JCB — სამშენებლო ტექნიკის გიგანტი საქართველოში
ფოტო: თეგეტა
JCB ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში, რომელიც მომხმარებელს სამშენებლო, საგზაო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკასა და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას სთავაზობს. JCB-ს ისტორია ჯერ კიდევ 1945 წლიდან დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, უტოქსეტერში იწყება. დღეისათვის კი კომპანია აერთიანებს უდიდეს ქსელს, რომელსაც 22 ქარხანა აქვს 4 სხვადასხვა კონტინენტზე, მსოფლიოს მასშტაბით კი 750-ზე მეტი დილერი ჰყავს. გამონაკლისი არც საქართველოა, JCB Georgia-ს დილერი საქართველოში თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Construction Equipment-ია.
JCB Georgia სამშენებლო, საგზაო, სპეციალური დანიშნულების, სასაწყობე და ინდუსტრიულ ტექნიკასა და სხვა დამატებით მოწყობილობებს აერთიანებს. მათ შორის, ექსკავატორ-დამტვირთველებს, ტელესკოპურ დამტვირთველებს, მუხლუხა ექსკავატორებს, კომპაქტურ დამტვირთველებსა და ბორბლიან ექსკავატორებს. თითოეულ მათგანს მრავალფეროვანი სამუშაოს გაწევა შეუძლია, თუმცა თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, უმჯობესია, ზუსტად იცოდეთ, რომელი მათგანი დაგეხმარებათ უმოკლეს დროში სასურველი საქმის საუკეთესოდ შესრულებაში.
ექსკავატორ-დამტვირთველი
ფოტო: თეგეტა
JCB-ს ბრენდის ექსკავატორ-დამტვირთველი ყველაზე მოთხოვნადი ტექნიკაა მთელ მსოფლიოში. ტექნიკის უპირატესობათაგან აღსანიშნავია მოდელის მრავალფუნქციურობა. ის ასრულებს ექსკავატორის, დამტვირთველის, ბულდოზერის, ჩანგლიანი დამტვირთველის და სხვა მრავალი ტიპის სამუშაოს, ექსკავატორ-დამტვირთველზე შესაძლებელია უამრავი ტიპის დამატებითი მოწყობილობის დამონტაჟება, როგორებიცაა: ბურღი, ფრეზი, თოვლის საწმენდი, ჰიდრავლიკური ჩაქუჩი და სხვა, მრავალფუნქციურობის დამსახურებაა მისი პოპულარობა: სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო, საგზაო და მრავალ სხვა სექტორში. აღნიშნული ტექნიკა აღჭურვილია საკუთარი წარმოების ძრავით, გადაცემათა კოლოფით, ხიდებითა და სხვა ძირითადი აგრეგატებით, რაც მფლობელს აძლევს ეფექტურობას საწვავის მოხმარებაში, მაქსიმალურ წარმადობას სამუშაოების შესრულებისას და მინიმალურ ფლობის ხარჯებს.
ადგილობრივი ბაზარი საშუალებას გაძლევთ, შეიძინოთ ახალი და მეორადი ტრაქტორები. მაგალითად, ექსკავატორ-დამტვირთველი 3CX ECO-ს სტანდარტული ჰიდროსისტემა დაკომპლექტებულია EcoDig-ს ტუმბოებით, რომელიც ინარჩუნებს საკმარის ჰიდრავლიკურ ნაკადს ძრავის მინიმალური ბრუნთა რიცხვის შემთხვევაშიც კი. აღნიშნული მახასიათებელი იძლევა საწვავის მოხმარების დაახლოებით 15%-ით შემცირების საშუალებას თხრის დროს. მუხლუხა ექსკავატორი JS160 გამოირჩევა შემცირებული ხმაურით კაბინის შიგნით და გარეთ — სამუშაო გარემოში. ეს კი უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს მძღოლისთვის და საშუალებას იძლევა, ღამის სამუშაოებიც დაბრკოლებების გარეშე შესრულდეს.
ქართულ ბაზარზე ახალი და მეორადი ტრაქტორების შეძენა Tegeta Construction Equipment-ში შეგიძლიათ.
ტელესკოპური დამტვირთველი
ფოტო: თეგეტა
JCB-ს ბრენდის ტელესკოპური დამტვირთველი უკვე მრავალი წელია ლიდერობს მსოფლიო ბაზარზე და ყველაზე საიმედო ტექნიკად ითვლება როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე სამშენებლო ინდუსტრიაში. JCB-ს ბრენდის ტელესკოპური დამტვირთველი გამოირჩევა უნივერსალურობით, ფლობის დაბალი ღირებულებით და მაღალი წარმადობით. ტექნიკის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი სახის სამუშაოს შესრულება მაქსიმალურად მცირე დროში, დატვირთვის მაღალი სიმაღლიდან გამომდინარე, ტელესკოპური დამტვირთველი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მაღალსართულიან შენობა-ნაგებობებზე, მიწისქვეშა გვირაბებსა და ღია სივრცეებში მუშაობისას. ტექნიკის ჯოისტიკებით მართვის ფუნქცია, მაქსიმალურად მოცულობითი და მაღალი ხილვადობის კაბინა ოპერატორს სამუშაო პროცესს უმარტივებს.
JCB-ს ყველა ტელესკოპურ ისარზე არსებული ჰიდრავლიკური გაყვანილობა და სწრაფჩამხსნელი მექანიზმი საშუალებას გვაძლევს, მასზე მოკლე დროში დავამონტაჟოთ დამატებითი მოწყობილობების ფართო ასორტიმენტი (ამწე კალათა, საბურღი მექანიზმი, თოვლის საწმენდი, მარცვლეულის გამფრქვევი და ა.შ.).
მუხლუხა ექსკავატორი
ფოტო: თეგეტა
მუხლუხა ექსკავატორი მიწის მთხრელი ტექნიკის მიმართულებით ცალსახა ლიდერია, რომელიც მშენებლობის ყველა პროცესში მონაწილეობს. ეს ტექნიკა არის მრავალმხრივი და გამოიყენება ისეთი საქმიანობებისთვის, როგორებიცაა: ნგრევა/დემონტაჟი, მშენებლობა, სამდინარო არხების მოწყობა, რთული რელიეფის მქონე მიწის მოთხრა, სატყეო თუ თოვლის წმენდითი სამუშაოები და ა. შ.
მუხლუხა ექსკავატორები აღჭურვილია ფოლადის მუხლუხებით და, ბორბლიანი ექსკავატორისაგან განსხვავებით, შეუძლია ნებისმიერი სირთულის რელიეფზე უპრობლემოდ გადაადგილება და სტაბილურად მუშაობა.
როდესაც საექსკავაციო სამუშაოებისთვის ტექნიკას ვარჩევთ, ექსკავატორ-დამტვირთველის ვარიანტიც შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა ის ძირითადად ფერმებში ან სხვა ლოკაციებზე მინი-ექსკავატორის ჩანაცვლებას ახერხებს, მუხლუხა ექსკავატორი კი უფრო მოცულობითი სამუშაოების შესრულებაზეა გათვლილი.
კომპაქტური დამტვირთველი
ფოტო: თეგეტა
შეზღუდული სამუშაო არეალის პირობებში კომპაქტური დამტვირთველი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი ტექნიკაა. ამ ტექნიკას ხშირად შევხვდებით დიდ თუ პატარა სამშენებლო ობიექტებზე.
კომპაქტური დამტვირთველები გვხვდება ბორბლიანი და მუხლუხა ტიპის, შესაბამისად, მისი მუშაობა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის რელიეფზე.
კომპაქტურ დამტვირთველს შეუძლია ნულოვანი / ადგილზე მობრუნება. ეს შესაძლებელია ცალ მხარეს საბურავების წინ, ხოლო მეორე მხარეს არსებული თვლების უკან ბრუნვით. ამის ხარჯზე დამტვირთველი არის მანევრირებადი, რაც მისი მთავარი უპირატესობაა.
ფრონტალური დამტვირთველისგან განსხვავებით, დამტვირთველი ისარი მდებარეობს ოპერატორის გვერდით. ოპერატორი მაქსიმალურადაა დაცული ROPS და FOPS ტიპის კაბინაში.
კომპაქტურ დამტვირთველებს, ფრონტალურის მსგავსად, შეუძლია მასალის მიწოლა, ტარება, დატვირთვა, თხრა, მოსწორება და ა.შ.
ბორბლიანი ექსკავატორი
ფოტო: თეგეტა
ბორბლიანი ექსკავატორები გამოიყენება ისეთ სამუშაოებზე როგორებიცაა: საგზაო სამუშაო, ნარჩენების გადამუშავება, სხვადასხვა მასალის დამუშავება, მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანა და ა.შ.
ბორბლიანი ექსკავატორის ძირითადი უპირატესობა, მუხლუხასთან შედარებით, საერთო მოხმარების გზებზე დამოუკიდებლად გადაადგილების უნარია. მასზე შესაძლებელია უამრავი ტიპის დამატებითი მოწყობილობის დამონტაჟება, როგორებიცაა: ბურღი, ფრეზი, თოვლის საწმენდი, ჰიდრავლიკური ჩაქუჩი და სხვა, სწორედ ამ მრავალფუნქციურობის დამსახურებაა მისი პოპულარობა: სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო, საგზაო და სხვა მრავალ სექტორში. იგი აღჭურვილია საკუთარი წარმოების ძრავით და სხვა ძირითადი აგრეგატებით, რაც მფლობელს აძლევს ეფექტურობას საწვავის მოხმარებაში, მაქსიმალურ შესაძლო წარმადობას სამუშაოების შესრულებისას და ფლობის დაბალი ღირებულებით.
აღნიშნული ტექნიკა ასრულებს მასშტაბურ სამუშაოს ქალაქის პირობებში. არის ძლიერი, საყრდენი ფეხებისა და ფრონტალური საყრდენი დანის დამსახურებით სტაბილურია და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც მცირე, ისე საშუალო და დიდ პროექტებში.
JCB სამშენებლო ტექნიკის მართლაც უდიდეს არჩევანს გვთავაზობს, პროდუქციის მრავალფეროვნება, უნივერსალურობა და გამორჩეული ხარისხი სწორედ ისაა, რაც ბრენდს ღირსეულ ადგილს უმკვიდრებს საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე.
-
დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
"ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც "ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
კომენტარები