როგორ ავარჩიოთ მისაღები ოთახის ავეჯი?
მისაღები ოთახი ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ და რომელშიც ყველაზე ხშირად ვმასპინძლობთ ოჯახის წევრებსა, თუ ახლობლებს. შეიძლება ითქვას, რომ მისაღები ოთახი სახლის გულია — ადგილი, სადაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს თქვენი ხასიათი, გემოვნება და განწყობა. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ამ ოთახის სწორად მოწყობა უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, როგორც დიზაინერებისთვის, ისე სახლის მფლობელებისთვის.
ჩვენ, ყველას გვინახავს ცივი ოთახები, სადაც თავისუფალი სივრცის მიუხედავად, არ სუფევს მყუდრო და კომუნიკაციისთვის მიმზიდველი გარემო. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სტატიკური, არაკომფორტული სივრცის შექმნა და მისაღები ოთახი მეგობრულ, მყუდრო და საინტერესო ადგილად ვაქციოთ, აუცილებელია ავეჯის სწორად შერჩევა და მისი განლაგება გარკვეული წესების დაცვით.
ავეჯი
მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ მოძრავი, კომფორტული და პრაქტიკული ავეჯი, რათა ერთმანეთთან სოციალიზაცია მარტივი და კომფორტული იყოს. ავეჯის არჩევისას გახსოვდეთ, რომ მისაღებ ოთახში აუცილებლად უნდა განათავსოთ დივანი, სავარძლები, ჟურნალების მაგიდა და ტელევიზორის მაგიდა. კომპოზიციის დამატებითი ნაწილებია სხვა, მცირე ზომის მაგიდები, ხალიჩები და დეკორის ნივთები.
კუთხის დივანი
დივნის არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ ზომის ოთახში კუთხის დივანი შეუცვლელი ავეჯია, რადგან ის მეტად კომფორტულია და დიდი თუ პატარა ფართის მქონე სახლებს ერთნაირი პრაქტიკულობით ემსახურება.
კარგი იქნება, თუ უპირატესობას გასაშლელ კუთხის დივანზე შეაჩერებთ — ის თავისუფლად შეითავსებს სტუმრებისთვის განკუთვნილი საწოლის ფუნქციას. გასაშლელი კუთხის დივანი განსაკუთრებით პრაქტიკულია პატარა ფართის მქონე სახლში ცხოვრებისას.
გახსოვდეთ, რომ დიდი ზომის კუთხის დივანს შეგიძლიათ გვერდით მისივე შესაფერისი ბრენჩი ან მცირე ზომის პუფები დაუდოთ, რათა ოთახი ზედმეტად არ გადაიტვირთოს. სტანდარტული ზომის დივანს კი, ტრადიციულად ორი სავარძელი მიუდგით, რათა სიმეტრიულობა დაიცვათ.
ჟურნალების მაგიდა
მას შემდეგ, რაც დივანს შეიძენთ, აუცილებლად უნდა იფიქროთ ჟურნალების მაგიდის შერჩევაზეც. ჟურნალების მაგიდა მისაღები ოთახის განუყოფელი ნაწილია, რომელიც დივნის წინ და სავარძლებს შორის უნდა განათავსოთ.
მაგიდის შერჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი დივნის ზომაც და სიმაღლეც, რათა მაგიდა ზედმეტად პატარა, ან მაღალი არ გამოდგეს. თუ სახლი მცირე ზომისაა, პრაქტიკული იქნება ტრანსფორმერი მაგიდის შეძენაც, რომელიც სტუმრიანობის შემთხვევაში გაიშლება.
მაგიდა და სკამები
თუ თქვენს მისაღებ ოთახში საკმარისი ფართია, გირჩევთ, რომ სასადილო მაგიდა და სკამები შეიძინოთ. ეს დამატებით საკომუნიკაციო სივრცეს შექმნის და ორ ზონად დაყოფს თქვენს მისაღებ ოთახს. მაგიდის და სკამების შერჩევისას ყურადღება გაამახვილეთ მასალასა და სტილზე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ისინი ფერით და მატერიით ჟურნალების მაგიდისგან განსხვავდებოდეს, თუმცა აუცილებლად ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს სასტუმრო ოთახის დიზაინთან.
ასევე, გონივრულია თუ სამზარეულოს სკამებსაც მსგავს ან შესაფერისს სტილში შეარჩევთ. დამატებითი სკამების საჭიროების შემთხვევაში, მათი სასტუმრო ოთახში განთავსება ესთეტიკური ბალანსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. სამზარეულოს სკამების სწორად შერჩევა განსაკუთრებით პრაქტიკულია მცირე, სტუდიოს ტიპის სახლებში ცხოვრებისას, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია მოთავსებული.
ტელევიზორის მაგიდა
ტელევიზორი თანამედროვე საცხოვრებლების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, სასტუმრო ოთახის მოწყობისას ტელევიზორის მაგიდა მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ტელევიზორის მაგიდის არჩევისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ, როგორც ტელევიზორის, ისე, დივნის ზომაზე, რათა სასტუმრო ოთახში სიმეტრიულობა და ჰარმონია შევინარჩუნოთ.
ასევე, გასათვალისწინებელია, რა სიმაღლეზე გსურთ ტელევიზორის დადება. თუ სახლში მცირეწლოვანი ბავშვები გყავთ, გირჩევთ ტელევიზორი კედელზე მაღლა განათავსოთ და შესაბამისად, მაღალი მაგიდაც გამოიყენოთ.
თუ ფართის სიმცირეს უჩივით, შეარჩიეთ სათავსოებიანი მაგიდა, რათა დამატებითი ადგილი გქონდეთ თქვენი ნივთების შესანახად. ასეთ დროს, პრაქტიკულია კედლის ავეჯის ყიდვაც, რომელიც ტელევიზორის მაგიდის დამატებითი ატრიბუტია.
ავეჯის მაღაზიის შერჩევა
მისაღები ოთახის ავეჯის არჩევისას კარგი იქნება თუ ისეთ სივრცეს ეწვევით, სადაც ფართო არჩევანი იქნება და შესაძლებლობა მოგეცემათ სხვადასხვა სტილის, თუ მატერიის ავეჯი ერთმანეთს შეადაროთ.
ასეთი ადგილია ავეჯის სახლი საბა, რომელიც დიდი აქტუალობით სარგებლობს. ასევე, პოპულარულია ავეჯის სახლი ეშლი ჰოუმი, რომელიც მაღალი ხარისხის, საინტერესო და ელეგანტურ ავეჯს სთავაზობს თავის მომხმარებელს, უკვე შემდგარი კომპოზიციებით, რაც ვიზუალურ წარმოდგენას ძალიან ამარტივებს და შეძენის პროცესს გაცილებით უფრო კომფორტულს ხდის.
რა თქმა უნდა, შერჩეული ავეჯი, სახლის დიზაინთან ჰარმონიულ თანხვედრაში უნდა მოდიოდეს. სკანდინავიური სტილის სახლში ავეჯი მინიმალისტურია, ყველაფერი ბუნებრივი მატერიებით და მშვიდი ფერებითაა გაწყობილი, ეკლექტიკურ სტილს კი, განსხვავებული მატერიების და თამამი ფერთა გამის მქონე ავეჯი უხდება.
მნიშვნელოვანია, სანამ ავეჯის ყიდვას გადაწყვეტთ, კარგად ჩამოყალიბდეთ, როგორი დიზაინი შეეფერება ყველაზე მეტად თქვენს პიროვნებას და შესაბამისად დაგეგმოთ თქვენი სახლიც.
როგორ განვათავსოთ ავეჯი?
ფოკუსის წერტილი
ყველა მისაღებ ოთახს აქვს ფოკუსის წერტილი. ეს არის ადგილი, რომელიც ოთახში შესვლისას ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობს. ფოკუსის წერტილი არ გულისხმობს აუცილებლად ოთახის ცენტრს. თუმცა ის, უნდა გახდეს კომპოზიციის ცენტრი და შესაბამისად, სწორედ აქედან უნდა დაიწყოთ თქვენი ავეჯის განლაგება. ფოკუსის წერტილი არის ადგილი, საიდანაც თქვენთვის სასურველი ავეჯით ყველაზე მკაფიო აქცენტების გაკეთება შეგიძლიათ.
ავეჯის განთავსება
ავეჯის განლაგებისას მნიშვნელოვანია დისტანციის სწორად დაცვაც. გახსოვდეთ, რომ უმჯობესია, დივანი კედლიდან მინიმუმ 10-15 სანტიმეტრით იყოს დაშორებული. თუ ოთახის ფართი დიდია, შეგიძლიათ დივანი თამამად მოათავსოთ ცენტრში. ასეთ დროს, თავიდან აირიდებთ რთულად მისადგომ ადგილებს და ოთახის ყველა კუთხის დასუფთავება გაცილებით მარტივი იქნება.
დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ მისაღები ოთახი არ არის სტატიკური სივრცე — მცირე ზომის ავეჯი მარტივად გადაადგილებადი უნდა იყოს, რათა მუდმივად შეგეძლოთ ცვლილებების შეტანა და თქვენი კომფორტის მიხედვით მყუდრო სივრცის მოწყობა.
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
-
მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები