"პოტენციური გამარჯვებული" — ქართველი მომღერალი ამერიკული ვოისის სცენაზე (ვიდეო)
ფოტო: The Voice / NBC
ქართულ სატელევიზიო მეგაშოუებს თუ აქტიურად ადევნებთ თვალს, უთუოდ გემახსოვრებათ ნინი ბრეგვაძე, რომელიც 2015 წელს X ფაქტორის მე-2 სეზონის ფინალისტი გახდა. ამ ამბიდან რვა წლის შემდეგ ქართველი მომღერალი უკვე ამერიკულ The Voice-ში წარდგა და სიმღერის დაწყებიდან სულ რამდენიმე წამში ოთხივე მწვრთნელი ერთიმეორის მიყოლებით შემოატრიალა.
სასცენო სახელით Nini Iris, ახალგაზრდა მუსიკოსმა "ბრმა ქასთინგზე" ჯგუფ Everybody Loves an Outlaw-ის ცნობილი სიმღერა I See Red შეასრულა.
"რომელი პლანეტიდან ხარ?", — ამ შეკითხვით მიმართა ნინის სიმღერის დასრულების შემდეგ ირლანდიელმა პოპვარსკვლავმა და ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ნაილ ჰორანმა, როცა ოთხივე მწვრთნელი ტაშის დასაკრავად ფეხზე წამოდგა.
ჰორანმა ასევე აღნიშნა, რომ ნინის შესრულება ვოკალური თვალსაზრისით საუკეთესო იყო ქასთინგის დღეს.
"ვფიქრობ, სცენაზე ახლა პოტენციურ გამარჯვებულს ვხედავთ", — დაამატა ნაილმა.
ქართველი მომღერლისთვის საქებარი სიტყვები არც სხვა მწვრთნელებს დაუშურებიათ.
"ახლა დიდი მისია გაკისრია, რადგან გრემის პერფორმანსი გვიჩვენე უკვე", — აღნიშნა გვენ სტეფანიმ, — "თავდაჯერებულობა შენში ძალიან ბუნებრივადაა".
ნინი ბრეგვაძე საქართველოდან ნიუ-იორკში საცხოვრებლად და მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად 2016 წელს გადავიდა.
"რთული გზა გამოვიარე", — ამბობს ნინი და იმ დროს იხსენებს, როცა ღამის გათევა მეტროში უხდებოდა ხოლმე, — "ცხოვრების თავიდან დაწყება მომიწია. უნდა მეპოვა საცხოვრებელი და სამსახური, იმ მიზნისთვის სწრაფვა უნდა დამეწყო, რომლის მისაღწევადაც აქ ჩამოვედი".
ამჟამად ამერიკული ვოისის 24-ე სეზონი მიმდინარეობს. ნინიმ მწვრთნელად ნაილ ჰორანი აირჩია და სწორედ მის გუნდში გააგრძელებს მოგებისთვის ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ პროექტის წინა სეზონის გამარჯვებული ჯინა მაილსიც ჰორანის გუნდში იყო, თავად ნაილმა კი პოპვარსკვლავობამდე გზა ასევე მეგაპროექტში, ბრიტანულ X ფაქტორში, მონაწილეობით გაიკვალა.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები