადგან ყველა ვერ ახერხებს სწავლის გაგრძელებას. ეს გამოწვევა განსაკუთრებით დაქორწინებულ, საშუალო ასაკის ქალებს ეხებათ. მათთვის, ვინც სოფელში ცხოვრების დროს აზერბაიჯანულად დაამთავრა სკოლა და უნივერსიტეტში ქართულ ენაზე ჩაბარება გაურთულდა, არ არსებობდა სწავლის რეალური პერსპექტივა. შესაბამისად, ვერ მიიღეს განათლება და მოუწიათ, მათი მთავარი საქმიანობა დიასახლისობა გამხდარიყო. ასეთ დროს დასაქმება, საკუთარი შემოსავლის გამომუშავება და გამოსავლის ძიება რთულია.
ენობრივი ბარიერი ნამდვილად ართულებს დასაქმების პერსპექტივას ან სხვადასხვა სახის ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვას. სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს მხოლოდ 3-თვიანი თავშესაფრით უზრუნველყოფს. 3 თვის შემდეგ კი რამდენიმე ბავშვთან ერთად სად წავიდნენ, ქალები გამოსავალს ვერ ხედავენ. ასევე პრობლემატურია ალიმენტის დაწესების საკითხიც, რადგან ძირითადად ქმრებს თანხა ბანკში არ ერიცხებათ. რა გამოსავალს ვთავაზობთ ასეთ ქალებს? შევხვედრივარ შემთხვევებს, როცა ქალს მსხვილფეხა საქონელი ჰყავს და ამით თანხას გამოიმუშავებს, თუმცა საბოლოო ჯამში, ესეც მისი ქმრისაა. შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების ქალებს კიდევ უფრო მეტი დაბრკოლება ხვდებათ ეკონომიკური და ოჯახური ძალადობის ციკლისგან თავის დაღწევაში.
— თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რისი გაკეთება შეუძლია საზოგადოებას ან მხარდამჭერ ორგანიზაციებს ეკონომიკური ძალადობის წინაშე მყოფი ქალების დასახმარებლად?
საქართველოში მცხოვრები ქალები ებრძვიან ეკონომიკურ ძალადობას, რაც ზღუდავს მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას, შესაძლებლობებს და საერთო კეთილდღეობას. ქალების მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, რაც მოითხოვს სისტემურ ცვლილებებს. ეს არის საკითხი, რომელიც ითხოვს ჩვენს კოლექტიურ ყურადღებას. ეს არ არის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების საზრუნავი, საზოგადოებაც და სახელმწიფოც თანაბრად უნდა იყოს ჩართული გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებებისთვის მიმდინარე ბრძოლაში.
ყველა სახის ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა დავრწმუნდეთ, რომ ქალები გრძნობენ ჩვენს თანადგომას და აღარ მოითმენენ ძალადობას. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნული გადაწყვეტილება გადამწყვეტია, თანაბრად აუცილებელია, რომ სახელმწიფომ მიიღოს შესაბამისი ზომები. დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, ამ პრობლემის გადაწყვეტის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ქალებს არამხოლოდ უნდა მოვუწოდოთ, რომ აღარ ითმენდნენ ძალადობას, ასევე უნდა შევუქმნათ მათ დახმარებისთვის ხელმისაწვდომი გზებიც. საბოლოოდ, ჩემი აზრით, ამ პრობლემის ჭეშმარიტად აღმოსაფხვრელად საზოგადოების აღქმა და სამთავრობო მიდგომები უნდა შეიცვალოს.
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები