თეგეტა ჰოლდინგი და მაზდა ცენტრი თეგეტა Wings for Life World Run-ის მხარდამჭერები არიან
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
ერთი მიზნით, მეტი სიცოცხლის გადასარჩენად, თეგეტა ჰოლდინგი ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო რბენას წელსაც უერთდება. მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის გუნდი საქველმოქმედო მარათონში ერთვება მისიით — საკუთარი წვლილი შეიტანოს მძიმე დაავადების დამარცხებაში. ავტოინდუსტრიის ლიდერი, თავისსავე ჰოლდინგში შემავალ კომპანიასთან მაზდა ცენტრი თეგეტასთან ერთად, მეათე საიუბილეო რბენის მონაწილე და პარტნიორია.
ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: "წელს უკვე მერვედ ვმონაწილეობთ მსოფლიო მარათონში Wings for Life World Run, რომელიც 6 კონტინენტს ერთსა და იმავე დროს ერთი მისიით აერთიანებს - გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი. გვახარებს, რომ წელს კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გამოთქვა მარათონში მონაწილეობის სურვილი — კახეთში კვირას, 7 მაისს თეგეტას 200-ამდე თანამშრომელი ირბენს მათთვის, ვისაც ეს არ შეუძლია. წელს მარათონში თეგეტას შვილობილი კომპანია მაზდა ცენტრი თეგეტაც უფრო აქტიურად ჩაერთო და, მონაწილეობის გარდა, ჩვენთან ერთად, ღონისძიების პარტნიორიცაა".
საქველმოქმედო მარათონი, სამწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ კახეთში ბრუნდება. 7 მაისს, 15 საათიდან, ათასობით მონაწილე ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ შეიკრიბება და მძიმე დაავადების მქონე ადამიანების დასახმარებლად სტარტს აიღებს. ზუსტად 30 წუთში კი ფინიშის მანქანა მათი გავლილი მანძილის ასათვლელად დაიძვრება.
წელს საფინიშო მანქანის ფუნქციას Mazda CX5 და Mazda CX30 მოდელები შეასრულებენ, რომელთა ოფიციალური დილერი საქართველოში მაზდა ცენტრი თეგეტაა. კომპანია Wings for Life World Run-ის მხარდამჭერი წელს პირველად გახდა. მის თანამშრომლებს კი უკვე წლებია თავიანთი წვლილი შეაქვთ ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების ძიებაში.
ნოდარ ჭირაქაძე, მაზდა ცენტრი თეგეტას ბრენდ დირექტორი: "წელსაც სიამოვნებით შევუერთდით მსოფლიო რბენას. თუმცა ამჯერად უფრო აქტიურად ჩავერთეთ მარათონში და Wings for Life World Run-ის პარტნიორები გავხდით. რა თქმა უნდა, ადამიანების დახმარება და ამასთანავე, ჯანსაღი ცხოვრების წესი მაზდა ცენტრი თეგეტასათვის მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, ამ მე-10 საიუბილეო წელს კიდევ უფრო მეტი მონაწილე შეუერთდება საერთაშორისო ღონისძიებას და ერთად შევძლებთ მეტი სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო სამედიცინო კვლევების დაფინანსებას".
Wings for Life World Run საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელსაც უნიკალური ფორმატი აქვს. მასში, პროფესიონალ მორბენალებთან ერთად, მოყვარულები, ასევე ეტლით მოსარგებლე ადამიანები მონაწილეობენ. მარათონს არ აქვს ფინიშის ხაზი, შეუზღუდავია დროც. მარათონში მონაწილეობა ფასიანია. შემოსული თანხა, ასევე კორპორაციული შემოწირულებები სრულად ირიცხება Wings For Life-ის ფონდში, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები