JCB-ს ჰიდროგენული ძრავა და ინოვაციები, რომლებიც საწვავის მომავალს შეცვლის
ფოტო: თეგეტა
სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია, JCB, ულტრაეფექტური წყალბადის ძრავის შესაქმნელად განაგრძობს მუშაობას. მასშტაბურ პროექტში, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრიაში ახალი სიტყვა უნდა თქვას, უპრეცედენტოდ დიდი თანხა — 100 მილიონი ფუნტის ინვესტიციაა ჩადებული.
უკვე წელიწადზე მეტია, რაც 100-ზე მეტი ინჟინერი პროექტის განვითარებაზე მუშაობს. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ შედეგები ხელშესახებია, რადგან JCB-მ უკვე ორმოცდაათამდე წყალბადის წვის ძრავა გამოუშვა.
იმისთვის, რომ სრულიად გადაემუშავებინათ წვის პროცესი და გადასულიყვნენ წყალბადზე, ინჟინერ-ტექნოლოგების გუნდის წევრები საწყის წერტილებს დაუბრუნდნენ და პროცესი ხელახლა შეისწავლეს. შედეგად კი JCB-ს ისტორიაში ადგილი დაუმკვიდრეს, როგორც პირველ სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიას, რომელმაც სრულად ფუნქციონალური წყალბადის შიდა წვის ძრავა შეიმუშავა.
წყალბადი, როგორც მწვანე მომავლის შენების მნიშვნელოვანი კომპონენტი და გზა ნულოვან გამონაბოლქვამდე
ფოტო: თეგეტა
JCB უკვე 75 წელია ამ პროექტის განხორციელებას ცდილობს. მისი მიზანი სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო ტექნიკის წარმოებაში ნახშირბადის ნულოვანი ემისიაა. სწორედ ამიტომ მუშაობს ბრენდი საწარმო წყალბადის შიდა წვის ძრავებზე.
როგორც კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ლორდ ბემფორდი ამბობს, JCB-ს ოცნება, შეექმნა დიზელის ძრავები, 2004 წელს ახდა და მას შემდეგ საწარმო მუდმივად აუმჯობესებს პროდუქტს — ქმნის მაქსიმალურად ეკონომიურ ძრავებს, რაც მავნე გამონაბოლქვს მინიმუმამდე ამცირებს.
წყალბადის საწვავის პირველი გასამართი სადგური და ჯილდო
2023 წელს JCB-მ მსოფლიოში პირველი წყალბადის საწვავის გასამართი სადგური წარადგინა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის — მან ბრიტანული სამეფო საავტომობილო კლუბის Dewar Trophy-ს ჯილდოც მოიპოვა, რომელიც ბრიტანულ საავტომობილო ინდუსტრიაში ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ პრიზად მიიჩნევა.
Conexpo 2023 — JCB Hydrogen Technology-ს საერთაშორისო დებიუტი
გამოფენაზე Conexpo 2023, რომელიც ლას-ვეგასში გაიმართა, JCB თავისი უნიკალური პროდუქტით წარდგა. გარდა წყალბადის შიდა წვის ძრავისა, საწარმომ აკუმულატორზე მომუშავე მინი-ექსკავატორიც შეიმუშავა.
"JCB-ს საინჟინრო ჯგუფმა უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა მოკლე დროში. ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელმაც შეიმუშავა სრულად მოქმედი, წყალბადზე მომუშავე შიდა წვის ძრავა და მოხარული ვარ, რომ ახლა შეგვიძლია საერთაშორისო ასპარეზზე გავიტანოთ ეს ტექნოლოგია", — აღნიშნავს ლორდ ბემფორდი, კომპანია JCB-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
აღსანიშნავია, რომ თავად ლორდ ბემფორდი JCB-ს წყალბადის ტექნოლოგიის განვითარების პროექტს ხელმძღვანელობს.
JCB წლების განმავლობაში ცდილობდა ემისიების შემცირებას. ჯერ კიდევ 1999 წელს პირველ წარმატებას მიაღწია, როდესაც მისმა დიზელის ძრავამ NOx ემისიები 97%-ით შეამცირა. ეს ძრავები დღესაც 50%-ით ნაკლებ CO2-ს გამოყოფს, ვიდრე 2010 წელს წარმოებული ზოგიერთი მანქანა.
JCB ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის ლიდერი ბრენდია, რომელსაც წარმოების 75-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე 22 ქარხანას ფლობს. 750-ზე მეტი დილერით JCB 150-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. საქართველოში ბრიტანულ ბრენდს თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment-ი წარმოადგენს, რომელიც ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს და JCB-ს ოფიციალური დილერია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები