ირაკლი კობახიძე

7 Mar. 2023, 22:47

გარწმუნებთ, რომ 99%-ს კანონი თვითონ ან წაკითხული არ აქვს, ან იურისტის დახმარების გარეშე შეიძლება ჰქონდეს წაკითხული. თუ ვინმეს წაკითხული აქვს, რომ ერთადერთ რამეს ითვალისწინებს ეს დოკუმენტი, ეს არის ყოვეწლიური დეკლარაციების წარდგენა იმ სუბიექტების, ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც იღებენ 20%-ზე მეტ დაფინანსებას. 

[...] არაფერი კავშირი არ აქვს არც რუსულთან სინამდვილეში დღეს ჩვენს მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს და არც ამერიკულთან. ორივე არის რეპრესიული, ორივე არის კატასტროფული. არც ერთთან შინაარსობრივი კავშირი არ აქვს ჩვენს დოკუმენტს. დარწმუნებული ვარ, არ გაქვთ კანონი წაკითხული, არც ამერიკული, არც რუსული, ისევე, როგორც საზოგადოების 99%-ს. 

[ეს კანონი წაკითხული ხომ აქვს ამერიკის საელჩოს და დიპლომატიურ კორპუსს] იქ შეიძლება სხვა ინტერესები იყო, მე არ ვიცი, მე ვესაუბრები საზოგადოებას, ჩემთვის საინტერესოა ქართული საზოგადოება. ყველამ ჩაიხედოს გულში, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების 99%-ს ეს კანონი წაკითხული არ აქვს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებსა და…