იაპონური ბრენდის ახალი განაცხადი — Mazda CX60 საქართველოშია
ფოტო: მაზდა
კიდევ უფრო დახვეწილი და გამორჩეული — მაზდა ცენტრი თეგეტამ საქართველოში ახალი ავტომობილი წარადგინა. ველნეს კურორტ ბიოლიში Mazda-ს პრემიუმ მოდელის CX60-ის შესაძლებლობები პირველად მედიის წარმომადგენლებმა შეაფასეს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე ენახათ ახალი ავტომობილი, გასცნობოდნენ მის შესაძლებლობებსა და დიზაინის სიახლეებს.
ფოტო: თეგეტა
Mazda CX60 პრემიუმ კლასის მოდელია, რაც გამოიხატება როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის სხვადასხვა დეტალში, ასევე მძღოლსა და მგზავრებზე ორიენტირებულ მოწინავე ტექნოლოგიებში, უსაფრთხოების სისტემებსა და სხვა ტექნიკურ მახასიათებლებში. Miled Hybrid ვერსიაში პირველად ვხვდებით ახალ 3.3 ექვსცილინდრიან ძრავას. ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის ძრავით, რომელსაც ეხმარება ელექტროგენერატორი, რაც უზრუნველყოფს წვის შემცირებას, უკეთეს აჩქარებასა და მაქსიმალურად ნაკლებ ხმაურს. გარდა ამისა, ბევრად ნაკლებია გამონაბოლქვის დონეც.
ფოტო: თეგეტა
"ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ საქართველოში იაპონური ბრენდის ახალი მოდელი უკვე წარვადგინეთ. ამ ავტომობილში, პირველად Mazda-ს ისტორიაში, ქროსოვერზე, AWD სისტემაში, ამძრავი და ძირითადი ძალის მიმცემი უკანა თვლებია. სიმძლავრის დარჩენილი ნაწილი ნაწილდება წინა თვლებზე, რაც განაპირობებს სიმძიმის ოპტიმალურ გადანაწილებას ხიდებს შორის. მოგეხსენებათ მსგავსი სისტემები ხშირად გვხვდება სხვა პრემიუმ მწარმოებლებთან. Miled Hybrid ძრავა, ცხადია, ნიშნავს ნაკლებ წვას, ნაკლებ გამონაბოლქვსა და, შესაბამისად, ნაკლებ ზიანს გარემოსათვის. Mazda მომხმარებლებს სთავაზობს ტექნოლოგიას SKYACTIVE, რომელიც გამოიყენება ავტომობილის დაკიდების სისტემაში, გადაცემათა კოლოფში და რაც მთავარია, ძრავაში. ეს კი განაპირობებს მაღალ სიმძლავრეს, მაქსიმალურ ეფექტიანობას, საწვავის ნაკლებ მოხმარებასა და მცირე გამონაბოლქვს", — ამბობს ნოდარ ჭირაქაძე, მაზდა ცენტრი თეგეტას ბრენდ დირექტორი.
Mazda CX60 აღჭურვილია სახის ამოცნობის ინოვაციური სისტემით, რომელიც ავტომობილის სალონშია დამონტაჟებული. მეხსიერების პაკეტი მანქანებში ახალი სპეციფიკაცია არ არის, თუმცა მაზდას შემთხვევაში ის დაკავშირებული იქნება სახის ამოცნობის სისტემასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი ავტომატურად მიიღებს დამახსოვრებულ კონფიგურაციას მას შემდეგ, რაც მძღოლს ამოიცნობს. ავტომობილის ჩაქრობის შემდეგ ის ავტომატურად გასწევს სავარძელს უკან იმისათვის, რომ მძღოლს მანქანიდან გადმოსვლა გაუადვილოს.
"აღსანიშნავია, რომ Mazda CX60-ით პრემიუმ ავტომობილების სეგმენტში გადავიდა. ყურადღება დეტალებისადმი, დიზაინის ფილოსოფია, რომელიც Mazda-ს იაპონური მემკვიდრეობიდან გამომდინარეობს, მასალების სელექცია, რომლებიც გამოყენებულია ავტომობილში, მძღოლსა და მგზავრებზე ორიენტირებული უსაფრთხოებისა და სხვა მოწინავე ტექნოლოგიები განაპირობებს იმას, რომ Mazda-ს ეს მოდელი პრემიუმ სეგმენტის ავტომობილების სიას სამართლიანად იკავებს", — აღნიშნავს ნოდარ ჭირაქაძე.
ფოტო: მაზდა
საქართველოს ბაზარზე ამ ეტაპზე Mazda CX60-ის Miled Hybrid და ბენზინის (skyctive) მოდელებია წარმოდგენილი. მაზდა ცენტრი თეგეტა უახლოეს პერიოდში Plug In Hybrid ვერსიის შემოყვანას გეგმავს.
მაზდა ცენტრი თეგეტა ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა

კომენტარები